თავი 1

3 1 0
                                    

ჩემი სახელია კიმ იუნჰი ვარ 17 წლის...
შესავალი:
ყველაფერი უფერულია ჩემს ცხოვრებაში ყალბი მეგობრების გარემოცვაში ვარ და არ ვიცი როგორ დავაღწიო თავი ამ ყველაფერს...

ამ ფიქრებში გართული ვწევარ ლოგინში და ჭერს შევყურებ რა დროსაც დედაჩემის ხმას მოვყავარ აზრზე
-შვილო ადექი სკოლაში დაგაგვიანდება
-ახხ ჯანდაბა ეს სკოლაა
მობეზრებით ჩავილაპარაკე წამოვხტი საწოლიდან და ჩემი ოთახი შევათვალიერე გავიარ გამოვიარე და ფიქრი დავიწყე: იქნებ დღეს ოთახის გაფორმებაზე გამომეყო დრო? ჰმმ რა სისულელეებს ვფიქრობ ახა მაგის დრო მაქვს ჩავიბურდღულე და ჩემს კარადას მივუდექი დღეისთვის სპორტი მქონდა მაგრამ რატომღაც კაბის ჩაცმა გადავწყვიტე შემოდგომა იყო 2024 წლის 7 ნოემბერი ცოტა ციოდა მაგრამ მაინც არ შევიცვალე გადაწყვეტილება და კაბის არჩევა დავიწყე მოკლე შავი წელსქვემო კაბა ავარჩიე და ზემოდან გრძელი მაისური რომელიც კაბას ფარავდა კოლგოტკი და მაღალი ჩექმები ჩავიცვი დავდექი სარკესთან და თვით კმაყოფილი სახით ვუყურებდი ჩემს თავს მერე კი გამახსენდა რომ თმებიც და წიგნებიც მოსაწესრიგებელი მქონდა ჩქარა შევუდექი საქმეს როცა მოვჩი მზადებას კიბეებზე ჩავირბინე დედას საუზმე გაემზადებინა მაგრამ როგორც ყოველთვის ვერ მოვასწრებდი ჭამას გაპარვას ვცდილობდი ნელ ნელა მივაბიჯებდი რომ ფეხის ხმა არ გაეგო დედას მაგრამ მისმა ტკბილმა ხმამ შემაჩერა
-ისევ მიიპარები შენი ჭკუით
ირონიულად ჩამეღიმა შევბრუნდი და ვუპასუხე
-ბოდიში დედა მაგვიანდება
ის მომიახლოვდა და ჩამეხუტა
-დედას არ დაემშვიდობები?
მეც შემოვხვიე ხელები და ძლიერად ჩავეხუტე
-კაი კაი დე წავედი თორემ მაგვიანდება მიყვარხარ დეე
ხელები გავუშვი და კარებისკენ გავიქეცი გავედი თუ არა მოწყვეტით გავიქეცი რომ არ დამეგვიანებინა მოკლე ქუჩით გავედი და როგორც იქნა მივედი კიბეებზე მთელი სისწრაფით ავირბინე და კლასში შევაბიჯე თუ არა ფეხი ზარი დაირეკა შვებით ამოვისუნთქე დავჯექი ჩემს ადგილას მასწავლებელი შემოვიდა და ვიღაც უცხო ბიჭიც შემოყვა არც კი მივაქციე ყურადღება ისე ჩავყავი თავი წიგნში მასწავლებელმა გამოაცხადა
-ბავშვებო ახალი მოსწავლე გყავთ გაიცანით მინ იუნგი
ამის გაგონებაზე გამიკვირდა მე ახალი მოსწავლე არ ვართქო მაგრამ მერე გავიაზრე რომ მას ჩემი მსგავსი სახელი ჰქონდა თავი ავწიე დაფასთან მდგომი უცნობი ბიჭი შევათვალიერე ცოტათი მესიმპათიურა მაგრამ ისევ მობეზრებით ჩავყავი თავი წიგნში
-კიმ იუნჰი
ჩემი სახელი რომ გავიგე თავი ამოვყავი და წამოვდექი
-გისმენთ მას
-იუნგი შენთან ერთად დაჯდება!
იქეთ აქეთ მიმოვიხედე კლასში გოგოები კი კვდებოდნენ შურისგან რომ ჩემთან დასვა მასწავლებელმა
მოვიდა იუნგი სკამი გამოწია და მიუჯდა მერხს ის გაკვეთილი მისკენ არც კი გამიხედავს ზარი გამოვიდა ის ისევ იჯდა მე წიგნი ჩავდევი ჩანთაში და თავი ჩავღუნე თვალები მიხუჭული მქონდა მხარზე შეხება ვიგრძენი თვალები გავახილე და სასწრაფოთ ავწიე თავი რომ გამეგო რა ხდებოდა ავიხედე და დავინახე იუნგის მომღიმარი სახე როგორ გადმომყურებდა

გაგრძელება იქნება შემდეგ თავში....

წითელი ალმასიWhere stories live. Discover now