😭არ მინდა დაგტოვო!(the end)

1K 39 5
                                    

ოთახში სიბნელეა მაგრამ პატარა სინათლს შუქი შიგნით მაინც აღწევს რომელიც მაიძულებს სილვეტები აღვიქვა სიჩუმეს ადამიანების ფშვინვა არღვევს რომლებიც უკვე დიდი ხანია სიზმრების სამყაროში გადაეშვნენ მაგრამ მე არ მეძინება კედელს ვარ აკრული და არ ვინძრევი ვერ ვინძრევი რადგან შენს სხეულს ჩემს გვერდით ვგრძნობ შენ სითბოს შენს აურას ლოგინი ცარიელია მაგრამ მაინც ვგრძნობ და მგონია რომ ჩემთან ხარ ვარდისფერ კედელს ვარ აკრული მცივა ვიყინები მაგრამ არა გვერძე არ გადმოვბრუნდები რადგან არ მინდა შენი ადგილი დავიკავო და გაგაქრო შთანთქა ტკივილი მაწუხებს რეალობა მექაჩება მიპყრობს მატყვევებს მტანჯავს მაგრამ როგორც კი შენი სახე მიდგება თვალწინ მაშინვე მეღიმება სიყვარულით ვივსები მე ვიცვლები სულ სხვა ადამიანი ვხდები მაგრამ შენ სად ხარ სადღაც შორს ჩემგან შორს მე შენი შეხება არ შემიძლია შენი კოცნა და ჩახუტება მაგრამ რატომღაც შენს ყველა ნაკვთს ვგრძნობ შენს სხეულს და შენს ჩახუტებას ვიცი როგორი აგებულება გაქვს როგორი ტუჩები და თვალები გაქვს ალბათ თვალები რომ ამიკრან და რომ ვერ გხედავდე მილიონ კაცში მაინც გიცნობ მაგრამ სად ხარ არც კი ვიცი ან ამ წამს რას აკეთებ ვის ეხუტები ვის გკოცნი მაგრამ მე ახლაც გგრძნობ მე შენ ყოველ ღამე გგრძნობ ჩემს სიზმრებში როგორ მოდიხარ და მეხუტები მკოცნი ჩვენ ერთად ვიცინით და ერთმანეთის სიყვარულით ვხარობთ წამით ეს ყველაფერი რეალობა მგონია და ჩემს თავს ვეკოთხები
-ის ისს რა ნამდვილია?
მაგრამ მაშინვე იწყებს შენი სახე გაქრობას მაშინვე ირღვევა შენი ნაკვთები სახეზე უფერული ხდები და მიდიხარ იკარგები მე ვცილობ რომ დაგაბრუნო გონებას ვძაბავ რომ სიზმარი აღვიდგინო მაგრამ უეცრად ვიღაცის ხმა მაღვიძებს და შენ იკარგები სადღაც მიდიხარ ქრები სამუდამოდ მე კი კვლავ რეალობას უსწორებ თვალს და ვკვები მე სულიერად ვკდები ახლა გონებაში ზუსტად გუშინდელი სიზმრები იწყებს შემოჭრას რომლებიც ნელნელა უფერული ხდება შენთან გატარებული თითეული მომენტი მავიწყდება გონებას ვძაბავ მაგრამ მათი დაბრუნება შეუძლებელია და ახლა ამიტომ ვარ კედელს აკრული რომ გუშინ თბილი საბნის
ქვეშ ვიწექი და ღმად მეძინა და ზუსტად მაშინ გხედავდი შენ ამიტომ არ შემიძლია იმ ადგილას დავწვე რადგან მგონია რომ შენ წევხარ იქიდან შენი სითბო მოდის ენერგია არ მინდა გშთანთქა და გაგაქრო ამიტომ ვერ ვეკარები თბილ ლოგინს არ მინდა დაგკარგო და წახვიდე მაგრამ შენ ჩემი არასდროს ყოფილხარ ოდესღაც წახვალ სხვასთან მაგრამ შენი გაშვება არ შემიძლია რადგან შენ მხოლოდ მე მეკუთნი ეს შენ არ იცი მაგრამ შენ ჩემი ხარ მაგრამ მაინც ვიტანჯები რელობა და უბედური ცხოვრება მტანჯავს იცი დღეს დილას როგორი ბედნიერი ვიყავი როდესაც სიზმრებს ვიხსენებდი იცი წამით ყველაფერი რეალობა რომ მეგონა მაგრამ კვლავ დამიკაკუნა კარზე ჩემმა ნამდვილმა ცხოვრებამ მე ვუყურე როგორ იცვლებოდნენ ჩემს გარშემო ადამიანები როგორ მაწიწკნიდა მტერი ჩემს საყვარელ ადამიანს ჩემი ბავშვობის მეგობარს ამ ყველაფერმა ორგანიზმი დამინგრია მაგრამ ამდროს შენი სახის წარმოდგენა საკმარისი იყო რომ ღიმილი გადამკვროდა სახეზე ამიტომაც ახლა ვწევარ შენზე ვფიქრობ და რეალობას გავურბივარ მაგრამ მალე შენც აღარ მეყოლები შენც წახვალ დაგკარგავ დაგემშვიდობები რადგან მე ჯოჯოხეთში შევდგავ ფეხს და შენ ჯოჯოხეთში ვერ წაგიყვან რადგან შემდეგ იქ ჩავრჩები რეალობას მოვწყდები და შენი რეალურად ნახვის შანსაც დავკარგავ სამუდამოდ მაგრამ რომც წაგიყვანო შენს თავს დამავიწყებენ შემაძულებენ რადგან ჯოჯოხეთიდან გამოსვლის შემდეგ მე უკვე ზრდასრული ქალი ვიქნები რომლებსაც დიდი ამბიციები ექნება რომელიც ალბათ არ გაგიხსენებს მაგრამ არ მინდა დაგივიწყო მინდა შენთან დავრჩე სამუდამოდ და ჩემთან იყო მაგრამ ცხოვრება ასე მოითხოვს ეს ჩემი ნება არააა მე არ ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას ამიტომ ყოველდღე ფურცელზე გადამაქს ჩემი გრძნობები სიზმრები და ყველაფერი ვიკეთებ თილისმებს რომელიც ჩვენი სიყვარულის სიმბოლოა რომ არ დამავიწყდე და ცხოვრების ბოლომდე დამამახსოვრდე და ერთ დღეს წამოვიდე შენს საძებნელად და მართლა რეალურად ჩაგეხუტო

წლების შემდეგ ჩანაწერებს  და თილისმებს რომ ვნახავ გაგიხსენებ მე შენ გაგიხსენებ მაგრამ ეს ყოველივე ჩემთვის ასეთი მნიშველოვანი და ფასეული კვლავ იქნება ? მე ხომ ბრმა ადამიანების ბრბოში ვიქნები უკვე ჩაკარგული

იცი ჩემს თავს წერილიც კი მივწერე რომ გამახსენოს შენი თავი და ჩემი ძველი მე პატარა საყვარელი მხიარული გოგონა ის გამახსენებს რომ წამოვიდე შენს საძებნელად ის გამახსენებს რომ სიგიჟემდე მიყვარხარ მაგრამ მე ვერ შეგპირდები რომ გიპივნი ვერ შეგპირდები რომ გაგაბედნიერებ ვერ შეგპირდები რომ ოდესმე თვალს მომკრავ არ ვიცი ის დიდი და ამბიციური ქალი
ამას როგორ მიიღეებს შეიძლბა დახიოს კიდევაც ეს წერილი და გადაგდოს შეიძლება სიცილით გასკდეს ან მართლაც გაიხსენოს ვინ არის და მოგძებნოს მაგრამ მე თუ ვერ შევძლებ შენამდე მოღწევას იმედი მაქვს ამას სხვა მაინც შეძლებს და გაგაბედნიერებს

ახლა მინდა გითხრა რომ სიგიჟემდე მიყვარხარ ეს შეიძლება ჩემი ბოლო შანსიც კი იყოს რომ ჩემი გრძნობები გამოვხატო შენდამი რადგან რამდენიმე დღეში უკვე ბრმა ბრბოს ნაწილი ვიქნები ამიტომ უბრალოდ მინდა
გითხრა რომ მიყვარხარ ჩემო პატარავ და აი კვლავ ბნელი ოთახი კვლავ სიცივე და ცრემლი ახლაც  შენზე ვფიქრობ აქამდე მართალია ღიმილს მგვრიდი შენ აჩენდი მას ჩემს სახეზე მაგრამ ახლა ღიმილი უკვე ცრემლა შეცვალა როდესაც უკვე ვიცი რომ რამდენიმე დღეში შენ ჩემი აღარ იქნები მე შენ დაგკარგავ სამუდამოდ ან ვინ იცის იქნებ დროებით !

ესეც ჩემი გრძნობები😢😊

გადავწყვიტე აქ ჩემი დღიური გამეკეთებინა და ჩემი გრძნობები გადმომეცა რათქმაუნდა ეს ნაწილი დასრულდა მაგრამ კიდევ ბევრ რამეს ვგრძნობ და აუცილებლად გაგიზიარებთ❤️

MY DIARY 💙Where stories live. Discover now