მისტერ ქიმი და ჰოსოკი კაბინეტში დაბრუნდნენ სადაც როქსენი დახვდათ, რომელიც წყლის ბოთლით თამაშობდა:
- მისს რიჩ? (მისტერ ქიმი)
-აამმმ... დიახ გისმენთ_ბოთლი გვერდით გადადო როქსენმა
-გადაწყვეტილება მივიღე... სანამ ბანდას შეუერთდებით ასე ვთქვათ "წვრთნას" გაივლით, რომელსაც ბატონი ჰოსოკი ჩაგიტარებთ(მისტერ ქიმი)
-რაა???_თვალები გაუფართოვდა როქსენს_არავითარი წვრთნა არ მჭირდება ყველაფერს თავისუფლად გავართმევ თავს
-არა! ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა! ახლა კი შეგიძლიათ ორივემ დამტოვოთ_მისტერ ქიმის ნათქვამს როქსენის და ჰობის კაბინეტიდან გასვლა მოჰყვა
-იცოდე ნერვებს მომიშლი და არ ვიცი რას გიზამ_უთხრა როქსენმა როდესაც კარები გაიხურეს
-ნუ ღელავ! კარგი მასწავლებელი ვიქნები... გამოცდილებაც მაქვს სკოლაში პირველ კლასელებს ცეკვას ვასწავლიდი😁
-რა ცეკვა! ცეკვა რა შუაშია😕
-რა ვიცი მაინც დღეიდან შენი მასწავლებელი უნდა ვიყო და ხომ უნდა იცოდე როგორი გამოცდილება მაქვს(ჰობი)
-ღმერთო შენ მიშველე_ჩაიბუტბუტა როქსენმა და თავის გზას დაადგაჰობი'ს P.O.V
დილის ექვსი საათია. უკვე ნახევარი საათია რაც ვვარჯიშობ, დავრბივარ, მაგრამ მომბეზრდა. ვერც კი შევამჩნიე ისე ჩავუარე როქსის სახლს გვერდით. "ხომ არ შევსულიყავი?" გამიელვა უცებ თავში არაჩვეულებრივმა იდეამ და მაშინვე გავაღე დიდი ეზოს ჭიშკარი. გამიკვირდა, მაგრამ სახლის კარი ღია ჰქონდა. მეც მეტი რა მინდოდა, კარი ჩუმად შევაღე და თავი დიდ დარბაზში ამოვყავი. რამხელა სახლი ჰქონია. აქ მარტო ცხოვრობს? ნეტავ მისი ოთახი რომელია? "არა ეს ნამდვილად არ იქნება" გავიფიქრე, როდესაც სააბაზანოს კარი შევაღე. სხვის სახლში დილის ექვს საათზე დაუკითხავად შევიპარე და ოთახებში დავეხეტები. ახლა ვინმემ, რომ დამინახოს უფლება აქვს მიჩივლოს. "ისე როქსის თუ მოაფიქრდა არც გაუჭირდება ამის გაკეთება". ამის გაფიქრებისას უნებურად გამეღიმა. სწორედ ამ დროს შევხსენი კარები სადაც მას ეძინა. საწოლთან ჩუმად მივიპარე. სულ რაღაც ერთი-ორი დღეა რაც ვიცნობ, მაგრამ თითქოს წლების მეგობარი იყოს. მართლა რა ლამაზია, როცა პირი დახურული აქვს და არაფერს ამბობს... სახიდან თმა ნელა გადავუწიე... "უფრო ლამაზი იქნება თვალებგახელილს, რომ ეძინოს თვალებსაც გამოაჩენდა". ეს გავიფიქრე თუ არა მან თვალები სწრაფად "დაჭყიტა".
-ააააააააა!!!!_უკან გადავვარდი მოულოდნელობისგან
-ვინ ხარ?_საწოლიდან წამოხტა და ხელი იქვე მდგარ ლარნაკს დასტაცა
-უკვე დაგავიწყდი?(ჰობი)
-ვაიმეე... შენ ხარ? ვერ შეგამჩნიე..._ლარნაკი ძირს დაუშვა_თუმცა აქ რა ჯანდაბას აკეთებ? თან ამ დროს? (როქსენი)
-ვვარჯიშობდი, ამასობაში შენს სახლთანაც აღმოვჩნდი და უცებ ერთი იდეა მომაფიქრდა.
-გიჩიველბ ჩემს სახლში რომ შემოიჭერი ასეთ დროს!!!_გაწეწილი თმით როგორც "ლამაზი გიჟი" ისეთია.
-დარწმუნებული ხარ რომ მიჩივლებ?_ვკითხე გამომცდელი ღიმილით. მან ღრმად ჩაისუნთქა და ლარნაკი თავის ადგილას დადო.
-რა იდეა? (როქსენი)
-რადა სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვი და გავედით ს ა ვ ა რ ჯ ი შ ო დ. მე შენი 'მასწავლებელი' ვარ, ხომ არ დაგავიწყდა რომ უნდა მოვემზადოთ? (ჰობი)
-იქნებ ცოტა გვიან? (როქსენი)
-არა (ჰობი)
-კარგი მაშინ იქნებ ჩაცმის საშუალება მომცე? (როქსენი)
-ხო რა თქმა უნდა_შევბრუნდი და კედელზე ჩამოკიდებული ნახატების დათვალიერება დავიწყე. ვგრძნობდი უკნიდან როქსის "შენ ცოტა ვერ ხარ კარგად" სახის გამომეტყველებას.
-იქნებ გარეთ გახვიდე?_მიმითითა კარებისკენ.
-კარგი_უყოყმანოდ გამოვედი ოთახიდან.
სანამ როქსი იცვამდა მე სამზარეულოსაც მივაგენი, შევედი და დოქიდან ცივი წვენი ჭიქაში დავისხი და მოვიყუდე. ამ დროს როქსიც შემოვიდა სპორტულებში გამოწყობილი სამზარეულოში. თმა უფრო აჩეჩვოდა რის დანახვაზეც წვენში ჩაგდებული ყინული კინაღამ გადამცდა და არ დავიხრჩე... ჭიქა პირიდან სასწრაფოდ მოვიშორე და ხველება ამიტყდა, თან როქსის თვალს ვერ ვაშორებდი. როგორც კი დავრწმუნდი რომ ჩემი სასუნთქი სისტემა რიგზე იყო და ახლახანს როქსიმ კინაღამ არ შემიწირა მშვიდად ამოვისუნთქე.
-თმის დავარცხნას არ აპირებ? (ჰობი)
-როგორ არა, უბრალოდ ვერსად გიპოვე და ვიფიქრე რომ აქ იქნებოდი. წვენი ძალიან ცივი იყო არა? ნელა დალიე ცოტა_თავი გააქნია და უკან გაბრუნდა
"ღმერთო კინაღამ მივკვდი" გავიფიქრე ჩემთვის და მეც მას გავყევი.
ბავშვობაში მინდოდა გრძელი თმა მქონოდა, მაგრამ რაც ვნახე რა საწყლად და ტანჯვით ივარცხნის თმას როქსი, მორჩა, გადავიფიქრე...
- ამმმ... ხომ არ დაგეხმარო?_ვკითხე, მივხვდი ასე დიდი ხანი ვერ მორჩებოდა თმის მოწესრიგებას
- შენ?_გაკვირვებულმა შემომხედა
- ჰოო რა იყო! (ჰობი)
- ამმმ.. კარგი_მითხრა და სარკეს მიუბრუნდა.
მე მასთან მივედი, თმა დავვარცხნე და ლამაზად და მოხერხებულად შევუკარი...
- მადლობა! ყველაფერი როგორ შეგიძლია?_ მითხრა, როდესაც ჩემი საქმე დავამთავრე
- ნუ ეხლა... მე მე ვარ😎 (ჰობი)
- ოჰ! ძალიანაც ნუ გაგიტკბება ქება_მითხრა და ოთახიდან გავიდა. მეც გავიღიმე და მასთან ერთად სავარჯიშოდ წავედი.
სახლიდან გამოვედით და გზას გავუყევით.
-ერთი! ორი! ერთი! ორი! ცოტა სწრაფად როქსი...სანამ სირბილს დავიწყებთ ცოტა გავხურდეთ (ჰობი)
-სანაპიროსთან გავიდეთ და იქ ვირბინოთ (როქსენი)
-იქ ხშირად დადიხარ? (ჰობი)
-კი, როცა თავისუფალი დრო მაქვს ველოსიპედით ვსეირნობ ხოლმე_გაიღიმა და თავის ჭკუაში სპორტული სიარული დაიწყო. მე მკლავზე ხელი მოვკიდე და გავაჩერე
-მისმინე, ვარჯიშის დროს ხელებიც დიდ როლს ასრულებენ, ამიტომ ხელებიც უნდა ამოძრავო (ჰობი)
-კარგი, როგორც იტყვი_უფრო მონდომებით დაიკავა ხელები და სპორტული სიარული განარძო.
სანაპიროსთან მივედით და ნელ-ნელა ფეხს ავუჩქარეთ.
-აბაა..დავიწყოთ! ერთი! ორი! ერთი! ორი!
როქსენმა ზოზინით დაიწყო სირბილი
-ჰაა როქსი! ძალიან ნელი ხარ, კუც კი გაგასწრებს_უკუღმა სირბილი დავიწყე და მის გასაჯავრებლად არ ვჩუმდებოდი.
-გეყოფა, თავიდან მიჭირს სწრაფად სირბილი და მეტი არაფერი.
-კარგი რაა.. ნახე ნახე როგორ ლოკოკინასავით "მოცოცავ" (ჰობი)
-რა? მე შენ გაჩვენებ ლოკოკინასავით ცოცვას_ღრმად ჩაისუნთქა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა სირბილი დაიწყო_ვნახოთ ვინ აჯობებს.
-ხომ იცი რომ ვერ მაჯობებ? მიდი მიდი გააგრძელე. ერთი! ორი! ერთი! ორი! (ჰობი)
-გაჩუმდიი! (როქსენი)
-მასწავლებელს არ უჯერებ? (ჰობი)
როქსიმ თვალები გადაატრიალა და სირბილი განაგრძო, მე ერთი ბოროტულად გადავიხარხარე და შეძახილებით მივყვებოდი გვერდით.და აი დადგა ის დრო, როცა მესამე თავიც დაიდო😂🤗 იმედი მაქვს მოგეწონებათ✌😄
vote and comment 🙏😇
YOU ARE READING
Roxen Ritch
Fanficკრიმინალურ-დეტექტიური ფიკი 23 წლის გამომძიებელ და აგენტ როქსენ რიჩზე, რომელიც საქმის უკეთ შესასწავლად თავის სამიზნეს, არაკანონიერ ბანდას უერთდება, რის გამოც მოუწევს მოირგოს ბიჭის როლი. მის დასახმარებლად აგენტთა ასოციაციამ ამერიკიდან სპეციალურად ჩამო...