თავი 1

1.5K 60 7
                                    

სახლში ყველა გართული იყო თავისი საქმით და სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ.ხვალ შობის დღეს დიდი სტუმრიანობა იქნებოდა მათ სახლში.ერთადერთი ვისაც ეს სტუმრიანობა დიდად არ ადარდებდა მარიამი იყო.მისი ოჯახი ყველანაირად ცდილობდა მომავალ ნათესავებთან არ შერცხვენილიყვნენ.მარიამი სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და იმის მაგივრად დახმარებოდა საქმეებში ნერვებს უშლიდა დედას.
-მარიამ ეგ თხილი ნამცხვრისთვის მინდა სულ ნუ გადაჭამე-ხელზე ხელი დაარტყა კიდევ ერთი თხილის გაფრცქვნისას.
-კარგი რა დედა იმდენია მეც მეყოფა და ნამცხვარსაც-მაინც ამოიღო თხილი და დედამისის ბრაზიანი სახეც დაიმსახურა.
-შენ გირჩევნია ოთახში შეხვიდე და მოემზადო მალე სანდრო მოვა-თხილიანი თეფში ააცალა და მეორე მხარეს გადადგა.
-დღეს? აბა ხვალო? -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-ხვალ მშობლებთან ერთად მოვა და დავილაპარაკებთ.დღეს კი შენთან მოდის გაისეირნებთ იქნებ საერთო ენა გამონახოთ მაინც სულ მალე მისი ცოლი გახდები.
-საერთო ენა -გაიმეორა მანაც- ამდენი ხანი თუ ვერ გამოვნახე საერთო ენა მაინც და მაინც დღეს გამოვნახავ?
-არ მესმის რატომ არ მოგწონს მშვენიერი ბიჭია უყვარხარ.პატივს გცემს მშვენიერი ოჯახიდანაა.-მის ნათქვამზე მარი თვალებს ატრიალებდა.
-ისევ ერთი და იგივე.ბლა ბლა ბლა...-ფეხზე წამოდგა-ასე თუ გეჩქარებათ ჩემი გათხოვება სხვა რა გზა მაქვს.
-თუ არ გინდოდა მაშინ რატო დათანხმდი?დაგაძალეთ? შენ ვითონაც მიხვდი, რომ უაზროდ ოცნებობდი და ამიტომ დაგვთანხმდი.-დედას უსმენდა თუმცა ბოლოს ნერვები აეწეწა და სამზარეულოდან გასვლისას კარები გაიჯახუნა.გასვლისას კი მიაძახა.
-დავთანხმდი,რომ ჩემთვის საქმროს ძებნა შეგეწყვიტათ.-გაბრაზებული გასვლისას თავის დას დაეჯახა.-გამატარე თუ ძმა ხარ.
-რა გჭირს?-შეშფოთებული უყურებდა მიმავალს. მარიამი ოთახში შევიდა ჯერ ლოგინზე ზურგით მოწყვეტით დაეცა და ჭერს უყურებდა დიდხანს შემდეგ კი ადგა ჩვეულებრივად ყველაზე უბრალოდ ჩაიცვა.მაისური, კომბინიზონი,კეტები და გრძელი თბილი მოსაცმელი.მიუხედავად ცივი იანვარისა გარეთ არც თოვლი იყო და არც წვიმდა.ერთი ცივი დღე იყო წვიმის,ქარის და თოვლის გარეშე.ცოტახანში კარებზე კაკუნი მოესმა.
-მარიამ -შემოაღო თაკომ კარები და დას გვერდით დაუჯდა.-ყველა იმას გეუბნება,რომ კარგი ადამიანია და ასეცა,მაგრამ ვხვდები რასაც გრძნობ.სხვას ვერ გაუხსნი გულს,როცა იქ უკვე სხვაა.-მარიმ თავი მის მხარზე დადო და ამოისუნთქა.-ახლა კი გავიდეთ მოვიდა.დედას ყვავილების დიდი თაიგული მოართვა.ახლა კი მამასთან ერთად მისაღებშია
-ჯელტმენი -ირონიულად ჩილაპარაკა მარიმ. ამაზე ორივეს გაეღიმა და მისაღებში გავიდნენ.
შუახნის კაცი ღიმილით შეყურებდა და მხარზე მხიარულად ურტყავდა ხელს.მათ ნელ-ნელა მიუახლოვდნენ.კაცმა შენიშნა შვილები და ყურადღება მათზე გადაიტანა.
-აი ჩემი მარიამიც მოვიდა. -სანდრომაც მასზე გადაიტანა ყურადღება და გაბრწყინებული თვალებით შეხედა.-შვილო ჯერ არ მომზადებულხარ?სანდრო შენს წასაყვანად მოვიდა-კაცს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული სანდრომ გააწყვეტინა.
-მშვენივრად გამოიყურები-მის ნათქვამზე კაცს სიცილი აუტყდა.
-შეყვარებული კაცისთვის მისი სატრფო ყოველთვის კარგად გამოიყურება.-მარი მათ ნათქვამზე უმნიშნელოდ იღიმებოდა.გულის სიღრმეში კი მამამისი და საერთოდ მთელი ოჯახის გაგლეჯვა უნდოდა ასე ძაან,რომ მოსწონდათ. -შეგიძლია წახვიდეთ შვილებო აღარ დაგაკავებთ.-სანდრომ გოგონას გზა დაუთმო და გასასველისკენ წავიდნენ.სადარბაზოსთან მისი მანქანა ეყენა.მანქანის კარები გაუღო და მძღოლის გვერდით დასვა.შემდეგ თვითონ დაჯდა თავის ადგილას.გოგონას გადახედა, რომელსაც ღვედი არ ეკეთა და მისკენ გადაიწია.თან მასთან ახლოს ყოფნის შანსი არ გაუშვა ხელიდან.
-როგორმე მე თვითონ გავიკეთებ-გვერდით მიბრუნდა და ღვედი გადმოსწია.ბიჭი უხერხულად გაიწია უკან და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
ყველანაირად ცდილობდა ლაპარაკში აეყოლიებინა მარიამი.ოდნავ გაეხალისებინა.უკვე სამი თვე იყო რაც იცნობდნენ ერთმანეთს. პირველივე დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა,როდესაც შემთხვევით მარიამის დეიდის დაბადების დღეზე აღმოჩნდა.ეს შეხვედრა უკვე ალბათ მიხვდით,რომ მოწყობილი იყო,როგორმე გაეცნო სანდროს მარიამი.იქ ორივე ისე მივიდა არც იცოდნენ მშობლების გეგმების შესახებ.თუმცა ასე ვთქვათ მათ ათიანში მოარტყეს და სანდროს მარიამი მოეწონა.თავიდან მარიამიც კარგად იყო განწყობილი მის მიმართ,სანამ მთავარს გაიგებდა.მათი გაცნობიდან ორი დღის შემდეგ მარიამმა სამზარეულოში ლაპარაკს ყური მოკრა,რომ თურმე გეგმამ გაამართლა.ამის შემდეგ სანდროს მიმართ გაცივდა.თუმცა მის სიცვეს მოთმინებით იტანდა სანდრო და იცდიდა.
ცოტახანი კაფეში დაყვეს,შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნეს. ბიჭი ცდილობდა ხელზე ხელი მოეკიდა,თუმცა მოხერხებულად იძვრენდა გოგონა თავს.სეირნობით დაღლილები ისევ მანქანასთან დაბრუნდნენ.იქვე ახალგაზრდა წყვილი მოაბიჯებდა ხელიხელ ჩაკიდებული მათ წინ კი პატარა გოგონა მოკუნტრუშებდა.მშობლებისგან ოდნავ შორს იყო,ფეხი ქვას წამოკრა და წაიქცა. მის ტირილზე მარიამი სწრაფად მასთან გაჩნდა,სანდროც მას მიყვა.მშობლებმაც შენიშნე და მათკენ გამოემართნენ.მარიმ წამოაყენა მუხლები დაუფერთხა და თვალები შეუმშრალა.
-შენნაირ ლამაზ გოგოს ტირილი არ უხდება.-გაუღიმა და თან პატარას ცხვირს წაეთამაშა.მანაც ტირილი შეწყვიტა და ნამტირალევი თვალებით შეხედა,სახეზე კი ღიმილი გამოხატვოდა.
-ჩემო პატარა ძალიან გტკივა? -მასთან დედა მოვარდა.-მადლობა -მადლიერი მზრით შეხედა მათ, მისი შვილისთვის ყურადღების მიქცევისათვის.მალე იქაურობას მოშორდნენ.კაცმა თავისი პატარა ხელში აიყვანა. პატარა გოგონა დამშვიდობებისას ხელს უქნევდა მარის,ესეც ასევე მხიარუად უქნევდა ხელს და თან იღიმოდა.
-შეგიძლია სულ ასეთი ბედნიერი სახე გქონდეს?-ბავშვიდან მზერა სანდროზე გადაიტანა,რომელიც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა.ცოტა არ იყოს და სცხვენოდა ამ ადამიანის.მას უყვარდა და იმის მაგივრად იგივე გრძნობით ეპასუხა პირიქით ცივი იყო მის მიმართ.სანდრო ნელ-ნელა მისკენ წამოვიდა,ლოყაზე ხელები მოკიდა და საკოცნელად გაიწია . გოგონა მისი საქციელით შეშფოთდა და თავი უკან გაწია.
-რას აკეთებ? ამის უფლებას არ გაძლევ-გაბრაზებული საყვედურობდა.
-თუ არ მოგწონვარ,მაშინ რატომ დათანხმდი ჩვენს დაქორწინებას? მე ხომ ყველანაირად ვცდილობ.
-კარგი მაშინ ხვალ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის არც არაფერი იყო და არც იქნება ყველასთან ერთად გამოვაცხადებ.-შებრუნებას აპირებდა ხელში ჩაჭიდება იგრძნო და ბიჭმა ისევ მისკენ შემოატრიალა.
-არა მე მჭირდები.ვერ გაგიშვებ.არ შემიძლია.მირჩევნია ისევ ავიტანო შენი სიცივე ოღონდ ჩემს გვერდით იყავი.-ხედავდა მის თვალებში რამდენად წრფელი იყო მისი ეს მზერა და სიტყვები.-დამპირდი,რომ ჩემს გვერდით იქნები.დამპირდი, რომ უარს არ იტყვი ხვალ.-მისი თვალებიდან წამოსულმა ტკივილმა დაადებინა მარის პირობა.
-გპირდები -უღიმღამოდ თქვა.მის თვალებში იყურებოდა, სირცხვილის და შეცოდების გრძნობები ერთმანეთში ირეოდა. სანდრომ გულში მიიკრა და მის თმაში შერგო თავი. ხელებს მაგრამ უჭერდა,ეშინოდა არ გაქცეოდა.მარიამაც მოხვია ოდნავ ხელი ყოყმანის შემდეგ.
****
მანქანაში ჩუმად ისხდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.
-აქ გამიჩერე-უცებ თქვა მარიმ.მანაც ტროტუართან შეაჩერა.
-სახლში არ მივდივართ?-მოუბრდა მას.
-ახლა გამახსენდა დღეს გოგოები მელოდებიან.შობას ერთად უნდა შევხვდეთ.-მწარედ იცრუა. უბრალო მარტო ყოფნა უნდოდა. ჰაერზე ესეირნა და ეფიქრა.გოგოები არ ელოდებოდნენ თუმცა დიდი სიყვარულით მიიღებდნენ,როცა გულს იჯერებდა სეირნობით.
-მიგიყვან-მანქანის დაქოქვას აპირებდა თუმცა მარიამი უკვე გადადიოდა.
- არა არ გინდა.მე თვითონ მივალ თან ჰაერზე მინდა მარტო გასეირნება, თან ხომ იცი აქვე არიან.-უმნიშვნელოდ გაუღიმა კარები მიხურა და მანქანას გაეცალა.იქ კი გაწბილებული სანდრო დატოვა.თუმცა იცოდა,რადგან მან პირობა მისცა აუცილებლად შეასრულებდა.მანქანა დაქოქა.ცოტახნის წინ მათი ჩახუტება გაახსენდა ჩაიღიმა და ადგილს მოწყდა.
****
მეგობრის კორპუსთან უკვე მესამედ ჩაიარა,ისე ვერც კი შეამჩნია.თორმეტს უკვე გადაცდა და შობა დადგა. კორპუსების ფანჯრებიდან ლამაზად მოელვარე სანთლის შუქები ელვარებდა.უცებ წვიმის წვეთები წამოვიდა.მალევე წვეთები შხაპუნა წვიმად იქცნენ.მარიამმა ახლოს მდებარე სადარბაზოს თავი შეაფარა და თმებს იფერთხავდა.ამავე მიმართულებით უცნობი მოდიოდა და თავისთვის ბურტყუნებდა.
-ნეტა სად ვარ? ამდენი როგორ დავლიეთ? ღმერთო თავი როგორ მტკივა.ეს წვიმაც რა დროს წამოვიდა.-აქეთ იქეთ მიმოიხედა.-რატომ არ მეცნობა ეს ადგილი?სანამ გადაიღებს სადმე შევაფარებ თავს.-ამ დროს თვალი მოკრა სადარბაზოში მყოფ გოგონას,რომელიც თმებს იფერთხავდა.-იქ შევეფარები თან ვიკითხავ სად ჯანდაბაში ვარ.-მისკენ გაიქცა.სადარბაზოს შეეფარა ისიც.გოგონას მისთვის ყურადღება არც მიუქცევია,მასავით წვიმას გამოქცეული შემოხიზნულისთვის.-უკაცრავად -მხარზე შეხება იგრძნო მარიმ.შეხებაზე მეტად ის გაუკვირდა თუ რა ენაზე უთხრეს,ენაზე უფრო კიდევ იმ ხმამ გააკვირვა,რომელიც ახლა მის ყურებს მოესმა.-ხომ ვერ მეტყვით ეს რა ადგილია?მგონი გუშინ ზედმეტი მომივიდა და არ მახსოვს აქ როგორ მოვედი.-მარიამმა თავი ნელა ასწია და სანთლების შუქით მოელვარე სახეს შეხედა.რომელიც გაკვირვებული, აკანკალებული და შეშინებული უყურებდა გოგონას.მარის მუხლები მოეკვეთა,თუმცა თავი შეიმაგრა.ბიჭმაც შეაშველა ხელები,რომ არ წაქცეულიყო.-ცუდად ხართ?თუ ჩემი ფანი ხართ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და იმედიც გაუჩნდა.თუ მისი ფანია შეიძლება სახლიდან არც ისე შორსაა.მაგრამ აქაურობა სულაც არ გავდა კორეას და ეს გოგო კი მითუმეტეს არ გავდა კორეელს.ამის გაანალიზებაზე აციმციმებული თვალები ჩაუქრა.
მარი თვალებს ვერ უჯერებდა.საერთოდ რა უნდოდა აქ ან როგორ აღმოჩნდა საქართველოში. ამბობდნენ, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება.და ახლა შობის ღამეს მანაც იხილა სასწაული,რომლის სიცხადესაც ვერაფრით იჯერებდა.

please be mine (სრულად)Where stories live. Discover now