პირველი

231 22 2
                                    

კაფეტერიიდან საშინელი ხმაური გავიგონეთ.რამაც ყველა კლასში მყოფი გაგვაკვირვა.რადგან ხმაურის ინიციატორი ყოველთვის და ყველგან მე ვარ.

ყველა კაფეტერიაში წავიდა.მეც ბრბოს უკან მივყვებოდი.

-შეგიძლია შენი ბინძური ხელები მომაშორო.-უყვიროდა ვიღაც გოგო ბექიონს.ბექი ჩემი შეყვარებულია,უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ყოფილი შეყვარებული.

-აქ რა ხდება?-ვიკითხე ინტერესიანად და გოგოს ცინიზმნარევი მზერა მივაპყარი.

-არაფერი უბრალოდ ყავა გადავასხი და ვცდილობ გაწმენდაში მივეხმარო.

-კარგი მაგრამ რაღაც არ მახსენდება ვინმესთვის ყავა გადაგესხას და მერე მიხმარებოდი.შენ კიდე ტიპმა ამხელა გამონაკლისი დაუშვა და გეხმარება.რაღა გაწიკვინებს ერთი გამაგებინე.ეს სკოლაა ჩემო დაო და ამის მერე მიხვდები რა შეგიშლის წიკვინში ხელს.-მშვიდად მოვსვი ორივე თავის ადგილზე და გამოვბრუნდი.მაგრამ ძალიან კარგად გავიგე ქეთას სიტვები რომელიც ჩემს სათქმელს დაამატა.  ,,ან ვინ"

-------------------
სახლში დავბოდიალობ გამწარებული.ჩემს აწეწილ ნერვებს ჩემი ძმის დამცინავი მზერა ემატება.
კარებში ქეთა შემოვარდა.

-ლიზა მოვედი!

-ადი და ამოვალ.

ჩემი ძმა სახლიდან გავაგდე და როგორც იქნა დავრჩით მარტო მე და ქეთა.

-აბა რა გაიგე?-ვკითხე ქეთას აღშფოთებულმა.

-თაკო ქვია,ორი კვირაა რაც სეულშია.დღეს პირველად იყო სკოლაში.

-კიდევ?

-კიდევ ის რომ ბექიონს ძალით დაეჯახა.

-ფუუ ძუკნა.

-რის გაკეთებას აპირებ?

-ჯერ არაფრის,ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

-ბექი რას მოიმოქმედებს შენი აზრით?-ტელეფონში თავი ჩარგო და რაღაცის ძებნა დაიწყო.

Bad girlWhere stories live. Discover now