VIII ფურცელი

252 24 9
                                    

ჰიონ, პირობა ბოლომდე ვერ შევასრულე, მტვერმა მაინც მოახერხა დღიურზე დაბუდება...

დღეს როგორ ხარ? იმედი მაქვს თავს უფრთხილდები...

მე კარგად ვარ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოუსწორებელ ნარკომანს ვგავარ, თვალები ჩაშავებული მაქვს და ხელები სისხლჩაქცევებით სავსე..

უკვე სტაჟიანი სანიტრებისთვის ეს ერთგვარი გასართობია.. ყურადღებით თუ არ იქნები შეიძლება რაღაც ერთი შეხედვით უხილავი თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგო..

მაგრამ არის არის აქ ერთი რამ, რისიც სანიტრებსაც კი ეშინიათ. გვიან ღამით როცა ყველაფე წყნარდება, შუქები ჩამქრალია და თითქოს ყველას სძინავს,როცა ოთახებს მხოლოდ მთარე ანათებს. კორიდორებში ვიღაც დაიარება, ისე სულის შემძვრელად ტირირის, რომ ეს ხმა თიუთოეული სულიერის ძვლამდე აღწევს და თუ ვინმე საღ გონებაზე მყოფმა გაიგონა საბოლოოდ გაგიჟდება...

ჰიონ, როგორ ფიქრობ შევიშალე? ეს 'მოჩვენება' ჩემი ოთახის კართან ჩერდება და უბრალოდ დუმს , მე კი ზოგჯერ ისტორიებს ვუყვები ჩვენი ბავშვობიდან.

ამის გამო ჩემთან ურთიერთობას ერიდებიან. ყველას ნამდვილი მოჩვენება ჰგონია ალბათ უბრალოდ რომელიმე პაციენტია, რომელმაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და ასე უმკლავდება სტრესს..

და მაინც ვფიქრობ ეს ხომ ნისლიანი ინგლისია, დასანანი იქნებოდა ასეთ ადგილას თუნდაც ტყუილი მოჩვენება არ ყოფილიყო.

ჰიონ, იცი რაზე ვფიქრობდი? ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ბიჭი მომეწონებდა.

სინამდვილეში არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე, უბრალოდ არასდროს, არავინ მომწონებია..

არ ვიცი მოწონებაა ეს გრძნობა თუ სიყვარული, აკვიატება თუ სხვა რამ.. უბრალოდ ვერ ავხსნი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა მემართება მისი სახელის გაფიქრებისას, სახის წარმოდგენისას ან დანახვისას.

თითქოს გული მიჭერს, მტკივა, მაგრამ სიამოვნებას მგვრის. მზად ვარ სამარადისოდ ვიტანჯო ამ ადამიანის გვერდით.

ჰიონ, მის გვერდით ყველაზე საშინელი ამინდიც კი ყველაზე კარგია. აღარ მძულს ეს ნესტისგან დაობებული თეთრი კედლები, აღარც ეს გისოსები, რომლებიც თითქოს და გასაოცარ ხედებს მიუწვდომელს ხდის.

გაუჩერებლად შემიძლია ვისაუბრო ამ გრძნობაზე.. კიდევ უფრო გასაოცარია, როცა ის ადამიანი იგივე ან თითქმის იგივე გრძნობებით გპასუხობს.

როდესაც აქ დღიურის წერის უფლება მომცეს ვფიქრობდი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და მხოლოდ იმაზე წუწუნით გავავსებდი ფურცლებს რა საშინელი ადგილია..

არ მეგონა პირველ და ალბათ ერთადერთ სიყვარულს თუ საგიჟეთში შევხვდებოდი..

ჰიონ, ბოდიში.. მინდოდა მომეყოლა როგორ გავატარე ჰელოუინი, როგორ ვგეგმავდი გაქცევას თუ თეჰიონი თუ დამთანხმდებოდა, როგორ შევხვდით ახალ წელს ერთი შეხედვით შეშლილი, ჯანმრთელი პაციენტები. სანიტრები ისე შევაწუხე ვიდეოს ჩაწერის უფლება მომცეს, რომ მეჩვენებინა ჩემი გამოსვლა ჰელოუინის საღამოს. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლები ისეთი ადამიანები იყვნენ ვისთვისაც ყველაფერი სულ ერთია, მთავარია წამალი დროზე დალიონ, მაინც გამიხარდა ცეკვის უფლება რომ მომცეს.

ჰიონ კიდევ ბევრი რამე მინდა მოგიყვე, მაგრამ ახლა დრო აღარ მაქვს სამწუხაროდ.

ციხესავითაა აქაურობა და სანიტრები ციხის ზედამხედველებს გვანან, ხელკეტებით და ელექტრო შოკერებით. არ დაემორჩილები და ხვალინდელი დილაც კი შეიძლება აღარ გაგითენდეს. დარწმუნებული ვარ იქ გარეთ არავინ იცის რამდენი პაციენტი გაგიჟდა მხოლიდ აქ მოხვედრის შემდეგ, რამდენი სიცოცხლე შეიწირეს სანიტრებმა.

დროებით ჰიონ! ამჯერად დიდხანს აღარ გალოდინებ გპირდები.

- 16:43 დაიმახსოვრე-რა?-დრო როცა შემიყვარდიWhere stories live. Discover now