ავტორი'ს P.O.V
ბევრი ვარჯიშის შემდეგ, როქსენი დაიღალა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ღმერთო... ძალიან დავიღალე, დღეს გვეყოფა ვარჯიში.
-რა მალე იღლები_ცინიკურად გაიღიმა ჰობიმ.
-ბოდიში, ყველა შენნაირი ენერგიული ვერ იქნება. ღმერთო...ფეხზე ვეღარ ვდგავარ.. ძალიან დავიღალე.
-ჩემი სახლი აქვეა და წავიდეთ.
-არა იყოს, სახლში წავალ_ფეხზე წამოდგა და თავბრუ დაეხვა. ჰობიმ ხელი შეაშველა რომ არ წაქცეულიყო.
- არა ახლავე წამოხვალ ჩემთან_ ახლა უკვე ცოტა მკაცრი ტონით უთხრა ჰობიმ
- ამმმ... კარგი_ ენის ბორძიკით დაეთანხმა როქსენი თითქოს მთლად არ იყო დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში...
გზად არც-ერთი არ იღებდა ხმას, რაც ცოტა უხერხული იყო.
-ისეე.. წავიდოდი სახლში. მართლა_უთხრა როქსენმა ჰობის და კისერი მოიფხანა.
-არა მგონია ძალა გეყოს. ხედავ? წეღან კინაღამ წაიქეცი. მე რომ არა.._ჩაიღიმა თავმომწონედ. ამაზე როქსენსაც გაეღიმა.
როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ. როქსენმა სახლი კარგად შეათვალიერა, რადგან ძალიან დიდი იყო, ეზოც ლამაზი ჰქონდა და აუზი.
-დიდი სახლი გაქვს.
-ხოო. შემოდი_უთხრა ჰობიმ როცა სახლის კარი გააღო. როქსენმა სახლში ფეხი შეაბიჯა და ღრმად ამოისუნთქა.
-დაჯექი, ცოტა დაისვენე.
-არ მინდა იყოს_მორცხვად უთხრა როქსენმა.
-აიშ.._თვალები აატრიალა ჰობიმ, როქსენს ხელი მოჰკიდა და სავარძელზე დასვა.
-იაჰ! გინდა რამე დაგემართოს? ხომ იცი არა რამხელა საქმე გვაქვს გამოსაძიებელი, ამიტომ თავს უნდა გაუფრთხილდე.
-აჰ.. ახლა რა უნდა ვქნა? მისტერ ქიმთან სპორტულებით ხომ არ წავალ?
YOU ARE READING
Roxen Ritch
Fanfictionკრიმინალურ-დეტექტიური ფიკი 23 წლის გამომძიებელ და აგენტ როქსენ რიჩზე, რომელიც საქმის უკეთ შესასწავლად თავის სამიზნეს, არაკანონიერ ბანდას უერთდება, რის გამოც მოუწევს მოირგოს ბიჭის როლი. მის დასახმარებლად აგენტთა ასოციაციამ ამერიკიდან სპეციალურად ჩამო...