გამარჯობა ჩემო ძვირფასო დღიურო! ჩემი სახელი და გვარია ანასტასია (ტასო) მაჭარაშვილი.ვარ 15 წლის. ვცხოვრობ დედასთან ერთად. ცვალებადი ხასიათი მაქვს და არც ისე პოპულარული ვარ სკოლაში. ძალიან მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ხატვა და ეზოში თამაში. ქართულ ცეკვაზე დავდივარ კიდეც და შეყვარებულიც ვარ... რატომღაც იმ ბიჭს ჩემმა მეგობრებმა "პინგვინი" შეარქვეს და მეც მომეწონა. ის 18 წლისაა და დემეტრე (დემე) ქვია, ძალიან მაგრად ცეკვავს მაგრამ არამგონია ჩემდამი რამეს გრძნობდეს...ის ჩემი მეწყვილეა ცეკვაში. დღეს ცეკვაზე მოწყენილი ვიყავი, დემემ მკითხა:
-რა გჭირს? რატომ ხარ მოწყენილი?
-ამ. .. არაფერი... უბრალოდ ფეხი მტკივა-უცებ მოვიმიზეზე.-ყურადღება არ მომაქციო...
ცოტა ხანში ჩემმა მეგობარმა ბაბიმ გამაღიმა როცა აჭარულის საკონცერტო გავდიოდით ... დემე ჩემს უკან იდგა და მითხრა:ლამაზი ღიმილი გაქვს!
მე გამეცინა რადგან არ ვიცოდი ხუმრობდა თუ არა და თან კომპლიმენტებს მიჩვეული არ ვარ.
-არა მართლა გეუბნები...
....... არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომ კიდევ ერთხელ გავუღიმე და ბაბის შევუტრიალდი. ცეკვა რომ დამთავრდა 8-9 ბავშვს ერთი გზა გვქონდა გასავლელი მათ შორის მე, ბაბის და დემეტრესაც. ამიტომ ყველა ერთად მივტასაობდით. უცებ დემე კინაღამ თავისი კორპუსის შესახვევს გასცდა. ამიტომ ყველას დაემშვიდობა ჩემს გარდა და ჩემკენ წამოვიდა. მე მიჩვეული ვარ ჩემი ასაკის ბიჭებისგან მხარის გაკვრით "დაჩაგვრას" ამიტომ გავჩერდი რადგან გვერდის გაკვრისას წონასწორობა არ დამეკარგა და არ "ავჩეხილიყავი". მაგრამ დემემ ჩვეულებრივად ჩამიარა. შვებით ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი რომ დემე შემოტრიალდა და უკნიდან ჩამეხუტა. შოკში ვიყავი. ასეთი რამ პირველად დამემართა... უმწეოდ ავფართხალდი და თავის დაღწევას შევეცადე. როცა დემემ გამათავისუფლა შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით სახლში ავიდა. მე თვალი გავაყოლე... ჯერ კიდევ შოკში ვიყავი... რამდენიმე წამიანი პაუზის მერე მივხვდი რომ ყველა გაჩერებულიყო და ჩვენ - უკვე მე მიყურებდა. გავწითლდი და ვთქვი:ეს ბიჭი ვერ არის ხო?! ყველა მე მიყურებდა და თან ეშმაკურად იცინოდნენ.
YOU ARE READING
ჩემი დღიური
Randomჩანაწერები 16 წლის გოგოს დღიურიდან. თუ დაგაინტერესათ მეტის თქმა არ დამჭირდება. ^_^