5 - მე ვწერ ცოდვებს და არა ტრაგედიებს ( ნაწილი მეორე)

460 68 33
                                    

" ნათქვამია ორი ბიჭის ქორწინება ცოდვააო, მათი ქორწინება ვერასოდეს შედგებაო, მოსალოდნელი იყო ეს სიტუაცია."

ეს ბოლო წვეთი იყო. ესაა სიტყვები რომლის მერეც გავიღვიძე, ეს ის სიტყვებია რომლებიც დღემდე გონებაში მიტრიალებს, ყოველი ქარის ამოვარდნისას ყურში ჩამესმის.

ამ დღის მერე გული ამიცრუვდა ყველაფერზე და დავრწმუნდი რომ სიყვარული - ცოდვაა.

ლიამმა კითხვა შეწყვიტა და მის მკლავებში მომწყვდეულ ზეინს გადახედა.


**1 საათით ადრე**

" ბოლო ლუკმაც" ყურებამდე გაღიმებულმა ლიამმა კოდევ ერთი კოვზი მარცვლეული შეაჭმია ზეინს.

" ბრავო, ვამაყობ" თქვა ლიამმა და ზეინს შუბლზე აკოცა.

ზეინმა ნაზად გაუღიმა და გაწითლდა, შემდეგ კი მობილრი ამოიღო, რომ ლიამისთვის მიეწერა.

- მადლობა, ჩემზე რომ ზრუნავ.

ლიამმა მესიჯი ამოიკითხა და გაეღიმა. " ამისთვის მადლპბას არ უნდა მიხდიდე" თქვა მან და ზეინს ოქროსფერ თვალებში მიაშტერდა.

ლიამს არც კი შეუმჩნევია როგორ დაიწყო ნელ-ნელა ზეინისკენ გადახრა.
მათი ტუჩების შეხებამდე მილიმეტრებიღა დარჩენილიყო და უეცრად ზეინმა სახე გაატრიალა.

"ბოდიში, მე არ მინდოდა, მ-ე გეი არ ვარ." თქვა ლიამმა და საწოლიდან წამოხტა.

'ჯანდაბა ლიამ ფეინ, რის გაკეთებას გეგმავდი? ნორმალური ხარ? შენ მომავალში ცოლი უნდა შეირთო გეყოლებათ სამი შვილი, გააგრძელებ მამაშენის ბიზნესს.ვიცოდი რომ ცუდი იდეა იყო რაღაც 'ახალის' ცდა. ჯანდაბა, მეგობსრიც დაკარგე და შენ..შენ.. ' ლიამსაზრი გაუწყდა როდესაც მისი მობილურის ხმა გაიგო.

ბანაკი ცისარტყელა ( Larry, Ziam, Nosh)Where stories live. Discover now