Irving, Texas
ქალური რომანის ერთ-ერთი გვერდის გადაშლის შემდეგ, მე უფრო და უფრო მაკვირვებდა მთავარი გმირის გულუბრყვილობა. მთელი წიგნის წაკითხვის ხანგრძლივობაში მას სულ ჯეროდა წმინდა სიყვარულის, რომელიც სამწუხაროდ მისი პარტნიორისთვის საერთოდ არ არსებობდა.
სიყვარულის გარეშე ჩვენ უბრალოდ ცარიელი ჭურვი ვართ.
ის მოდის მოულოდნელად, როდესაც მას სულაც არ ელოდები, და ატრიალებს მთლიანად ჩვენს რეალობას.ადამიანები იცვლებიან როდესაც მათ გულში სიყვარული მეფობს, ისინი გარდაიქმნებიან:
ჩნდება სტიმული ზრდისა და განვითარების, ჩნდება სურვილი გახდე საინტერესო, მომხიბლავი ადამიანი.თუმცა მაინც,რატომ არიან ეს შეყვარებული ხალხი ასეთი ბრმები, რომ ვერ ხედავენ გამოშკარავებულ, ნამდვილ გრძნობებს? ისინი მხოლოდ ბოლოში ხვდებიან, რომ სიყვარულს შეუძლია დიდი და მტკივნეული შრამის დატოვება.
უაზრო ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. საათის შემოწმების შემდეგ დავფიქრდი თუ ვინ იქნებოდა ასეთ დროს.
წიგნის გვერდით გადავდე და კარებისკენ წავედი."დევიდ?"
გაკვირვებულმა ვიკითხე როდესაც კარები გამოვაღე, ბიჭმა ჩემს დანახვისას გაიღიმა.
სიტყვის უთქმელად მან თავისი ზურგიდან დიდი ვარდების ბუკეტი გამომიწოდა. როდესაც ძალზე მოულოდნელი საჩუქარი მივიღე ჩემმა გულმა ბედნიერებისგან ფეთქვა დაიწყო. ყველა ქალი დააფასებდა ასეთ ყურადღებას.
"რის საპატივცემლოდაა საჩუქარი?"
ვკითხე, როდესაც ბინაში შემოვუშვი.
"შენი ახალი სამსახურის"
თქვა და ლოყაზე მაკოცა, მან თავისი პიჯაკი გაიხადა და თავის ადგილას ჩამოკიდა.
"დევიდ ჯერ არ ავუყვანივარ"
შევახსენე, მაგრამ მან უბრალოდ ხელი გაიქნია, არ სურდა მოსმენა.
YOU ARE READING
Harry Styles: Liliana ქართული
Romance||Georgian Fanfiction|| All the sadness inside me melted away, Like I was free. I learned a lot about falling in love when I fell out of love.