2 თავი

14 1 0
                                    

ცარიელ ოთახში გარედან ლამპიონების სუსტი სინათლე აღწევდა. მუსიკა დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული და საათს ვუყურებდი. როგორც იქნა ნაბიჯის ხმა გავიგე.გული შემიქანდა, ნაბიჯებს რიტმულად და მსუბუქად ადგავდა, ჯერ არ შემოსულა და უკვე ვიცოდი როგორი სახე ეჭირა. კარზე ზარია... პულსი ამიჩქარდა და დაბნეულმა კარი ძლივს გავაღე.ჩუმად, უსიტყვოდ და ზედმეტობების გარეშე შემოვიდა და პირისპირ დამიდგა, მოწყენილი ჩანდა.
გავიღიმე. ნეტა რატომ?... თვითონაც გამიღიმა და ჩამეხუტა :
-მომენატრე -ვუჩურჩულე.
-მეც... -მიპასუხა და მკლავებიდან დამისხლტა, გაიცინა, მეც გავიცინე და დავეწიე. დივანზე ჩამოვსხდით.
ვერ გეტყვით რამდენი ხნით მაგრამ ძალიან დიდხანს ერთმანეთს გაშეშებულები ვუყურებდით, მერე თავი მხარზე დამადო და თვალები დახუჭა :
-რა კარგია შენთან. -მითხრა და მომეკრო.
-გინდა დავლიოთ? -ვკითხე, თავი დამიქნია.
  ...იმ საღამოს ძალიან გავერთეთ, მუსიკას ავუწიეთ, ბევრი ვიცეკვეთ სანამ ის დარეკავდა...მისი საქმრო, ჩემი აზრით ყველაზე უფრო ამაზრზენი არსება დედამიწაზე, თუმცა რათქმაუნდა ამას ელის არ ვუმხელდი. რა მექნა? გავაცილე და სახლში ამოვედი ისევ... მუსიკა გამოვრთე, სიმათლეც აღარსაიდან შემოდიოდა... იატაკზე დავწექი და ფიქრი დავიწყე მასზე, მის თმებზე და თვალებზე... თითებზე...
მიყვარს... ძალიან მიყვარს, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 01, 2016 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

One More DayWhere stories live. Discover now