1🌙

591 14 1
                                    

საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო.
ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.
დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო, მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა, მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად ვერ იტანდა.
-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი.
- მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.
მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მის ზნეს ბევრი სიგიჟედ მიიჩნევდა.
მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარა მიატოვა.
ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ. კასს განსაკუთრებით გაუჭირდა. შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, წარამარა ჩხუბში იწვევდნენ. ჩხუბი იყო სასტიკი და დაუნდობელი. კასს მთელი მარცხენა მკლავი სამართებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა...

 მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.
 კასი ყველაზე ლამაზი გოგო მთელ ქალაქში-kasi(დასრულებულია02:00)🌙Donde viven las historias. Descúbrelo ahora