-კარგი დაწყნარდი თუ ნერვებს გიშლი მითხარი და თავს დაგანებებ და საერთოდ არ გაგცემ ხმას მე უბრალოდ მომწონხარ
- კარგად მე უნდა წავიდე
ვუთხარი და წამოვედი იმის მერე სულ წვიმდა, თითქოს მე დამაწვიმდა და ამინდი მე მეჩხუბებოდა, ეს გულს მწყვიტავდა და სულ საბას სიტყვებზე ვფიქრობდი
" მე უბრალოდ მომწონხარ "
ჩემთვის არავის არ ეთქვა ეს სიტყვები...26 სექტემბერი 17:37
ჩემთვის წიგნს ვკითხულობდი ოთახში და აივნის კარებზე ვიღაც აკაკუნებს და კარებიდან ვის ვხედავ საბა მიყურებს და მიღიმის თან სულ სველია. გარეთ წვიმს. გავუღე კარები და ვუთხარი
-აქ როგორ აღმოჩნდი? საიდან?
-ნუ ჩვეულებრივ ავღმოჩნდი
-არ მიჯერებ რო გეუბნები გიჟი ხარ თქო?
-არა შენი თქმა არ მინდოდა ისედაც ვიცოდი რომ გიჟი ვარ
-გამოსწორებას არ აპირებ?
-არა არასოდეს მარიამ არასოდეს გამოვსწორდები
-თუ ასეა კარგი იყავი მანდ მე წავალ და წიგნს წავიკითხავ
-კარგი მე აქ ვიქნები და გიყურებ როგორ კითხუობ წიგნს
კარი მივუხურე და გამოვბრუნდი ისე ხო არ შემომეყვანა თან გარეთ წვიმს და ქარია ის კიდე სულ სველია არა გიჟია. გულმა ვერ გამიძლო და შემოვიყვანე 20 წუთის შემდეგ სახლში გავიდა და ჩემს კითხვებზე
ისევ დარჩა პასუხი გასაცემი მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიგებ27 სექტემბერი. 09:08
მე ველოდები როდის გამოჩნდება საბა მაგრამ ის კიდევ არ ჩანს არასოდეს მინერვიულია კლასელზე ისე როგორც ახლა მაგრამ ფაქტია რომ ის გაცივდა22:36
მე გავბედე და საბას მივწერე აბა თვითონ ხომ ვერ მოიფიქრებდა მოწერას
- როგორ ხარ?
- თუ არ ჩავთვლით იმას რომ 39 მაქ სიცხე კარგად თან შენ მწერ მე და უფრო კარგად
- თუ კარგად ხარ ნახვამდის
- მომენატრე მარიამ💖
ვფიქრობდი რა მიმეწერა მეც თქო? არა გიჟი ხომ არ ვარ და მივწერე
- შენ მე წესიერადაც არ მიცნობ და ვერ მოგენატრებოდი
ტელეფონი გავთიშე და დავიძინე.28 სექტემბერი 20:56
სკოლის შემდეგ საბას შევუარე სახლში . კარზე რომ დავაკაკუნე ერთმა ძალიან თბილმა ქალმა გამიღო კარი
-საბა სახლშია?
-შენ ალბათ მარიამი ხარ,
- კი
-სახლში წამოდი მასთან მიგიყვან
მე შევედი საბას ოთახში ნამდვილად ლამაზი ოთახი ჰქონდა უამრავი ნახატით შემკული
-საბა როგორ ხარ?
- კარგად,ძალიან კარგად და თან შენ ჩემთან მოხვედი
- ეს ნახატები ვისია?
- ეს ნახატები ზოგი ჩემია და ზოგი დედაჩემის
- ისე ძალან საყვარელი დედა გყავს
- ის დედაჩემი არ არის, ის მამიდაჩემია
- და დედა სად გყავს?
-დედაა, დედა მოკვდა, მოკვდა როცა 11 წლის ვიყავი
ამ სიტყვების შემდეგ ჩვენ არ ვლაპარაკობდით მხოლოდ ერთმანეთს ვუყურებდით და თითქოს ამით ვტკბებოდით საბაზე უფრო მეტი რამე დამაინტერესდა. ვინ არის საბა საიდან მოვიდა რა უნდა რატომ არი ასეთი საყვარელი რატომ არის სულ ბედნიერი და რატომ არის სულ კმაყოფილი
მინდოდა მეკითხა რა დაემართა დედაშენს მაგრამ ვერ შევძელი
რამდენიმე წუთის შემდეგ დუმილი დავარღვიე და ვუთხარი
- მე უნდა წავიდე
- ასე მალე?
- კი მეჩქარება უნდა ვიმეცადინო
- ერთად ვიმეცადინოთ
- კარგი მაშინ დავიწყოთ
დევჯექით და დავიწყეთ მეცადინეობა მე ვფიქრობდი რომ უცოდინარი იყო თუმცა აღმოჩნდა რომ ძალიან კარგად სწავლობს რამაც ძალიან გამაკვირვა როცა ვმეცადინეობდით მან მკითხა
- შეყვარებული გყავს?
- არა. ვუპასუხე მე
- ჩემი შეყვარებული იყავი
- მე? შენ მართლა სულელი ხარ
ვუთხარი და სახლში ისე წამოვედი ნივთებიც კი დამავიწყდა