1 - ნიღბებს მიღმა

1.1K 101 22
                                    

"მოგესალმებით ბანაკ ცისარტყელაში. საზაფხულო ბანაკი არაკომუნიკაბელური ბავშვებისათვის. სხვადასხვაგვარი გართობა, სასარგებლო ფიზიკური დატვირთვა, ხშირი ქემფინგები და ამასთანავე მშვიდი საღამოები კოცონის გარშემო, ერთმანეთის გარემოცვაში. ბანაკი ცისარტყელა მეგობრული და პოზიტიური განწყობით გელით თქვენ.!" 16 წლის ჰარიმ ბოლოჯერ გაადავლო თვალი ბანაკი "ცისარტყელა"-ს ბუკლეტს და მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ გაღიმებულ დედას გახედა. " ჰარი, საყვარელო. ხომ კარგი იდეაა?" ანე გაღიმებული შესჩიჩინებდა თავის პატარას ლამაზ მწვანე თვალებში. " არა" ჰარიმ მოკლედ უპასუხა და მგიდიდან წამოდგა.

ანემაც იგივე გაიმეორა და წასასვლელად გატრიალებულ ჰარის წინ ჩამოუდგა.

" საყვარელო, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. მამაშენიც თანახმაა, შენ კი მერწმუნე, იქაურობა მოგეწონება. კარგად გაერთობი, მეგობრებს გაიჩენ." ანემ, შვილის ხელები თავისაში მოაქცია და გაუღიმა.

" არავის რომ მოვეწონო?ყველამ რომ შემიძულოს?" ჰარიმ ჩაიბუტბუტა და ცრემლიანი თვალებით ახედა დედამისს.

" გეთანხმები, ესეთი ბაყაყი როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს?" დიალოგში ჯემა ჩაერთო, რომელმაც ეხლახანს შეაბიჯა სასადილო ოთახში.

ჰარის ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლები გადმლსცვივდა და თავი დაბლა ჩახარა. " ჯემა! ეხლავე ბოდიში მოუხადე შენს ძმას!" უხეშად უთხრა ანემ.

ჯემა მიხვდა რომ ხუმრობა არ გამოუვიდა და ამით გული ატკინა თავის საყვარელ პატარა ძმას, ამიტომ ეგრევე ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. ეს ამ ორი და-ძმის ენაზე "მაპატიეს" აღმნიშვნელი იყო.

" ჰაზა, ნუ გეშინია. შენ ისეთი საყვარელი და კეთილი ხარ, ყველას ეგრევე შეუყვარდები." ჩასჩურჩულა ჯემამ და ჰარიმაც სუსტი ღიმილით დედას თავი დაუქნია.

ანეს ძალიან გაუხარდა მისი შვილის თანხმობა და ჯემას მადლობ გადაუხადა იმისთვის რომ ჰარის აზრი შეაცვლევინა.

ბანაკი ცისარტყელა ( Larry, Ziam, Nosh)Where stories live. Discover now