ადრე ვერასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი მარტოსული, ყოველთვის მეგონა რომ მეყოლებოდა ადამიანი, ვისაც ვეყვარებოდი და ჩემზე იზრუნებდა, მაგრამ შევცდი. არ დაგიმალავთ, ჩემს უბედურებაში თავადაც დიდი წვლილი შევიტანე, მე რომ ჩემი შეყვარებული ვყოფილყავი მაშინვე მიგატოვებს ჩემ თავს.
და სწორად მოიქცნენ, ასეთ მოკლე დროში გაგიკვირდებათ და ყველაფრი მოვასწარი, ყველაფერი შევიგრძენი, მარტოობაღა დამრჩა და მას მომზადებული დავხვდი, იცით როგორ? აი ერთდღეს გავიღვიძე და არსად წავედი, ტელეფონი გამოვრთე, სახლი ჩავაბნელე და იატაკზე გავწექი. მაგრამ ვერაფერი განსხვავებული ვერ ვიგრძენი,ამიტომ პირიქით მოვიქეცი, ავდექი, ჩავიცვი და გარეთ გავედი, იქ უამრავ ხალხში გავერიე, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ იქ უამრავი ბედნიერი ადამიანი იყო, ძალიან ბედნიერი, და ჩაბნელებულ სახლში იატაკზე გაჭიმული კიარა, სწორედ ამდენი უცხოს ბედნეირების ფონზე ვიყავი ნამდვილად უბედური და მარტოსული. ასე მოვემზადე,შემიყვარდა მარტოობა რადგან ეს კარგს არაფერს, მაგრამ რაღაცას მაინც მაგრძნობინებდა.
ყოველდღე უამრავ ხალხს ვეცნობოდი, გოგოებსაც და ბიჭებსაც ვუმასპინძლდებოდი, მათ სასუხარულო ამბებს ვისმენდი, გოგოები მალე მიდიოდნენ ბიჭებს კი ცოტახნით ვიტოვდი ხოლმე.
ყველას ბედნიერება გულწრფელი იყო, თავშეცოდება კი ყალბი, მე ამას კარგად ვხედავდი, ვიცოდი, რომ რეალურად მწუხარე ადამიანი ამას სხვებთან არასოდეს გამოაჩენდა.
სათქმელს დავუბრუნდები, ვიცი არაა საინტერესო ჩემს გაუბედურებულ გრძნობებზე ლაპარაკი ,ამიტომ ამას თავს გავანებებ, იმიტომ რომ თქვენ კიარა, მეც მწყუროდა ამდენ სიყალბეში ერთი სინამდვილე მაინც.
ერთი გოგონა შემომიჩნდა... რამდენიმე დღის შემდეგ მისი სახელიც გავიგე -ელი. ის არ მიყვებოდა თავის ამბებს, სახელიც შენთხვევით გავიგე, მას ჩემთვის ჯერ ერთი სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი, როდესაც მივხვდი, რომ ის იქნებოდა ადამიანი,რომელსაც ვჭირდებოდი, რომელიც ამდენი სიყალბისა და სიცარიელისგან დამიხსნიდა.
YOU ARE READING
One More Day
FanfictionIf you feel lonely even if you are in love, then there's something wrong.