თავი 21 (დასასრული)

1K 57 9
                                    

  როგორც იქნა დადგა დღე, რომელიც ოცნებებში მილიონჯერ დაუხატავს.დღე,რომელიც ამდენი ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა დადგა.ვერც კი იჯერებდა,რომ ეს მის თავს ხდებოდა.პირველისგან განსხვავებით დღეს კაბა დიდი სიხარულით ჩაიცვა.თუმცა ცუდ მოგონებებს უღვიძებდა სარკეში მომზირალი თავისი გამოსახულება.ნერვიულობისგან ხელის გულები უოფლიანდებოდა და მოუსვენრად ცქმუტავდა.
-ნუ ნერვიულობ დამშვიდდი.- უკნიდან ხელები შემოხვია სოფიმ.
-ჯერ კიდევ სიზმარში მგონია ჩემი თავი-ისევ აათვალიერა საკუთარი გამოსახულება.
-გიბწკებდი,რო მიმხვდარიყავი ეს სიზმარი არაა,მაგრამ მერე შენი ქმარი მომკლავს-ოთახში სამივეს სიცილი აუტყდათ.
-ცუდ მოგონებებს მიღვიძებს ჩემი თავი ამ კაბაში-გაბუსხა ტუჩები გოგონამ.
-ამიტომ დღეს შევქმნით კარგ მოგონებებს.-გოგონები შემოეხვინენ მეგობარს და ლოყები დაუკოცნეს.ოთახში კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოვდივარ-სეჰუნმა კარების სახელური ჩამოსწია და შემოსვლა დააპირა.ხატია უცებ ეცა კარებს და გაღების საშუალებას არ აძლევდა.სოფი კი მარიამს გადაეფარა წინ.
-არ გაგიგია მაინც პატარაძალი წინასწარ არ უნდა ნახოო? -წარბები შეუკრა ხატიამ.
-კარგი არ შევხედავ.თვალებს დავხუჭავ და მიმიყვანე მასთან-ჩაეცინა კარებს ხელი უშვა და თვალები დახუჭა.ერთი ხელი ხელზე მოკიდა ხატიამ,მეორე კი თვალებზე ააფარა.
-არ გაახილო თვალები თორე მკვდარი ხარ-გასძახა მარიამზე აკრულმა სოფიმ.მთავარ გმირებს კი სიცილი აუტყდათ.მიახლოებულს გამოეცალა და კიდევ ერთხელ გააფრთხილეს თვალები არ გაეხილა.
-არ ვახელ.გავიგე-ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა თუმცა ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა.მარიამი მის ქცევას მომღიმარი შეჰყურებდა,როგორ ცდილობდა ხელის ცეცებით წიწ მდგარი პატარძლის მოძაბნას.როგორც იქნა მოიძია მისი სხეული.ორივე ხელი მხრებიდან ჯერ ყელზე გადაიტანა,შემდეგ კი ლოყებზე.მისი სახე ხელებში მოიქცია.გამაჯვებულის ღიმილი გადაეკრა სახეზე და ვარაუდით ტუჩებს დაწვდა.
-სანამ წავალ მინდოდა მენახე და მეკოცნა.დავრწმუნებულიყავი,რომ მართალია და ჩემი ხარ-ისევ გაუღიმა სახეზე მიკრულმა.
-ჯერ არაა შენი-სიცილი აუტყდათ გოგოებს.
-ახლა გადი.დროა წახვიდე.-ხელით უბიძგეს და კარებამდე მაცილეს სიძე.
-ჩვენც მზად ვართ.სანდრო მანქანას მოიყვანს და წავალთ.ჯერ ეს ვაჟბატონები წავლენ-ისევ მარის მიუბრუნდა სოფი.
-იმდენი საქმე მქონდა ვერც გკითხეთ,როგორ მოეწყვნენ ბიჭები? -ორივეს გადახედა გოგომ.
-ნუ გეშინია თავი საკუთარ სახლში გონიათ-ჩაეცინა ხატიას.
-ვაიმე ყველა ისეთი საყვარელია.განსაკუთრებით ჩემი კვატი-თვალები გაუბრწყინდა სოფის.მარიამსაც კმაყოფილად ჩაეღიმა.უნდოდა მათი ოცნებაც ისევე ასრულებულიყო როგორც მისი ოღონდ ტკივილის გარეშე.
***
ირგვლივს სიმწვანე იყო.უკან ლამაზად ჩანჩქერი ჩამოედინებოდა.ნაპირს კი თაღი გაეკეთებინათ,რომლის ქვეშაც მეფე-დედოფალი საქორწინო ფიცს დადებდნენ.რიტუალის წამყანის მაგიდამდე მისასველი ბილიკი ყვალილებით მოერთოთ.გვერდზე კი მოწვეული სტუმრები იდგნენ.სიძე ნერვიულად იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას და თვალს არ აშორებდა იმ ადგილს საიდანაც მარიამი უნდა გამოჩენილიყო თანმხლებით.ჰორიზონტზე ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი პერსონა გამოჩნდა პატარა კალათით ხელში.დეიდების დარიგებით დედას წინ უნდა გაძღოლოდა და იქედან ყვავილები ეყარა.ასეც მოიქცა მიყვებოდა მათ დარიგებას.უკან ფონზე კი მამაზე ჩაბღაუჭებული მარიამი გამოჩნდა.ყველა ტაშით შეეგება.სიძემ პირი დააღო გაოცებისგან.იმაზე მეტად ლამაზი იყო ვიდრე წარმოედგინა.თმებში ჩაწნილი გვირილები თეთრი ტანზე მომდგარი სადა კაბა,კიდეც უფრო უსვავდა ხაზს მის უბრალოებას და სისადავეს.ხარბად გადაყლაპა ნერწყვი სიძემ საკურთხეველთან და ჟინმომდგარმა განაგრძო მისი დედოფლის ყურება,რომელიც პატარა ქალბატონს უკან მოჰყვებოდა.თავიდან ყველა მითითება პირნათლად შეასრულა,თუმცა შუა გზაში კალათში მოგცეული ვარდის ფურცლები მთლიანად თავზე დაიყარა და სწრაფად გაიქცა ბებიისკენ,რომელიც წარბებ შეკრული შეჰყურებდა,მაგრამ მაინც შეძლო მისი გაცინება.ირგვლივ მყოფთაც გაეცინათ ცელქი პატარას საქციელზე.
სიმამარმა ქალიშვილი საკურთხეველთან მკაცრი მზერით ჩააბარა სიძეს.მისგან კი კმაყოფილი ღიმილი მიიღო.
-ულამაზესი ხარ!-გადაუჩურჩულა პატარაძალს.
-შენ კიდევ სიმპატიური-ჩაიცინა გოგონამ და საყვარლად ცხვირი აპრიხა.ახლა ჰანას გავდა,რომელიც პატარა ცხვირს საყვარლად ბზიკავდა ხოლმე.სეჰუნს დედა-შვილის ამ მსგავსებაზე ჩაეცინა.ორივე ცერემონიის წამყვანისკენ მიბრუდნენ.იგი ღიმილით შეჰყურებდა ახალგაზრდა წყვილს,რომელიც ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებდნენ.თავისი დაზეპირებული სიტყვები ღიმილით ჩაამთავრა და ორივეს ფიცი დაადებინა.სიძე ამ ტექსტს რამდენიმე დღე სწავლობდა,რომ შთაბეჭდილება მოეხდინა მეუღლეზე და ახლად შეძენილი ოჯახზე.
ფიცის შემდეგ ერთმანეთი კოცნით დააჯილდოვეს.პატარა კუდრაჭა მშობლებთან მიიჭრა და კმაყოფილებით მომზირალმა მათგან კოცნა მოიპარა.
****
თავის კაბინეტში თავიდან ფეხებამდე ქაღალდებში ჩაფლული ყურადღებით კითხულობდა საქმეს,რომელის მოსმენაც ორ დღეში იყო.კითხვა კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
-უკაცრავად ქალბატონო მარიამ-მდივანი მორიდებულად შემოვიდა ოთახში.
-რა მოხდა ჩია?-ქვევიდან ახედა შემოსულს.
-ჰანას სკოლიდან დარეკეს სასწრაფოდ გიბარებენ.-ნერვიულად ჩაამთავრა სათქმელი გოგონამ.მარიამი ფეხზე ნერვიულად წამოხტა არც კი უკითხავ რა მოხდა,ყველა საქმეს თავი მიანება ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელ მიაშურა.
-ჩია ჩოის საქმის ყველა საბუთი საღამოს სახლში მომიტანე-ნერვიულად გადმოხედა მდივანს მისგანაც დადებითი პასუხი მიიღო.შენობა დატოვა.მანქანა იმაზე სწრაფად მიყავდა ვიდრე ოდესმე.თავში ათასი სისულელე მოსდიოდა.ისე გამოიქცა სამსახურიდან არც კი უკითხავს რატომ იბარებდნენ.პირველი თავში მხოლოდ ნეგატიური აზრები მოდიოდა.ოც წუთში მანქანა სკოლის ეზოში შეასრიალა.მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და პირდაპირ ჰანას საკლასო ოთახს მიაშურა.კარების შეღებისას ჰანას მშვიდი სახის დანახვამ სიმშვიდე მოგვარა მთელ სხეულში.შვილს მივარდა და თვალიერება დაუწყო.სულ არ მიუქცევია იქ მყოფებისთვის ყურადღება.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა?-მზრუნველად და ნერვიულად ათვალიერებდა შვილს.
-ერთადერთი დაზარალებული აქ ჩემი შვილია-გაისმა მკაცრი ხმა კლასში.ახლაღა გახედა გვერდით მდგომ მასწავლებელს და ქალს,რომელსაც თავისი თმაგეწეწილი და ლოყებ აწითლებული შვილისთვის ხელი ჩაეკიდა და იხუტებდა.
-უკაცრავად ვერ გავიგე...რა მოხდა აქ?-მარიამი დაიბნა.
-თქვენი უზნეო შვილი ჩემს შვილს თავს დაესხა ნახეთ რას გავს.-ცოფებს ყრიდა ქალი.
-დაწყანრდით ქალბატონო ბავშვები არიან-მასწავლებელი მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ჰანა ეს რატომ გააკეთე?-მარიამს სახეზე სიბრაზე შეეპარა.
-მან მატყუარა მიწოდა და მითხრა,რომ მამა არ მყავს,რადგან სკოლაში სულ შენ დაგყავარ.-მარიამს შვილის სიტყვები გულზე მოხვდა. შვილის მიმართ გაბრაზებამ წამში გადაუარა და ახლა გაბრაზებული მზერა ჰანას მიერ აწითლებული ბავშვის აწითლებული მშობლისკენ გადაიტანა.
-უზნეო და თავხედი შვილი თქვენ გყავთ.ბავშვს სახლიდან ის გამოაქვს რასაც ხედავს და ესმის.ჩემზე ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილზე ჭორაობას გირჩევთ თქვენს ოჯახს მიხედოთ.-მარიამის სიტყვებმა კიდევ უფრო ააწითლა ქალი.შემდეგ შვილს მოუბრუნდა.-წავიდეთ ჰანა-ხელი ჩაკიდა და გასასველად მოემზადა.
-მაპატიეთ ქ. მარიამ სიტუაციის არსი არ ვიცოდი,რადგან ხმას არც ერთი იღებდა.-თავის მართლება დაიწყო მასწავლებელმა.-ახლა გავიგე და ბოდიშს გიხდით-შეწუხებული მზერით შეხედა მარიამის მკაცრ სახეს.
-რატომ უხდით ბოდიშს რა ჩემი შვილი ტყუის? განა ყავს მამა? როდის ერთხელ მოუყვანია სკოლაში-ქალმა გამწარებული თავისი შვილის დაცვა დაიწყო.მარიამმა ახლა მას ესროლა მკაცრი მზერა.
-ჰანას მამა დაკავებულია თავისი საქმეებით და ზოგზოგიერთების მამებივით სახლში კუნძივით არ დევს.-ქალი მის ნათქვამზე უხერხულად შეიშმუშნა.-თუ კიდევ გააგრძელებთ ამ ლაპარაკს სასამართლოში შეხვდებით პირად ცხოვრებაში გრძელი ცხვირის ჩაყოფის გამო-ცინიკური ღიმილით შეხედა ქალს,შვილს ხელი კარგად მოკიდა და იქაურობა დატოვა.
-მიუხედავად იმისა,რომ მართლი იყავი ასე არ უნდა მოქცეულიყავი-გზაში საყვედურობდა შვილს.
-უკეთ უნდა მეცემა-ჩაილაპარაკა დანანებით ჰანამ.
-ჰანა-ბრაზით გადმოხედა შვილს.-რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას ამბობს.მთავარია სიმართლე რაა...-ჰანა დედის დარიგებაზე უხერხულად იშმუშნებოდა.-ამას მეორედ აღარ გააკეთებ.-გადახედა შვილს და მისგანაც თანხმობა მიიღო.-რადგან შევთანხმდით შენი ძმა გამოვიყანოთ ბაღიდან.-სახეზე ბრაზი ღიმილმა შეცვალა.
***
სახლში მოსულს მალევე მოუტანეს სამსახურში დატოვებული საბუთები.თავისი ადგილი მიუჩინა და ვახშმის გასაკეთებლად სამზარეულოს მიაშურა.პატარა ბიჭი,რომელიც სიარულს ახლა სწავლობდა ჭოჭიალაში ჩააჯინა და მისი დახმარებით მთელ სახლს ხმაურით იკლებდა.ჰანა კი ძმას ეხმარებოდა სახლის არევაში.მარიამს მთელ სხეულში სიბრაზე უვლიდა არა მხოლოდ ჰანას საქციელის გამო მას არც ამტყუნებდა ჩადენილისთვის,პირიქით.ნერვების მოშლის მთავარი წყარო მისი ქმარი იყო,რომელიც გადაღებების გამო კვირაზე მეტი იყო არ ენახა.მთელ სხეული გაბრაზებამ მაშინ მოიცვა,როცა ინტერნეტში მისი სურათები ნახა მთავარი როლის შემსრულებელ გოგოსთან ერთად.საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.ახლაც კი თვალწინ დაუდგა სურათი და ლამის თითი მიაყოლა მოჭრილ მწვანილებს.სახლი კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა,როცა კარები გაიღო და გაისმა მხიარულად წარმოთქმული სიტყვები
-მამიკო სახლშია-შემოსულმა ხელები გაშალა და ჯერ ჰანას ჩაეხუტა,რომელიც მისკენ პირველი გაიქცა მერე ჯუნის,რომელიც ასევე ცდილობდა სოსკით პირში პატარ-პატარა ნაბიჟებით ღიმილიანი სახით და ნიკაპზე ლორწკით მამას შეგებებოდა.სეჰუნი მისკენ დაიხარა და ამოიყვანა ამ მოწყობილობიდან.გაბერილი ლოყები დაუკოცნა და ორივე შვილთან ერთად სამზარეულოს მიაშირა,საიდანაც წარბ შეკრული და თან ფარულად მომღიმარი ცოლი შეჰყურებდა.
მარიამმა ჯიუტად განაგრძო მწვანილების დაჭრა და მასთან მოახლოებულ ქმარს ყურადღება არ მიაქცია.სეჰუნი მიუახლოვდა მეუღლეს და კისერში მონატრებულს ცხელი კოცნა შეატოვა.
-შენ არ მოგენატრე?-ჩასჩურჩულა ყურთან.
-არაა-მკაცრად გასცა პასუხი,თუმცა მის მონატრებაში,სადაც იყო სული ამოხდებოდა.სეჰუნს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა მისი ყურადღება მთელს სხეულზე თბილმა სისველემ მიიპყრო.
-მამა ჯუნიმ მოგაფსა-ჩაიხითხითა ჰანამ.ამის გაგებაზე მარიამსაც სიცილი აუტყდა.
-ოხ შენ პატარა მაიმუნო-გახედა ხელებში სოსკიან პატარას,რომელსაც თვალები უბრწყინავდა და ხელში ხტოდა.
-წადი წყალი გადაივლე საჭმელი უკვე მზადა.ამას მე მივხედავ-მარიმ ბიჭუნა გამოართვა და პატარას ოთახისკენ გაემართა,თან პატარას აქებდა და ლოყებს უკოცნიდა.-დედას ბიჭი ხარ შენ ეგრე მოუხდება მამაშენს სხვებს,რო უციმციმებს თვალებს-პატარას მოციმციმე და მომღიმარ სახეზე კი ისევ გაეცინა,თან ოთახში შეიკარგნენ.
ვახშმის შემდეგ მარიამმა პატარები თავიან ოთახში შეიყვანა.რამდენიმე წუთში თავის ოთახს დაუბრუნდა, სადაც მეუღლე მოუთმენლად ელოდებოდა.თუმცა მომლოდინეს არ გაუმართლა.გოგონამ დაწოლისთანავე ზურგი აქცია და შუქი ჩააქრო.
-მივხვდი-თითები გაატკაცუნა სეჰუნმა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია.ხელები წელზე შემოხვია მესაკუთრეთ.-მონატრებას ასე გამოხატავ-ყურის ბიბილოსთან აკოცა.მარიამს მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.უნდოდა გადაბრუნებულიყო მოხვეოდა და მონატრებული ტუჩები დაეკოცნა,თუმცა ჯიუტად არ ინძრეოდა.
-შეგიძლია მინას ჩაეხუტო-თავი მისკენ გადაატრიალა წელზე ხელი შეაშვებინა და ცინიკურად შეღიმა.
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე-სიცილით გადაბრუნდა სეჰუნი.-იეჭვიანე.
-სულაც არაა-წარბები შეკრა და ახლა თვითონ გადაბრუნდა კმაყოფილღიმილიანი ქმრისკენ.
-აღიარე,რომ იეჭვიანე-უცებ გოგონას ზემოდან მოექცა და ეშმაკურად შეანათა მოციმციმე თვალები.
-შენ რას იზავდი ჩემს ადგილას?-წარბი აუქაჩა ქმარს.-მე რომ რომელიმე ჩემს თანამშომელთან ეგრე დამინახო.-სეჰუნს უცებ მზერა შეეცვალა.
-ხელებს მოვამტვრევ-კბილებში გამოსცრა.მარიამს ამ პასუხმა სახეზე ღიმილი მოგვარა.
-აი პასუხიც.დიახაც ვიეჭვიანე.-აღიარა უცებ გოგონამ.-არ მიყვარს იმას რაც ჩემია,რომ ეხებიან-სეჰუნს სახეზე კიდევ უფრო კმაყოფილი გამომეტყველება დაეხატა-მაისურზეც კი ვეჭვიანობ,რომელიც ტანზე გაკრავს და თავხედურად გეხვევა სხეულზე.-გვერდულად ჩაუღიმა ზემოდან მომზირალ ქმარს.
-ხოდა მაშინ გავიხდი-წარბები შეათამაშა და მაისური უცებ გაიძრო ტანზე.-არც მე მომწონს შენი მაისური ასე მჭიდროს,რომ გეკვრის სხეულზე-თვალებში ეშმაკი ჭინკები აუცეკვდნენ და მეუღლესაც სწრაფად გახადა მაისური.ისიც რომელიღაცა ბნელმა კუთხემ შთანთქა.ახლა ორივეს თვალებში ეშმაკურად იმზირებოდნენ ჭინკები.ბიჭი მესაკუთრედ დაწვდა საყვარელი ქალის მონატრებულ სხეულს.პატარ-პატარა კოცნებით სხეული დაფარა.გოგონას სიამოვნების კვნესა ხდებოდა ბაგეებიდან.ცოტახანში სადავეები ხელში მან აიღო და თვითომ მოექცა ზემოდან.ცდილობდა ქმრის სხეული მთელი გრძნობით შეეგრძნო.ახლა თვითონ უტოვებდა ცხელ კოცნის კვალს სხეულზე.ცოტაც კიდევ და სეჰუნი ვეღარ გაუძლებდა მართველობა ისევ დაიბრუნა მარიამი გვერდით გადასწია და ისევ მოექცა ზემოდან.ცერა თითი ტუჩებზე გადაუსმა შემდეგ თმებში შეუცურა და მცხუნვარედ დაწვდა მეუღლის ტუჩებს.
***
დილით ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი ეხატა.საუზმეზე ყველა მხიარულად მიირთმევდა საჭმელს.
-ჰანა დროზე სკოლაში უნდა წავიდეთ.-გადახედა ნათქვამით უკმაყოფილოდ მომზირალს.
-არ მინდა იქ.ისევ რამეს მეტყვის და ისევ ვცემ-წარბები შეუკრა გაოცებულ მამას და გაბრაზებულ დედას.
-მოიცა რა მოხდა?-სეჰუნმა ახლა მარიამს გახედა.
-სკოლაში კლასელი სცემა.რაღაც სისულელის გამო-ღიმილით შეეცადა ქმრის დამშვიდებას.
-სულაც არ იყო სისულელე.მითხრა,რომ მამა არ მყავს და მატყუარა ვარ-ჯერ დედას გადახედა ბრაზიანი მზერით შემდეგ მამას.ბრაზიანი მზერა საბრალო გამომეტყველებამ შეცვალა.
-შენი და ენაჭარტალაა და ნამდვილი მსახიობია-მარიამმა პატარს გადაუჩურჩულა მან კი ვითონ რამე გაიგო ორი კბილი გადმოუგდო და გაეკრიჭა.სეჰუნს მთელს სხეულში სიბრაზემ დაუარა.ვერ აიტანდა მისი პატარას ასე დაჩაგვრას.
-საყვარელო-მზრუნველად შეხედა ჰანას და პატარა ხელი ხელში მოიქცია.-არ მიაქციო ყურადღება სხვების ლაპარაკს.გპირდები მალე ყველაფერი გამოსწორდება.ახლა კი გაიქეცი ჩაიცვი და სკოლაში წადი-ცხვირზე ხელი ჩამოკრა გაუღიმა და გაბუსხულ ტუჩებზე აკოცა.ჰანაც დაემორჩილა მამის ნათქვამს და მოსამზადებლად ოთახში გაიქცა.მარიამი კი თავს აქნევდა დანანებით.
-სულ შენ გგავს თავნება.-გაეცინა მარიამს.
-რატომ არ მითხარი?-სერიოზულად გახედა მეუღლეს.
-რა საჭირო იყო.ამით ხომ არაფერი იცვლება რამდენიც უნდათ ილაპარაკონ.სიმართლე სხვაა.-მარიამი სეჰუნს მიუახლოვდა და ბრაზმოკიდბულს ტუჩებზე აკოცა.
-სხვა სკოლაში გადავიყვანთ-მკაცრად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა.წამის წინ მის ტუჩებზე მიწებებული ცოლი ისევ იმავე მდგომარეობაში დააბრუნა და დილის მცხუნვარე კოცნა მიიღო.
-ვარკვლავი,რომ მოგთხოვოს ალბათ იმასაც მოუწყვიტან ციდან-ჩაეცინა მარიამს და კეფაზე თმებში ხელი შეუცურა.
-რათქმა უნდა ის ხომ ჩემი გოგოა-კმაყოფილად გაიცინა.ერთმანეთით გართულ წყვილს თავი პატარამ შეახსენა,რომლიც მორიგი საჭმლით სავსე კოვზის მოლოდინში ხელებს აპარტყუნებდა და თავის არსებობას ამცნობდა მშობლებს.
-მაშინ მე ჩემ ბიჭს მიხედავ-ორივეს სიცილი აუტყდათ.ქმარი უკან მოიტოვა და ჯუნისკენ გაემართა,რომელიც მოუთმენლად ელოდა.
***
მარიამი ისევ საქმეში ჩაფლული იჯდა თავის მაგიდასთან.უცებ მზერა ჩართულ ტელევიზორზე გადაიტანა.სასწრაფოდ აუწია ხმას და გაიტრუნა.
-დღეს ფარდა აეხადა ექსოს სეჰუნის ფარულ ოჯახს,რომელიც უკვე ექვსი წელია არსებობს.როგორც კადრებში ჩანს იგი შვილთან ერთად გამოდის სკოლიდან,სადაც მისი პატარა სწავლობს.ახლა კი შემოგთავაზებთ მასთან ჩაწერილ რეპორტაჟს
" ყველფერს მინდა ნათელი მოვფინო.აღარ მსურს ვინმეს ვატყუებდე.ამით პირველ რიგში ჩემს ოჯახს ვაყენებ ზიანს.ჩემთვის მათი ცუდად ყოფნა ჩემს ცუდად ყოფნას ნიშნავს.რადგან ჩემი ოჯახი ყველაზე ძალიან მიყვარს მინდა საჯარო გავხადო ჩემი ექვს წლიანი ფარული ქორწინება იმ ქალთან,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელმაც არაჩვეულებრივი ორი შვილი მაჩუქა,რომ არა შიში იმისა ვერ გამოგებდით აქამდეც გეტყოდით,მაგრამ ეს ჩემთვის საყვარელი ადამიანების დასაცავად გავაკეთე.ვიმედოვნებ ახლა მაინც ყველა გამიგებთ და მიიღებთ მათ.თუ ჩემს წასვლას მოითხოვთ ჯგუფიდან ასეც მოვიქცევი.თუმცა ოჯახს არ დავთმობ.იმედი მაქვს ფანები გამიგებთ და მათთაც ისევე შეიყვარებთ,როგორც მე გიყვარვართ.მადლობა"-სეჰუნმა გამოსვლა დაასრულა.მამით კმაყოფილ შვილს გადახედა ხელი ჩაკიდა და ორივე მანქანისკენ წავიდნენ.მარიამი ვერ იჯერებდა მოსმენილს.თან კმაყოფილება და სიხარული ეღვრებოდა გულში,თან შიში არ ტოვებდა რა იქნებოდა შემდეგ?? მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა და სასწაფოდ გადარეკა.ტკბილმა ხმამაც არ დაყოვნა.
-გისმენ საყვარელო-ღიმილი იგრძნობოდა ხმაში.
-რატო გააკეთე?-მღელვარებამ იმატა გოგონას ხმაში.-შენზე ცუდად,რომ იმოქმედოს ამ ამბავმა?
-მჯერა,რომ გაიგებენ ყველაფერს. ისე ვილაპარაკე უნდა ამაყობდე შენი ქმარით-სიცილით წარმოთქვა.მარიამსაც ჩაეცინა.-მიყვარხარ-გაისმა მეორე მხრიდან.კიდევ უფრო კმაყოფილმა ღიმილმა გადაფარა მარიამის სახე.
-მეც მიყვარხარ და რათქმაუნდა ვამაყობ.სახლში გნახავთ-ტელეფონი გათიშა და ისევ მაგიდაზე მიაგდო.მკაცრი ადვოკატი გოგონა უცებ მასთან სუსტი დაუცველი არსება ხდებოდა.გული ისევე ისე უცემდა,როცა პირველი შეხვედრისას,პირველი შეხებისას,პირველი კოცნისას. გრძნობა,რომელმაც ამდენი რამე გადაატანინა თანდათან უფრო ძლიერდებოდა.არ იცოდა რა იქნებოდა ხვალ,ზეგ,მაზეგ,მაგრამ დღეს ახლა და ამ წამს მისი იყო.სჯეროდა,რომ ამასაც ერთად გადაიტანდნენ როგორც სხვა ბევრი გადაიტანეს.საქაღალდე ჩანთაში ჩაიდო.ოთახს თვალი მოავლო და სიხარულით სავსე გავიდა კაბინეტიდან. მანქანაში ბედნიერი ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა,სადაც თბილი,ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი ელოდა.სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო.  

please be mine (სრულად)Where stories live. Discover now