სასჯელი პირველი ცოდვილისთვის

311 26 15
                                    

რომელი ერთი გაბედავთ ჩემს წინ წამოდგომას, იმის სათმელად, რომ ნამდვილი ტანჯვა გამოგიცდიათ? რომელი გამისწორებთ თვალს და დაიწყებთ დამტკიცებას თქვენი ღირსების? რომელი გაბედავთ მუხლზე დგომას, ჩემგან მოწყალების მისაღებად? რადგან თუ უკვე ჩემთან ხართ, ჯერ არ გამოგიცდიათ ტანჯვა, არ გქონიათ ღირსება და დარწმუნებულები უნდა იყოთ, აქ მოწყალებას ვერ იპოვით, რადგან ის მეც არ მიმიღია.
პირველი ცოდვილი იმ დღიდან, რაც სამყარომ სუნთქვა ისწავლა. ქურდები, მისნები, ღვთის სახელის შეურაცხმყოფელნი, მკვლელები, რასებისა თუ თითო კაცის, ყველანი ჩემს გვერდით ჩაივლიან და მე მაინც ნომერ პირველი ცოდვილი ვარ. 

***
- ხსნა არაფერშია?- მორიგი მკვდარი სიცოცხლის სურვილით. სანამ სულების მდინარეზე დიდი ნავით გადამყავს, ის უაზროდ გაწელილი 3 წუთი. როგორ მეზიზღება.
- ნუ უყურებ სიცოცხლეს, როგორც შეწყვეტილს, არამედ დასრულებულს.
- ღირდა მაინც? რა მოხდებოდა რომ დავრჩენილიყავი?
-ამის ცოდნა უფრო დაამძიმებს შენს სულ. არ იქნება შვება.

***

ბევრის მნახველს და ბევრის გამგონეს ვერ გამაკვირვებს ვერცერთი თითქმის გახრწნილი. აქ რომ შიშით რძწიან, და ხმელეთზე თამამად უწოდებენ თავს მეფეებს. ის კი არ იციან სანამ ცოდვით აიმყრალებენ ენას, სამოთხე მათ ყურს უგდებს. 

ყოველთვის გისმენენ.

მაგრამ ნეტა ჩემთან მოსვლამდეც გხედავდეთ ვინმე. 

ისეთ მომენტებში, როგორც ახლა. როდესაც თხელი თეთრი კაბით მდინარის მეორე მხარეს ახალგაზრდა გოგო დგას. თვალებიდან მონეტები მოუშორებია და ხელში ათამაშებს, რომ გზის საფასური გადამიხადოს. 

და მე ისიც არ გამიკვირდება მისი სილამაზე ჯოჯოხეთთან თუ მივიყვანე. 



- ქაროს - დინჯად ამბობს ჩემს სახელს და ხელს მიწვდის, რომ ჩაჯდომაში მივეხმარო. შევახო მის ნაზ ხელებს ჩემი გახრწნილი?

🎉 You've finished reading Heaven finds an ear when sinners find a tongue / სამოთხეს ესმის ცოდვილთა საუბარი 🎉
Heaven finds an ear when sinners find a tongue / სამოთხეს ესმის ცოდვილთა საუბარიWhere stories live. Discover now