-2-

111 10 2
                                    

დაუკითხავად შევაღე კარები და სახლში შევედი. ქრისთალიც უკან გამომყვა გაუბედავი ნაბიჯებით.

გრძელი ხისკედლებიანი დერეფანი, კედელზე ჩამოკიდებული რენესასის ეპოქის ნახატები, მკრთალი ყვითელი განათება, ჭრიალა იატაკი.. პიტნისა და თამბაქოს სუნი..

არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა როგორც ჩემი წასვლის დღეს იყო.

მისაღებო ოთახიდან შუქი გამოდის.. რაღაც ხმებიც ისმის ყრუდ..

ალბათ მეთიუ სახლშია. სხვაგვარდ კარს ვერც გავაღებდი.

ჩანთა კართან დავაგდე, ქრისთალს ხელი ჩავჭიდე და ნელი ნაბიჯებით მისაღებისკენ გავემართე.

ოთახში შესულს ნაცნობი სიტუაცია დამხვდა..

სავარძელზე წამოწოლილი მძინარე მეთიუ, ირგვლივ მოფანტული ხარახურა, ჩიფსები, ენერგეტიკული სასმლის ქილები და მაგიდაზე აზელილი არაქისის კარაქი...

-მეთიუ- შევეცადე გამეღვიძებინა, ის კი არხეინად განაგრძობა ხვრინვას..

- მეთიუ - ამჯერად ხმამაღლა შევყვირე რაზეც ქრისთალი შეკრთა.. მეთიუ კი სავარძელიდან პირქვე გადმოვარდა... თვალების სრესითა და გოდებით წამოდგა.

- ჰანა?!- თვალებგაფართოებულმა დამიძახა - აქ საიდან გაჩნდი- ჩემსკენ გამოემართა და ხელები მომხვია..

- მისმინე, მეც მომენატრე მაგრამ დაბანვა არ გაწყენდა.. - უკმაყოფილოდ დამანწა სახე

- საერთოდ ამ საღორეში როგორ ძლებ

- მორჩი წუწუნს.. ეს გოგო ვინაა?

- ეს ქრისთალია - ნელა წარმოვთქვი.. საბედნიეროდ ჩემს სიტყვებს მისი წამოძახილები არ მოჰყოლია. თბილად გაუღიმა ქრისთალს და ხელი ჩამოართვა

- სასიამოვნოა შენი გაცნობა_უთხრა, ქრისთალმა კი თავი რამდენჯერმე დაუქნია.

ყოვეელთვის ასეთი იყო.. ჩემი სულელი გულუბრყვილო ძმა. მიუხედავად იმისა რომ სახლს ყოველთვის საღორეს ამსგასებდა სხვებს მუდამ გვერდში უდგებოდა და ყველას თბილად ექცეოდა.. მის დიდ ლურჯ თვალებში ჯერ კიდევ იკითხებოდა ბავშვური უმანკოება.. იმ აზრმა რომ ჩემი წასვლის შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა ღიმილი მომგვარა.

"მე ამ წერილებს შენამდე მოვიტან"Where stories live. Discover now