როგორც ყოველთვის ჩემი დილა მაღვიძარას დახმარებით დაიწყო, თუმცა დღეს არ ვნერვიულობდი,გუშინ დევიდმა რესტორანში წამიყვანა და ვაღიარ, ყველაფერი არც ისეთი მშვენიერი იყო.ამის გარდა ისიც მიხარია, რომ სამსახურში არანაირი ისეთი კითხვა არ დამისვეს, რასაც ჩემი თავის უხერხულ მდგომარეობაში შეეძლო ჩაგდება.
მისტერ მალიკი ძალზე სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა, თუმცა მაინც მგონია, რომ არც ისეთი ადვილი ადამიანია, როგორიც ჩანს.
ყველა ამ ხალხმა დიდ წარმატებას მიაღწია და ღმერთმა იცის ამისთვის რა არ ქნეს.როდესაც დროს შევხედე, მივხვდი რომ უკვე მომზადების დროც იყო. მანქანა მყავს, თუმცა ვფიქრობ, რომ საცობებით მაინც დავაგვიანებ. უცბად მოვიწესრიგე თავი და ჩავიცვი, გასვლამდე მანქანის გასაღები ავიღე და ბინა დავკეტე.
ჩემი Ford Focus- ჩემი სიამაყეა, ამ მანქანისთვის დიდი ხანი ვაგროვებდი სათანადო თანხას.
ხან სახლში რამოდენიმე ტექსტებს ვთარგმნიდი, ხან წიგნებიც ვადმომქონდა ინგლისურ ენაზე, რაც არ უნდა ყოფილიყო დევიდის შემოთავაზებულ ფულს არასდროს ვიღებდი, მერჩევნა ყველაფერი ჩემი შრომით მიმეღო.
მანქანაში ჩავჯექი და დავქოქე.***
"ჯანდაბა"მანქანა სწრაფად დავბლოკე და უკვე ნაცნობ შენობას გიჟისავით მივუახლოვდი, ჯანდაბა პირველივე დღეს დავაგვიანე.
დაცვამ უპრობლემოდ გამიშვა და მეც შენობაში შევედი.ლიფტის გამოძახების ღილაკს დავაჭირე და ლოდინი ნერვიულად განვაგრძე. ცოტახანში კარები გაიღო და ლიფტში შევედი. უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც ჩემთან ერთად ვიღაც მამაკაცებიც შემოვიდნენ.
"ლიფტი უკვე დაიძრა?"
გაისმა ფრანგული აქცენტი, რომელიც ჩემთან ახლოს მყოფ მამაკაცს ეკუთვნოდა.
"ოჰჰ, დიახ, რომელ სართულს დავაჭირო?
მივუგე ფრანგულად.
YOU ARE READING
Harry Styles: Liliana ქართული
Romance||Georgian Fanfiction|| All the sadness inside me melted away, Like I was free. I learned a lot about falling in love when I fell out of love.