17

1.6K 189 93
                                    

i love it when taekook is touchy 

____________________________________________________-

"გუკ?" ცარიელ სახლში თეჰიონის ჩურჩული ზედმეტად ხმამაღლა ისმის და ბიჭს ტანში ჟრუანტელი უვლის. 

მას შემდეგ, რაც პარკიდან ერთად დაბრუნდნენ, თბილ ლოგინში შეიყუჟნენ და ტკბილ, ხავერდოვან ძილს მიეცნენ. მხოლოდ დილის ოთხი საათი იყო, როცა თეჰიონს გამოეღვიძა და როცა თავის გვერდით ცარიელი ადგილი დაინახა, გული შეუქანდა. ნელა წამოდგა ლოგინიდან, ატლასის ხალათი არეულად შემოიცვა და შეკვრის გარეშე ჩაუყვა კიბეებს.

ჯერ კიდევ დაბინდული გონება ჰქონდა ძილისგან, ნაბიჯებს ნელა დგამდა და ყოველ მათგანზე თვალებს ისრესდა და საყვარლად ამთქნარებდა. სამზარეულოში და მისაღებში არავინ დახვდა, რამაც უფრო აანერვიულა. უკვე გარეთ გასვლას აპირებდა როცა კიბის ქვევიდან ხმა მოესმა და აჩქარებული გულით მიჰყვა მას.  ღრმად სუნთქვა დაიწყო როცა მიხვდა, თუ საიდან გამოდიოდა ხმები და გრძელი თითებით ნელა მიაწვა ისედაც შეღებულ კარს.

ჯონგუკი იქ იდგა, ზუსტად შუა ოთახში, და ყველა წვრილმანს დაკვირვებით აკვირდებოდა. თითქოს სურდა არაფერი გამორჩენოდა.

"გუკ?" ამოიჩურჩულა ბიჭმა და უმცროსიც სწრაფად მოტრიალდა მისკენ.

ჯონგუკმა ნელა შეათვარიელა ქერას სხეული. ჯერ მოშიშვლებულ ფეხებზე აატარა მზერა, რამდენიმე წამით მიაშტერდა ღია ხალათიდან გამოჩენილ გლუვ, საყვარელ მუცელს და გულ-მკერდს, თვალები კისერზე გადაატარა და საბოლოოდ ბიჭის აწითლებულ, წინ გამოწეულ ტუჩებს დააჩერდა.

"გუკ? აქ რას აკეთებ?. მე.. მე.."

"ეს ოთახი რატომ არ მანახე? თე.. ხომ იცი, რომ შენს ნახატებს ვაღმერთებ, ისევე როგორც შენ.." ამოთქვა და კიდევ ერთხელ მოავლო თავი ხელოვნების ნიმუშებით სავსე ოთახს, ფრთხილად მიუახლოვდა ნახატებს და ხელი ნაზად გადაატარა. კარგად ხედავდა ფოტოგრაფი, ხედავდა, რომ მათი უმეტესობა ოკეანის სახე იყო. აშკარად ეტყობოდა მხატვარს, რომ ოკეანის სილამაზით, სიძლიერით და თავისუფლებით იყო შეკრებელი. გუკს რამდენჯერმე შეეკრა სუნთქვა ნიმუშების დათვარიელებისას.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now