[3]

1.9K 276 123
                                    

თეჰიონმა თქვა, რომ ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ჯონგუკს საშუალება მიეცემოდა ქერა სახლში გაეცილებინა. ეს სიტყვები მის გონებას არ შორდებოდა..

მეორე საღამოს ფოტოგრაფი უცნაური მხიარულებით ავიდა ნაცნობ პარკში და პატარა ღიმილით მიუახლოვდა მოაჯირს.
ის ელოდა თეჰიონს, მის ფუნჯებს და საღებავებში ამოსვრილ ტილოს.

შუა ღამამდე ელოდა ბიჭი უცნაურ მხატვარს, მაგრამ თეჰიონი არ გამოჩენილა.

იმედგაცრუების დაუნდობელმა ტალღამ გადაუარა ფოტოგრაფს. თავს გაწბილებულად და გადაგდებულად გრძნობდა..

ასე გრძელდებოდა დღეები, რომლებიც შემდეგ კვირებში გადაიზარდა.

ჯონგუკი არ ნებდებოდა, ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მიდიოდა პარკში და იმ ადგილას დგებოდა სადაც თეჰიონი მუდამ იკავებდა ადგილს.

იხსენებდა მოაჯირზე შემომჯდარ ქერა ანგელოზს, უზარმაზარი ლამაზი ღიმილით და მანათობელი თვალებით.

ნუთუ გამიზნულად შეწყვიტა აქ სიარული? იქნებ აღარ სურდა ჯონგუკის ნახვა? ბიჭს ეს კითხვები შიგნიდან სჭამდა.

კიდევ ერთი დღე მთავრდებოდა თეჰიონის გარეშე, ჯონგუკი დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი არც ამ საღამოს გამოჩნდებოდა.

უინტერესოდ გადაჰყურებდა ერთ დროს მისთვის დამატყვევებელ და უმნიშვნელოვანეს სანახაობას და ვერ ხვდებოდა რა გაუკეთა ამ ქერა მხატვარმა ისეთი, რომ ეს ორი კვირა არც კი გახსენებია ფოტოს გადაღება აქ ამოსვლის დროს.

ფოტოგრაფმა ღრმად ამოიოხრა და როგორც ყოველ დღე ამ ორი კვირის განმავლობაში, დღესაც იმედგაცრუებულმა დატოვა ჯერ მოაჯირი, მერე კი პარკი.

***
"რა ჯანდაბა გჭირს?" უეცრად იჭექა ჯონგუკის ერთ-ერთი მეგობრის, სოკჯინის ხმამ.

"არაფერი, რა უნდა მჭირდეს" გუკმა წინადადება მძიმე ოხვრით დაამთავრა და კამერაში ძრომიალი განაგრძო

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now