ნაწილი 2

50 2 0
                                    

ხელოუ დღეს ძალიან ცოტა რამ დამამახსოვრდა :/ მხოლოდ ის მახსოვს რაც ცეკვაზე მოხდა... (მხოლოდ მნიშვნელოვანი რაღაცეები მამახსოვრდება რისთვისაც ჩემს დღიურში ადგილის დათმობა შეიძლება☺)
დღეს როცა ცეკვაზე აჭარულის ვიმეორებდით, მასწ-მა კონცერტისთვის ქუდები დაგვიტოვა. ბეეეევრი სელფი გადავიღეთ მე და ბაბიმ. უცებ დემეს სასაცილო ფოტო გადავიღე. ნუ რა თქმა უნდა როგორც ყველა, დემეტრემაც ფოტოს ჩვენებისთანავე წაშლა მომთხოვა, ნუ მეც ტრადიციულად უარი ვუთხარი და ენაგამოყოფილმა ტელეფონი ჩავიხუტე. დემე ისე წამოვიდა ჩემკენ რომ შეშინებულმა ტელე. უფრო ჩავბღუჯე. მაგრამ მას ჩემთვის თითიც არ დაუკარებია. უბრალოდ როგორც ჩვევია ზურგსუკან ამომიდგა, თითქმის ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა:ფოტო წაშალე და ხვალ უკეთესი გადავიღოთ. ოღონდ ტელეფონის დატენვა და წამოღება არ დაგავიწყდეს.
-კარგი...-ხელები ავწიე და ფოტო მის თვალწინ წავშალე. ის კმაყოფილი წავიდა. ეგონა მისმა ხრიკმა გაამართლა.თუმცა ის გამორჩა რომ მეც ძალიან მიყვარს ხრიკები და ეშმაკობები ☺ (ფოტოს ასლი სხვა ფაილში შევინახე)

ჩემი დღიურიWhere stories live. Discover now