Evelyn's P.O.V

239 10 0
                                    

რაღაცის გამაყრუებელ წრიპინს გონს მოვყავარ.
თვალებს ნელნელა ვახელ, ირგვლივ მხოლოდ სითეთრეა, ვცდილობ წამოვჯდე მაგრამ ჩემს ვენებში შემავალი ათასობით მილი ამაში ხელს ნამდვილად არ მიწყობს.
ირგვლივ ვიხედები "პალატაში ვარ" ვამბობ გონებაში და გუშინ მომხდარს ვიხსენებ, თვალები ცრემლით მევსება და ხელებს ვმუშტავ. "მის გამო არ იტირო ეველინ, შენ ძლიერი ხარ!" მეუბნება ჩემი მეორე მე, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მამხნევებს.
ფიქრების კარების გაღების ხმა მაწყვეტინებს, საიდანაც უსიმპატიურესი შოკოლადის ბიჭი შემოდის. ის მაღალი და დაკუნთულია. ყავისფერი ღრმა თვალებით და ასევე ყავისფერი თმით.
-გამარჯობა
ამბობს ბოხი ხმით და საოცრად მიღიმის.
-ექიმს არ გავხარ.
ვამბობ გულუბრყვილოთ რაც მის ჩაციმებას იწვევს.
-მე ლიამი ვარ, ლიამ პეინი.
-სასიამოვნოა ლიამ, მე ეველინი ვარ. აქ როგორ მოვხვდი?
ლიამის ღიმილს რაღაც სხვა ემოცია ცვლის რასაც ვერ ვგებულობ.
-გუშინ ღამით სახლში ვბრუნდებოდი, როცა ქუჩაში უგონოდ დაგდებული გიპოვე.
ჩუმდება და მიყურებს.
მე კი ისევ მოგონებებში ვიძირები და ლუის ნაბიჭვრულ საქციელზე ვბრაზობ.
-აქედან როდის გამიშვებენ?
ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები და ხელებს ვისრეს.
-ზუსტად მაგიტომ შემოვედი, სახლში მიმყავხარ.
მიღიმის
-ამ ლიამ შემიძლია ჩემით წავიდე, მართლა არ მინდა შეგაწუხო ისედაც საკმარისი გააკეთე.
ვამბობ და უხერხულად ვიშმუშნები.
-ბლა, ბლა, ბლა, გარეთ დაგელოდები ჩაიცვი.
სიცილით ამბობს და პალატიდან გადის.
მის ბავშვირობაზე მეცინება, სწრაფად ვიცმევ და პალატიდან გავდივარ.
-წავედით? მეკითხება ის რაზეც უბრალოდ თავს ვუქნევ.
ლიამი მანქანის კარს აღებს და უნდა ჩავჯდე როცა ნაცნობი ხმა მთელს ორგანიზმში მივლის და პარალიზებულს მხდის.
-ლინა, დამელოდე.
ყვირის ლუი.
-შემეშვი ლუი, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, მეზიზღები, შენი დანახვაც კი არ მინდა. ნაბიჭვარი ხარ რომელმაც ერთი ღამით ბოზზე გამცვალა. თუმცა ერთი ღამით კი? იქნებ მთელი ეს დრო სხვადასხვა ქალთან ჟიმაობდი და მე მაშინ გაგახსენდი როცა სხვა პარტნიორი ვერ ნახე კლუბში წასაყვანად? ოო არა ეს როგორ ვთქვი კარგად ერთობოდი გუშ...
სიტყვას ვერ ვასრულებ, ლოყა ამეწვა. დამარტყა ლუიმ დამარტყა. ვგრძნობ ცრემლებს ჩემს სახეზე.
-ნაბიჭვარო, მას ხელით როგორ შეეხე ავადმყოფს მითუმეტეს ქალს ხელი როგორ დაარტყი.
მესმის ლიამის ყვირილი.
-ეველინა მაპატიე პატარავ გთხოვ
ლუი ცდილობს სახეზე შემეხოს.
-არ მომეკარო, არასოდეს მომეკარო მეზიზღები მძულხარ. ვყვირი და ვგრძნობ თავბრუ როგორ მეხვევა, ამას ლიამიც ამჩნევს და მანქანაში სწრაფაფ მსვავს. მალე ისიც უჯდება საჭეს და ამ წყეულ ადგილს ვშორდებით.
-კარგად ხარ?
მეკითხება ის ნაღვლიანი ხმით.
მე უბრალოდ თავს ვუქნევ და სუსტად ვუღიმი.
-გინდა ჩემთან წაგიყვან ცოტახნით?
ისევ თავს ვუქნევ და თავს ფანჯარას ვადებ. ქუთუთოები მიმძიმდება და ვგრძნობ რომ ვიძინებ.
****
თვალებს ვახელ და ირგვლივ ვიხედები, საშუალო ზომის ოთახში ვარ, რომელიც ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. კედელზე სათამაშოები კიდია.
კუთხეში სათამაშო კარავის მსგავსი რაღაც დგას. ფანჯარასთან მაგიდაა რომელზეც ფერადი ფანქრების და საღებავების კომპლექტია რომლებიც ჩემი ბავშვობის პერიოდში გამოდიოდა არვიცი ახლაც თუ შეიძლება ესეთების ყიდვა. ოთახში კიდევ კარადაა სადაც ნახატებია გამოკრული რომლებიც ძალიან ძალიან მეცნობა. "საიდან უნდა გეცნობოდეს ეს ნახატები?!"
მეუბნება შინაგანი ხმა და ამ ფიქრებს ბნელ კუნჭულში ვმალავ.
აშკარაა აქ დიდი ხანია არავინ შემოსულა.
საწოლიდან ვდგები და ოთახიდან გავდივარ. ქვემოდან ძალიან გემრიელი სუნი ამოდია რასაც ჩემი მუცელი გრძნობს. კიბეებზე ჩავრბივარ და სამზარეულოში შევდივარ.
ლიამი გაზქურასთან წინსაფრით ტრიალებს და რაღაცეებს ღიღინებს. უნდა ვაღიარო არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს. აი ისეთი სხვა სამყაროში რომ გადაგისვრის.
-მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია.
ამბობს ის და ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ღიმილით ამატებს -ბლინები გაგიკეთე იმედია გიყვარს.
-ძალიან მიყვარს. ვეუბნები და მაგიდასთან ვჯდები.
ლიამი თეფშზე ბლინებს მიწყობს და წინ წვენთან ერთად მიდებს.
-გემრიელად მიირთვი
მეუბნება ღიმილით.
-მადლობ. მეც ვუღიმი და ჭამას ვიწყებ.
-ოუ ლიამ ძალიან გემრიელია.
მას სახე უჭარხლდება და იღიმის ამ დროს მისი თვალები სასაცილოდ იჭუტება და მინდა მაგრად მოვეხვიო!!!
-იმ ოთახში ბევრი ნახატია.
ლიამი ჩემს ამ ნათქვამზე კრთება აშკარად არ ელოდა ამას თუ ვკითხავდი რაც ძალიან მაკვირვებს.
-იციი ამმ... იწყებს ბლუყუნს და ხელს თმებში ნერვიულად იცურებს. -მე მყავდა და რომელიც ახლა ალბათ დაახლოებით 19 წლის იქნება. ის სულ რაღაც 3 წლის იყო როცა მოიტაცეს. ჩემი მშობლები მის ძებნას შეეწირა მამაჩემმა სიკვდილის წინ მთხოვა რადაც არ უნდა დამჯდომოდა მეპოვნა ის. მამაჩემს დიდი ბიზნესი ქონდა და საუკეთესო იყო მთელს ინგლისსში მაგრამ ცუდ ხალხს ენდო, ბევრი ვალი დაუგროვდა რაც ვერ გადაიხადა და იმ ნაბიჭვრებმა ჩემი მშობლები მოკლეს, მაშინ მე და ჩემი და ბებიასთან ვიყავით ავსტრალიაში. ერთ ღამეს საშინელმა ყვირილმა გამაღვიძა, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და დავინაცე ბებიას უსიცოცხლო სხეული, რომელიც სისხლში ცურავდა ჩემი და კი არსად ჩანდა. კარებთან წერილი ეგდო სადაც წერდნენ რომ მამაჩემის ვალი ჩემი დით გაბათილდა.
ლიამის მონაყოლს ვერ ვიჯერებდი ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა მას სახე ტკივილისგან შეეჭმუხნა და წვენის ჭიქას ათამაშებდა. სწრაფად მივედი და ლიამს მთელი ძალით მოვხვიე.
-მე ის ვერ დავიცავი ეველინ ვერ დავიცავი.
ამოიჩურჩულა მან და ხელები მომხვია.
-ჩუ, შენი ბრალი არაა შენ კარგი ხარ მას იპოვი აი ნახავ იპოვი.
ლიამმა შუბლზე მაკოცე და ჩამიხუტა. ასე ვიყავით სანამ კარზე ზარი არ დარეკეს.
ორივე იქითკენ გავემართეთ. ლიამმა კარები გააღო, კართან შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი საშუალო ასაკის მამაკაცი იდგა რომელიც თავის ქეისში რაღაცას გამალებით ეძებდა.
-გამარჯობათ მისტერ პეინ.
ლიამს ისე მიესალმა არც შეუხედავს.
ლიამმა უბრალოდ ჩაიცინა
-ეს ენდრიუა ჩემი აგენტი რომელიც ჩემი დის მოძებნაში მეხმარება. ამიხსნა ლიამმა.
ენდრიუმ ამოგვხედა, ჩემს დანახვაზე ქეისი გაუვარდა სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა
-ღმერთო ჩემო, თქვა მან.
ის არის. წამოიყვირა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა.....

only sex (louis tomlinson fanfiction)Where stories live. Discover now