29 სექტემბერი 08:56
საოცრება, სკოლაში ცარიელი ჩანთით მივედი მაგრამ საბა მოვიდა სამაგიეროდ გატენილი ჩანთით სადაც ჩემი წიგნებიც იდო მოვიდა ჩემთან და კარგი მეგობარივით გადამკოცნა ძლივს დაბაჯბაჯებდა იმხელა ჩანთით ამოიღო ჩემი წიგნები და მაგიდაზე დამიდო და თან მითხრა
- გუშინ ეს ჩემთან დაგრჩა
ამის თქმა და ჩვენი კლასელების ყვირილი ერთი იყო
" საბას+მარიამი= შეყვარებულებს" განუწყვეტლივ ამას იმეორებდნე მე თითქოს მომწონდა შემდეგ ქეთი მოვიდა და მითხრა
- გოგო შენ და საბა ერთად ხართ და ამას ეხლა უნდა ვიგებდე? ვსო ხმა არ გამცე, ისე საყვარელია?
ამ დროს მე ცუდად გავხდი თავბრუ დამეხვა თვალთ მიბნელდებოდა და ძირს დავეცი
გული წამივიდა ასე პირველად მოხდა. როცა გამოვფხიზლდი თავზე მედგა საბა დედაჩემი და სკოლის ექიმი, იმ დღეს სკოლიდან გამანთავისუფლეს და აბა თუ მიხვდებით ვინ წამოყვა დედაჩემს?
გამოიცანით ზუსტად საბა მთელი დღე საბა წინ მეჯდა და მიყურებდა ხო ასე გამოვიდა მერე საღამოს სახლში წავიდა.30 სექტემბერი
დილის 7 საათზე გამეღვიძა დედაჩემმა მითხრა თუ გინდა სკოლაში ნუ წახვალო მაგრამ მე მაინც წავედი არადა კაცი ასეთ სიამოვნებაზე უარს არ იტყოდა ჯერ კიდევ გასარკვევია გუშინ რა დამემართა მაგრამ ალბათ მალე გავიგებ სკოლაში რომ მივედი ჩემი გადარეული კლასელები შემომეგებნენ და მათი ფრაზები უნდა გაგეგოთ "საბას გამო წაგივიდა გული?" ამასაც ამბობდნენ "მარიამი + საბა = შეყვარებულებს"
ნუ ისინი ისე იქცეოდნენ როგორც პირველ კლასელები
მალე გაკვეთილები დაიწყება და ამ დროს გამოჩნდა საბა "ჩემი გმირი" რათქმაუნდა ბრჭყალებში მოვიდა ჩემთან და მკითხრა
- როგორ ხარ?
-კარგად
-გუშინ ძალიან შემაშინე
- გუშინ მეც შემეშინდა
ჩვენი საუბარი მასწავლებელმა დაარღვია რომელიც მეკითხება
-რა იყო გუშინ რა დაგემართა?
მეზიზღება მუსიკის მასწავლებელი ყველაფერში ცხვირს ყოფს
-არ ვიცი მას
ვუპასუხე და ვითომ საპირფარეშოში გავედი უკან გამომყვა საბა მერე ეზოში ჩავედით და ვლაპარაკობდით
- მარიამ რატომ არ მიპასუხე ჩემს კითხვაზე?
- რომელ კითხვაზე?
- ჩემი შეყვარებბული იქნები?
- შენ არ გიყვარვარ მე და მატყუებ
- მიყვარხარ იცი რა მიყვარს შენში?
- რა ?
- შენი მიუკარებლობა.
- მე ჯერ არ მიყვარხარ
-იცოდე თავს შეგაყვარებ
- ვნახოთ
პირველი გაკვეთილი გავაცდინეთ საბამ კიდევაც შემომთავაზა შატალოზე წასვლა. მე ჯერ არასოდეს არ ვარ ნამყოფი შატალოზე ამიტომაც დავთანხმდი
წავედით პარკში სასეირნოდ რატომღაც მან ხელი ჩამკიდა და ასე ხელჩაკიდებულები ვსეირნობდით მე მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა ვინც კი ჩაგვივლიდა გვერდით ყველა ბედნიერი სახით გვიყურებდა მემგონი მოვწონდით ალბათ შეყვარებულები ვეგონეთ მაგრამ ალბათ.
შემდეგ კაფეში შევედით და ისევ დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა
- მარიამ რა ფერი გიყვარს?
ამ კითხვაზე ძალიან ბევრი ვიცინე და ვუპასუხე
- ცისფერი
- რატომ ცისფერი
- იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე ცა ყველაზე სუფთაა და შენ რა ფერი გიყვარს ?
- ცისფერი
-რატომ?
- იმიტომ რომ იმ გოგოს უყვარს ვინც მე მიყვარს .სანამ სახლში მივიდოდით საბამ მკითხა
- კარგი იყო შენი პირველი შატალო?
- კი მომეწონა
- მეც მომეწონა შენთან ერთად შატალოზე
მე მას ლოყაზე ვაკოცე და სახლში ავედი სანამ ავდიოდი მერე გავაანალიზე რომ ვაკოცე მერე მივხვდი რა სისულელე გავაკათე მაგრამ ეს მე კი არა ჩემი გული იყო მაგრამ ამ კოცნის მერე საბაც იყო 20 წუთი ეზოში გაშეშებული.