თავი 10

451 37 1
                                    


  სანდრო მაგიდაზე ადგილს ვერ პოულობდა.ყოველ წამს საპირფარეშოსკენ იხედებოდა.როგორც იქნა დაინახა მისკენ მომავალი მარიამი.სახეზე ოდნავ აწითლებული ნერვიულად მოაბიჯებდა.თავის ადგილს დაუბრუნდა.სანდროსთვის თვალებში შეხედვის სცხვენოდა და თვალს არიდებდა.
-კარგად ხარ?-მაგიდაზე დადებულ მარიამის ხელს თავისი ხელი შეახო.
-მგონი ნაყინი ბევრი მომივიდა.ორი არ უნდა მეჭამა.-სწრაფად გამოაცხო ტყუილი რისიც კიდევ უფრო სცხვენოდა.-წავიდეთ აქედან.ჩვენს ნომერში მინდა.-გარეგნულად თითქოს დაწყნარდა თუმცა გული საშინლად სწრაფად უცემდა.
-კარგი ახლავე წავიდეთ-ანგარიში მოითხოვა.შესაბამისი თანხა დატოვა და სწრაფად დატოვეს იქაურობა.
***
თავის ნომერში შესვლისას მარიამმა ეგრევე საძინებელს მიაშურა.
-რამე გჭირდება?-მიაძახა მიმავალს.
-არაფერი.დავწვები და მალე გამივლის.მაპატიე დღევანდელი დღე გავაფუჭე-სახე მოეღუშა და კიდევ უფრო იგრძნო თავი დამნაშავედ.
-მთავარია კარგად იყო-გაუღიმა და მისკენ გაემართა.მოღუშულ სახეზე ხელები მოკიდა ტუჩის კუთხეები გასწია თითქოს აცინებდა.-მხოლოდ გამიღიმე ხოლმე -ჩაიხუტა გოგონა,თუმცა საპასუხოდ აღარ მიუღია გოგონასგან ხელების შემოხვევა აღარ უგრძვნია.უკან გასწია შუბლზე აკოცა.-დაისვენე.მე გავალ და მალე მოვალ.-თავის დაქნევით დაეთანხმა.დაელოდა სანამ სანდრო გავიდოდა ნომრიდან თვითონ კი საძინებელში საწოლზე დაენარცხა.თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.თვალ წინ სააბაზანოს სცენა დაუდგა.უცნობის და მისი სიტყვები გონებაში ამოუტივტივდა,მაგრამ ყველა ფიქრი ერთიანად გადაფარა კოცნის გახსენებამ.სხეულში სასიამოვნო ჟრუანტლმა დაუარა გახსენებაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.ამის გაცნობიერება და საკუთარ თავზე გაბრაზება ერთი იყო.
-მისი ახლოს ყოფნა და გული საგულედან მივარდება.ასე რატომ სანდროზე არ მემართება.მან ის მოახერხა რაც სანდრომ ამ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო.-ამოიოხრა გოგონამ.-მარიამ გონს მოეგეე-შემოუძახა და სახეზე ხელები ჩამოისვა.
***
სეჰუნი თავის საწოლზე წამოწოლილიყო.მასაც თვალწინ ედგა ყველა მომენტი.ცალი ხელი თავქვეშ ამოედო,მეორე ხელით კისერზე ჩამოკიდებულ ყელსაბამს აწვალებდა და სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
-არ ვიცი რა ხდება შენს თავს, თუმცა შენ ისევ ჩემი ხარ-კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა,მაგრამ წამშივე გაუქრა სიცილი სანდროს,ბეჭედის და მათი კოცნის ჩაშლის გახსენებაზე.
***
სიბნელეში ორი სხეული მიხუტებულიყო ერთმანეთს.გრძნობდა,რომ ის გოგონა თვითონ იყო. გული გამალებით ცემდა.სხეულში ბედნიერების პეპლები დაფრინავდნენ.ამავე დროს სევდამ შეიპყრო. ყელიდან ყელსაბამი მოიხსნა და სიბნელეში ბიჭს ჩამოკიდა.სახეს ვერ ხედავდა თუმცა გრძნობდა,რომ მთელი არსებით უყვარდა.სხეულზე სიცივე იგრძნო მთელ სხეულზე ეკლებმა დააყარეს.თვალები სწაფად გაახილა.მზიანი ამინდი უცებ ქარმა და ღრუბელმა შეცვალა.ოთახში თეთრი ფარდა ფრიალებდა.მარიამის ყურადღება მიიპყრო.შემცივნებულ მკლავებზე ხელი მოისვა და ფანჯრის დასაკეტად გაემართა.უცნაური სიზმარი აღარც გახსენებია.ოთახი მოათვალიერა სანდრო ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული.შიმშილის გრძნობამ შეაწუხა.ტელეფონს დაწვდა და სანდროს სმსი მიწერა"სასტუმროს რესტორანში ვიქნები თუ მანამდე მოხვალ,სანამ ოთახში დავბრუნდები.საშინლად მშია." პასუხს არ დალოდებია ტელეფონი საწოლზე მიაგდო თხელი მოსაცმელი მოიცვა და ნომერი დატოვა.
შეკვეთილი საჭმელი მალე მოუტანეს და გემრიელად შეექცეოდა.მის წინ ვიღაცის სილუეტი დაჯდა და სახე ნელა ასწია მაღლა.
-ეს დათხვევა კი არა ბედია-კმაყოფილად უცინოდა ბიჭი.
-ისევ შენ-თვალები აატრიალა გოგონამ ჩანგალი თეფზე დააგდო და ადგომა დააპირა,მაგრამ წინ მჯდომმა შეაჩერა.
-მარიამ რატომ იქცევი ასე?-სერიოზული სახით შეჰყურებდა დაბნეულ გოგონას.
-სხვანაირად უნდა ვიქცეოდე?-მანაც სერიოზული სახით დაუბრუნა კითხვა.მისი თვალები უცებ წინ მჯდომის ყელზე გააპარა.ყელსაბამმა მიიპყო მისი ყურადღება წარბები ერთმანეთს გაუყარა.თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა,მაგრამ ვერ იხსენებდა.სეჰუნმა შენიშნა მისი მზერა ყელსაბამზე და ჩაიღიმა.მათ მაგიდას სანდრო მიუახლოვდა.
-მარიამ!-მისი სახელი ძალიან წყნარად წარმოთქვა.ყელსაბამიდან მზერა სანდროზე გადაიტანა.-თუ დაამთავრე წავიდეთ.-ისიც ინსტიქტირად წამოდგა ფეხზე.სანდრომ ხელი მოკიდა და თავისკენ გაქაჩა.სეჰუნიც სწრაფად წამოდგა ფეხზე და მეორე ხელზე თვითონ ჩაავლო ხელი.
-იქნებ აქვე გავარკვიოთ ყველაფერი-მკაცრად გაუყარა თვალი თვალში.
-ორივემ ხელი გამიშვით-მათი მარწუხებიდან თავი დაიხსნა.-და საერთოდ რა ხდება?-ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.სეჰუნი ამ კითხვამ დააბნია.სანდროს კი შიში აუფორიაქდა სხეულში.
-მარიამ გადი და გამოვალ ახლავე.-ისე უთხრა სეჰუნისთვის თვალი არ მოუშორებია.სანდროს ისეთი სახე ქონდა მარიამმა გასვლა ამჯობინა.ორივე მიატოვა და რესტორნიდან გავიდა.-მასთან ახლოს აღარ დაგინახო.
-შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო და რა არა.-ცინიკურად უყურებდა.სანდროს ყელში ამოასხა მისმა სიტყვებმა.მისკენ გაიწია და მაისურში ხელები ჩაავლო.
-გეტყვი იმიტომ,რომ ჩემი ცოლია.შენ მასზე უფლებები დაკარგე.მიატოვე მაშინ,როცა ასე ძალიან სჭირდებოდი.ერთხელ დაგითმე ამას მეორედ არ გავაკეთებ-კბილებში გამოსცრა სანდრომ.
-მე მეგონა,რომ ის...- ისევ ვერ შეძლო ამ სიტყვის წარმოთქმა.თვალები დახუჭა და ფიქრები გადააგდო თავიდან.
-გეგონა,რომ მოკვდა?-ირონიულად შეხედა და ჩაიცინა-მოკვდა და ისე წახვედი არც კი დაელოდე სავაადმყოფოში მის მიყვანას.სწორედ გეგონა იმ ავარიის დროს მართლაც მოკვდა მარი,რომელსაც შენ იცნობდი.ყველაფერი დაივიწყა რაც შენთან აკავშირებდა ახლა კი ჩემი ცოლია.ვუყვარვარ და ბედნიერები ვართ.შენი ადგილი ჩევნს ცხოვრებაში აღარაა.-ახლაღა შეუშვა მაისურზე ხელები და შებრუნდა.
-ეი...-შესძახა მიმავალს ისიც გაჩერდა და მისკენ შემობრუნდა.წამის მეასედში სახეზე წვა იგრძნო და ინერციით ძირს დაეცა.-სულაც არ ვფიქრობ,რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არაა.-ზემოდან დააყვირა წაქცეულს,რომელიც მალევე წამოდგა და პასუხის დაბრუნებას უპირებდა,თუმცა სასტუმროს დაცვამ ორივე გააკავა და რესტორნიდან გაიყვანეს.
***
მარიამი თავის ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა.გონება მთლად არეული ქონდა.ერთ მხარეს იყო ქმარი,რომლის მიმართაც არაფერს გრძნობდა და მეორე მხარეს უცნობი,რომელიც გრძნობების კორიანტელს უყენებდა სხეულში.ოთახში სანდრო შემოვიდა და გახეთქილ ტუჩზე ხელს იდებდა.
-შეგიძლია ამიხსნა რა ურთიერთობა მქონდა მასთან?-მისი გახეთქილი ტუჩით არც დაინტერესებულა.
-იქნებ ჯერ გეკითხა როგორ ვიყავი-მისი სიტყვებით განაწყენებული მისკენ გაემართა.-მას აღარ ნახავ!-მკაცრად გასცა ბრძანება თან თვალებში შეყურებდა.მარიამმა ცოტახანს უყურა სიბრაზისგან მოელვარე თვალებში.
-მართლა მიყვარდი,როცა ცოლად გამოგყევი?-მოულოდნელად დაუსვა კითხვა.სანდროს სხეულში ორმაგად დაუარა სიბრაზემ.თვალები დახუჭა და შეეცადა თავი მოეთოკა.
-მარიამ!მარიამ!მარიამ!-წამოიყვირა.ნომერი დატოვა და ბრაზმოკიდებულმა გაიჯახუნა კარები.გოგონა კი მოწყვეტით დაეცა დივანზე.  

please be mine (სრულად)Where stories live. Discover now