3. ✨

989 65 16
                                    

- გამარჯობა! - კორეულად ამბობს გოგონა და თავს მსუბუქად უკრავს ახალგაზრდა, კეთილი გამოხედვის ქალს. - თქვენ ალბათ ქალბატონი ჩოი ბრძანდებით. - ღიმილით ეუბნება და მის გრძელ, შავ წამწამებს ნაზად აფახურებს, თან ცდილობს ყველა ჩემოდანი ხელში მჭიდროდ დაიკავოს, მათი დიდი რაოდენობის გამო კი ეს საკმაოდ ძნელია.
- შენ კი კიმ ამელი ხარ, არა? - თვითონაც ღიმილით პასუხობს, რაც ამელს უკვირს, რადგან ნებისმიერი გამოლანძღავდა ღამის ორ საათზე გაღვიძებისთვის. ყოველ შემთხვევაში ამერიკაში არაერთხელ მოსვლია მსგავსი შემთხვევა.
- დიახ, მე ვარ. სამი დღის წინ გესაუბრეთ ბინის თაობაზე. - ამბობს გოგონა და დიდი მცდელობის მიუხედავად ერთერთი ჩემოდანი მაინც უვარდება ხელიდან.
- მოდი მოგეხმარები. - ამბობს ქალბატონი ჩოი და ძირს დაგდებულ ჩემოდანს იღებს. - წამოდი, შენს ოთახამდე მიგიყვან. - ღიმილით ეუბნება და ამელს წინ მიუძღვის.
მალევე ადიან შვიდსართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე. ერთერთ აპარტამენტთან ჩერდებიან, ქალბატონი ჩოი კარს აღებს და მალევე მათ თვალწინ მყუდრო, საყვარელი და კომფორტული სივრცე იშლება. ზუსტად შესაფერისი ამელისთვის, თბილი ფერის კედლებით, დიდი აივნითა და ლამაზი ხედით.
- შემოდი, იმედია მოგწონს. - ეუბნება ქალბატონი ჩოი, შიგნით შედის და ჩემოდნებს იქვე აწყობს.
- ძალიან ლამაზია. - პასუხობს ამელი და ისიც უკან მიჰყვება ქალს.
- ამელ, კორეელი ხარ? - ინტერესით ეკითხება ქალი.
- შეიძლება ასეც ითქვას. მამა კორეელი მყავს, დედა ამერიკელი. ამერიკაში დავიბადე და გავიზარდე, კორეული მამამ მასწავლა. სულ მინდოდა მამის სამშობლოში ჩამოსვლა და როგორც იქნა აქ ვარ. მაგრამ სიმართლე გითხრათ, აქ ერთი ადამიანის გამო ჩამოვედი. - გულახდილად უყვება ამელი თავის შესახებ თითქმის უცნობ ქალს და წამითაც არ ფიქრობს რომ რამე დაუმალოს.
სულ ასეთი იყო გულღია, თბილი, მუდამ ბედნიერებას ასხივებდა.
- კი მაგრამ ასეთი ახალგაზრდა და გამოუცდელი, უცხო ქალაქში, სრულიად მარტო როგორ გამოგიშვეს? - მზრუნველად ეკითხება ქალი. ამელი წამით მზერად არიდებს და უხერხულად ისრისავს ხელებს.
- გამოვიპარე. - ძლივსძლივობით ამბობს ბოლოს. ქალბატონ ჩოის ამაზე თვალები უფართოვდება.
- ღმერთო ჩემო, ამელ ასე არ შეიძლება. ალბათ მშობლები როგორ ნერვიულობენ, სწრაფად უნდა დაურეკო. - ქალს აშკარად ეტყობა სახეზე ნერვიულობა. თავისი შვილი რომ ასე მოქცეულიყო ნამდვილად გული გაუსკდებოდა.
- დამშვიდდით, წამოსვლის წინ წერილი დავუტოვე, ყველაფერი ავუხსენი და დარწმუნებული ვარ გამიგებენ. - მშვიდად უხსნის ამელი. რა უნდა ექნა, მშობლები არ უშვებდნენ სწორედ იმ მიზეზების გამო რაც ქალბატონმა ჩოიმ ჩამოთვალა, თვითონ ძალიან უნდოდა წამოსვლა. მეგობრებისთვისაც კი არ უთქვამს. ემამ ალბათ უამრავჯერ დაურეკა და კიდევ უფრო მეტი მუქარის შეტყობინება გამოუგზავნა, სადაც ლანძღავს მის გარეშე წამოსვლის გამო, თუმცა ბოლოს მაინც მიაწერდა რომ ფრთხილად ყოფილიყო და თავს გაფრთხილებოდა. ამელს მის სულელ მეგობარზე ეღიმება.
- კარგი, ამელ, მე წავალ, რამე თუ დაგჭირდება აუცილებლად დამირეკე, ჩემი ნომერი იცი. დაისვენე და თავს გაუფრთხილდი. - თბილად უღიმის ქალი და ეხუტება. თმაზე ეფერება და ოთახიდან გადის.
ამელი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, სხვა ქვეყანაშია, თავისი ცხოვრებით, ჩიტივით თავისუფალი. აივანზე გადის და ღრმად ისუნთქავს ქალაქის ჰაერს. ღამის სეულზე ლამაზი მართლაც არაფერია. აციმციმებული, ქალაქის დანახვაზე იღიმის, ცოტახანი ხედით ტკბება, სხვა დროს ფიქრებში ჩაიძირებოდა, მაგრამ ამ წუთს უბრალოდ უნდა ყველაფრით სიამოვნება მიიღოს, მალევე ბრუნდება სახლში. უკვე თავის საკუთარ სახლში. პატარაა თუმცა თავისია.
სადაცა გათენდება. ხანგრძლივი ფრენა და ღამე უცხო ქალაქში ბევრი ბოდიალი თავისას შვება და ამელი დაღლილობას გრძნობს.
- როგორ დავიღალე, არადა რამდენი საქმე მაქვს. - დაქანცული ხმით ამბობს. - არაუშავს საქმე მოიცდის. - თავისთვის ჩურჩულებს და ტანსაცმლიანად წვება დივანზე. მთავარია დაიძინოს, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.
კომფორტულად ეწყობა და მალევე სიზმრების სამყაროში მიდის.
დილით ამელს კარზე კაკუნი აფხიზლებს. თვალების ფშვნეტით დგება და მთქნარებით აღებს კარს.
- დილამშვიდობისა, ამელ! - უღიმის ქალბატონი ჩოი და სიტყვის თქმას არ აცდის გოგონას ისე აჩეჩებს ხელში საჭმლით სავსე ლანგარს. - დარწმუნებული ვარ გშია, გემრიელად მიირთვი. - ერთმანეთს აყრის სიტყვებს და სწრაფად მიდის უკან. ამელი ძლივს მოდის გონზე და უკვე ლიფტთან მისულ ქალს შორიდან ეძახის.
- ქალბატონო ჩოი, დილამშვიდობისა და დიდი მადლობა. - ყვირის ამელი და თან ხელს უქნევს. - ერთხელ მეც აუცილებლად უნდა მეწვიოთ ვახშამზე, მადლობის სანაცვლოდ.
- აუცილებლად. - პასუხობს ქალი და სწრაფად უჩინარდება ლიფტში.
- რა უცნაური ქალია. - ამბობს ამელი და სახლში შედის. მართლაც ძალიან შია. საჭმლის გარეშე ამდენი ხანი როგორ გაძლო უკვირს. ყველაფერს დათმობდა, მაგრამ საჭმელს არაფრისდიდებით. ნამდვილი კუჭის მონაა.
ლანგარს სამზარეულოს მაგიდაზე დებს. თვითონ კი სააბაზანოში გადის ხელ-პირის დასაბანად. სწრაფად ბრუნდება უკან და რამდენიმე წამში გემრიელად მიირთმევს, როგორც მან დაასკვნა, კიმჩის. ცოტა ემწარა, მაგრამ პირველად დაგემოვნების კვალობაზე ძალიან მოეწონა.
ყველაფერს რეცხავს და სუფთად ალაგებს ლანგარზე, რომ ქალბატონ ჩოის რაც შეიძლება სწაფად დაუბრუნოს.
ტელეფონი გამიზნულად ისევ გამორთული აქვს. რომ ჩართოს მთელი დღე საყვედურების მოსმენა მოუწევს, მას კი სწრაფად უნდა თავისი ბინის მილაგება, რომ რაც შეიძლება მალე გადაიკარგოს სეულის ქუჩებში.
საშინლად ეზარება ყველაფრის დალაგება, თუმცა სხვა გზა არ აქვს. ყველა საჭირო საშუალებას იმარაგებს, რომლებიც საბედნიეროდ სახლშივე იპოვა და ცდილობს სწრაფად დაალაგოს ყველაფერი.
შუადღისას უკვე არანაირი მტვერი აღარ არსებობს და მთელი სახლი სისუფთავით ბრწყინავს. ახლა მხოლოდ თავისი ნივთების ამოლაგებაღა დარჩა ამელს.
მალევე იკავებს თაროებზე ადგილს ფერად ყდიანი წიგნები, ჩარჩოები ათასი სულელური სურათით, ამელის საყვარელი სუვენირები, სათამაშოები და უამრავი სხვა ნივთი.
თავის ოთახს თავის სტილში აწყობს, აქაც ყველაფერი ფერადი, თბილი და სიყვარულით სავსეა.
თავის ფოტოაპარატს, სახატავ რვეულს და მუსიკალური ნაწარმოებების ნოტებით სავსე საქაღალდეს განსაკუთრებულ ადგილს უჩენს.
ყველაზე ბოლოს კარადაში ათავსებს ტანსაცმელს და დაღლილი თუმცა კმაყოფილი ამაყად უყურებს მის ნამოქმედარს.
ყველაფერი შესანიშნავადაა.
ახლა ისღა დარჩენია მშობლებს დაურეკოს.
მობილურს რთავს, სწრაფადვე ისმის სახლში ასობით შეტყობინების ერთდროულად მოსვლის გამაყრუებელი ხმა. ამელი მობილურს ხმას ურთავს, საწოლზე აგდებს და წყლი დასალევად გადის. უკან დაბრუნებულს მობილური მშვიდ მგდომარეობაში ხვდება.
ყველა შეტყობინებას შლის, მაინც არ აქვს აზრი მათ წაკითხვას, როცა შეტყობინებების გამომგზავნებთან დარეკავს მათზე ბევრად მეტი საუბრის მოსმენა მოუწევს.
რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ პირველად დედამისთან რეკავს.
- ამელ, სად ხარ? როგორ ხარ? რატომ არ გამაფრთხილე? ასე როგორ წახვედი? რამე ხომ არ გიჭირს? ახლავე დაბრუნდი! ვერც წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობთ ყველა. - სწრაფად აყრის ქალი ერთმანეთს სიტყვებს.
- დედა, დამშვიდდი კარგად ვარ. უკვე დავბინავდი, ყველაფერი რიგზეა. შენ და მამა როგორ ხართ? - მშვიდად პასუხობს ამელი.
- ასე უცებ რამ გადაგაწყვეტინა წასვლა? გაგეფრთხილებინეთ მაინც. - ისევ ნერვიულად განაგრძობდა საუბარს ამელის დედა.
- დედა, ხომ ისედაც იცოდი რომ წამოსვლა მინდოდა? ადრე თუ გვიან ეს ისედაც მოხდებოდა, ასე რომ ახლა აღარაფერს აქვს აზრი. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იდეალურადაა. მამა ახლოსაა? - ეუბნება ამელი და ოთახში წინ და უკან სიარულს იწყებს.
- კი, შვილო, აქაა და ყველაფერი ესმის. - პასუხობს ქალი, ხმაზე ეტყობა რომ ცოტა დამშვიდდა. - გთხოვ, დაბრუნდი, ასე სწრაფად სხვა ქვეყანაში ცხოვრების გადაწყვეტილების მიღება ნაადრევია. არ მინდოდა წასულიყავი.
- დედა, რამე ისეთი ხდება რაც არ ვიცი? რატომ არ უნდა წამოვსულიყავი? სულ მიმეორებდი რომ არ ღირდა წამოსვლა. რამეს მიმალავთ? - გამომცდელად ეკითხება ამელი.
- არა, შვილო, რას უნდა გიმალავდეთ. - დაბნეულობა ეტყობა ხმაში ქალს. - უბრალოდ ძალიან მოგვენატრები და არ გვინდა შორს იყო. - ბოლოს მაინც ურბილდება ხმა.
- დედა, ნუ ღელავ, ყოველდღე დაგირეკავთ შენ და მამას. ზოგჯერ ჩამოვალ, თქვენც ჩამოხვალთ ხოლმე. მეც ძალიან მომენატრებით. - სევდიანად პასუხობს ამელი. მასაც უჭირდა წამოსვლა და ყველაფრის დატოვება. ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ საკუთარი თავისთვის როგორც ჯობდა ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
- კარგი, ამელ. რამე თუ დაგჭირდა აუცილებლად მითხარი. ფული ხომ არ გამოგიგზავნო?
- დედა, აქამდე არასდროს გამომირთმევია ფული თქვენთვის და როგორ ფიქრობ ახლა გამოგართმევ? ნუ ღელავ, ყველაფერი მაქვს. - მიუხედავად იმისა რომ ამელის ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა და შეგეძლო მათთვის მდიდარიც გეწოდებინა, ამელს არასდროს უცხოვრია მათ ხარჯზე. სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვა. პარალელურად მუშაობდა და თავისი შრომისმოყვარეობის შედეგად იმდენი შეძლო საკუთარი კაფეც გახსნა, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა. უნივერსიტეტიც წარმატებულად დაამთავრა, თუმცა მაინც უნდოდა სეულის ხელოვნების სკოლაში სწავლის გაგრძელება. წამოსვლისას ყველაფერი მის სანდო მენეჯერსა და ახლო მეგობარს ჩააბარა. რათქმაუნდა არ აპირებდა სეულში უსაქმურად ჯდომას. აქ თავისი კაფის ფილიალის გახსნაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობდა.
- კარგი, ამელ, იცოდე თავს გაუფრთხილდი და ჭკვინად იყავი. მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ, კარგად. - დაემშვიდობა ამელი დედას და საწოლზე ჩამოჯდა. გაუკვირდა, რადგან საუბარმა საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა. თუმცა ყველაფერი წინ ქონდა, ჯერ თავისი მეგობრისთვის არ დაურეკავს. ღრმად ამოისუნთქა და მობილური ყურთან მიიდო.
- ამელ, შე პატარა ძუკნა. ასე უნდა გაპარვა? იდიოტო, უჩემოდ როგორ წახვედი. ვიცოდი თავიდანვე შეშლილი გადარეული რომ იყავი. შეტყობინება მაინც გამოგეგზავნა. ამდენი გამოცდების წინაც არ მინერვიულია. კარგად დასეირნობ სეულის ქუჩებში, ჰო? იქნებ ვინმე აიდოლსაც შეხვდი უკვე. მანდ უნდა გაერთო, მე კიდევ ვზივარ სახლში გამოყრუებული. დამელოდე, რომ ჩამოვალ მოგკლავ. ახლა კიდე მომიყევი, როგორია სეული? მოგეწონა? - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ყველაფერი ერთმანეთს ემამ. მის ხმაში კარგად იგრძნობოდა, ჯერ გაბრაზება, ნერვიულობა, სიყვარული და ბოლოს ინტერესი.
- აჰ, ემა ამოისუნთქე მაინც. - სიცილით უთხრა ამელმა.
- შენ კიდევ სიცილით თავი გაქვს? მე რეებზე გელაპარაკები, შენ კიდევ იცინიხარ. - საყვედურით უთხრა.
- კარგი, მაპატიე. ყველაფერი კარგადაა, შენ რას შვები?
- რას უნდა ვშვებოდე. წახვედი და ვარ მარტო. - მოწყენილად თქვა, ამელი დარწმუნებული იყო ემა ახლა ტუჩსაც გადმოაგდებდა საწყლად.
- ვიცი გაუფრთხილებლად არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ხომ იცი რატომაც.
- რომ ვიცი მაგიტომ გადამირჩი ასე ადვილად. კაი ახლა წადი და ვინმე კაი ბიჭი გაიცანი. იმ ვიღაცის ძებნას ნუ გადაყვები. მიყვარხარ, შტერო. ბაიი. - თქვა და სწრაფად გათიშა.
- ღმერთოო. - ამოიოხრა ამელმა და საწოლზე გადაწვა. უკვე საღამო იყო მან კიდევ სახლიდან გასვლა ვერც კი მოახერხა. არადა როგორ უნდოდა ახლა აქედან წასვლა.
არაუშავს სამაგიეროდ ხვალ მთელი დღე თავისუფალი იყო. წინ დიდი თავგაფასავლები ელოდა.
მოულოდნელად თითქოს რაღაც გაახსენდაო, სწრაფად წამოდგა. ერთერთ თაროსთან მივიდა და დღიურის მსგავსი წიგნაკი გადმოიღო. ფრთხილად გადაშალა,  უკვე კარგად ნაცნობ ფურცელზე თავისივე ნაწერს ხელი ნაზად გადაუსვა და თვალი ძველ სტრიქონებს გააყოლა.
,, ...მუდამ მზესავით ნათელი იყო, მოსიარულე ანგელოზი. ყოველთვის ბედნიერებას, სითბოს და იმედს ასხივებდა.
ბევრჯერ თვითონაც ცუდად იყო, მაგრამ არასდროს აგრძნობინებდა ამას სხვებს.
სულ იცინოდა, ამ დროს მასზე ლამაზი არავინ არსებობდა მთელ სამყაროში.
მაშინაც ასე მომღიმარი, აციმციმებული თვალებითა და ლოყებზე ჩემი საყვარელი ფოსოებით მოვიდა ჩემთან, გვერძე დამიჯდა და თავისი ანგელოზისებური ხმით მითხრა:
- გამარჯობა, მე ჰოსოკი ვარ!
იმ დღეს გავიცანი, ჩემი ცხოვრების შემცვლელი ადამიანი.
ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მეტად შემიყვარდა.
ადამიანი, რომელმაც ამ ცხოვრების ბედნიერი მხარეები დამანახა და უკეთესი გამხადა... "
ამელი კითხვას წყვეტს დასევდიანად დაჰყურებს ფურცელს. ხურავს და ისევ თავის ადგილას აბრუნებს წიგნაკს.
ისევ საწოლზე წვება და ჩუმად ჩურჩულებს.
- ასეთი ვინ ხარ, რომ შენზე კითხვისას ისევ ჟრუანტელი მივლის? რა მოხდა იმ ავარიამდე? რატომ დამავიწყდი? რა მოხდა იმ დროს ისეთი რაც არ მახსოვს? რატომ არ მასვენებს იმის სურვილი, რომ მოგძებნო? როგორ შეძელი ჩემთვის თავი ასე შეგეყვარებინა?

Please, Have Mercy On Me!.. (დასრულებული)Where stories live. Discover now