-არ წახვიდე გთხოვ არ დამტოვო-ცხარე ცრემლით ტიროდა და ეხუტებოდა მას, მაგრამ ის უბრალოდ გაქრა, იასამნისფერ ფერფლად გარდაიქმნა და ჰაერში გაიფანტა.
ცოტახანი ტიროდა, შემდეგ ბალახზე დაწვა, უემოციო და ცრემლებით სავსე თვალებით ცაში აიხედა, დაინახა როგორ შეიფერა ყველა ვარსკვლავი იასამნისფერით, უემოციო სახეზე ოდნავ დაეტყო სევდიანი სიყვარყლით სავსე ღიმილი და კიდევ ერთი ცრემლი გადმოაგდო მწვანე თვალებიდან.