დღეს ჩვენი ანსამბლი ფესტივალზე წავედით. 30 გამომსვლელ ანსამბლში შევდიოდით. თბილისიდან დილას 8 საათზე გავედით. 3 საათზე მეტი უნდა გვემგზავრა. დედასთან ვიჯექი და ძალიან მოწყენილი ვიყავი, ამიტომ ადგილის შეცვლა მინდოდა. ამ დროს ილიაც ადგა და წინ გადავიდა.მეც დრო ვიხელთე და მის ადგილზე დავსკუპდი. მარცხნივ გავიხედე და დემეტრე შემრჩა ხელში. ნაუშნიკები ეკეთა და ფანჯარაში იყურებოდა. მე სკამზე გვერდულად დავჯექი, შევეცადე დემესთვის ზურგი შემექცია და დავიწყე ლაპარაკი. დემეც მოწყენილი იყო, მაგრამ ჩემკენ გამოიხედა თუ არა გამოცოცხლდა და ხუმრობა დაიწყო. მერე დემემ სიმღერა დაიწყო, მე ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა, თავი ვერ შევიკავე და ავყევი. შემდეგ მარტო მე დავიწყე სიმღერა, ყველა უხერულად მომაშტერდა. მეც ვერ ვიცანი საკუთარი ხმა. ჩვეულებრივად უფრო ნაზი და ხავერდოვანი მქონდა რაც მეუცხოვა. ბაბიმ მითხრა რომ კარგი ხმა მქონდა და დემესთან ერთად ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. დემემ ერთი თამაში მოიფიქრა ნამიოკობანას მსგავსი ოღონდ :შენი ტელეფონი უნდა დაგეკავა ისე რომ ეკრანისთვის რომელშიც ეწერებოდა ვინმეს ან რამეს სახელი და ის უნდა დაგეხასიათებინა. დემემ კი ერთ-ერთ ტელეფონში დაწერა MAWARASHVILI <3 მე ყურადღება არ მივაქციე, თითქოს ვერც დავინახე.
კონცერტი ძალიან მომეწონა. სცენაზე დემე ჩემს უკან იდგა და მამხნევებდა, რადგან ეს ჩემი პირველი კონცერტი იყო. როცა უკან ვბრუნდებოდით, დემემ მთელ ავტობუსში შუქი ჩააქრო და საშიში ამბების მოყოლა დაიწყო. მე და ბაბის ისე შეგვეშინდა, რომ ფეხები სკამზე ამოვილაგეთ და მუხლებზე ხელები დავიდეთ. ძალიან სიბნელე არ ყოფილა მაგრამ დემეს სახეს გარდა წესიერად ვერავის ვხედავდი. ისიც თითქოს იგივე დღეში იყო და მოყოლის დროს მხოლოდ მე მიყურებდა, თითქოს მარტო მე მელაპარაკებოდა. ჩვენ შორის პატარა მაგიდა იდგა. მე ხელები იქ დავაწყვე და დემეტრეც ამბის მოყოლის დროს მსუბუქად "მეფერებოდასავით".ყოველ შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ერთი ამბის მოყოლისას დემემ უკუსვლა დაიწყო:10 მეტრი აშორებდა საშიშ გოგონას კაცისგან... 9...8...7...6...5...4...3...2...1...უცებ სინათლე აანთო და დაიყვირა. ყველამ ვიკივლეთ, ძალიან შეგვეშინდა. მაგრამ მალევე გავიცინეთ და დემემ განაგრძო მოყოლა.როცა ისევ უკუთვლა დაიწყო, მე და ბაბიმ შიშისგან ყურებზე ხელი ავიფარეთ და თვალები დავიდეთ. მაგრამ ამის მიუხედავად გიორგიმ უკნიდან ხელის დადებით შეგვაშინა. როცა თბილისში დავბრუნდით, დავიწყე LOVE QUIZES გამოყენება. ყველა ქუიზმა მიჩვენა რომ დემეს ვუყვარვარ. მაგრამ არამგონია სიმართლე იყოს... :/
YOU ARE READING
ჩემი დღიური
Randomჩანაწერები 16 წლის გოგოს დღიურიდან. თუ დაგაინტერესათ მეტის თქმა არ დამჭირდება. ^_^