თავი 43

3.1K 296 16
                                    


18 მარტი

ჯონგუკი არ იყო. თვალი გავახილე თუ არა, მაშინვე გაქრა გუშინდელი რომანტიული განწყობა. რა თქმა უნდა, ჯიმინ, როგორც ყოველთვის, დებილი ხარ. ნასვამი ჯონგუკი და ფხიზელი ჯონგუკი - სრულიად განსხვავებული ადამიანია. ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება. და ყველა სიტყვა მზეზე, გულგრილობის არქონაზე... მხოლოდ სიტყვებია. მხოლოდ ასოების ნაკრები. გასწორებულ ლოგინს თვალი გადავავლე და ამოვიოხრე. ნაბზარი შიგნიდან მტკივნეულად ფეთქავდა და თავს არ მავიწყებდა. ასეც მომიხდება. ხელს ნეკნებზე ვიჭერ, კრესლოდან ვდგები და ადგილზე ვშეშდები. კარებში ჯონგუკი იდგა. სერიოზული, კონცენტრირებული, გაჯანსაღებული. ყავის ორი ჭიქით ხელში. რომელსაც ქალაქის ცნობილი რესტორნის ლოგო აქვს.

-აი, - ის ჭიქების დემონსტრირებას მიკეთებს. თითქოს მებოდიშება. -მათ შესანიშნავი ყავა აქვთ... ძალიან გტკივა?

-არა, - ვიტყუები მე და გულწრფელად ვიღიმი.

-აიღე, -ის ჭიქას მაწვდის, მე კიდევ ცხელ სასმელს ვსვამ. მართლა, ამაზე გემრიელი ყავა არ გამისინჯავს.

-გუშინდელის გამო ბოდიში უნდა მოგიხადო, -იწყებს ის.

ნაადრევად გაგიხარდა, ჯიმინ, ნააადრევად. ჯონგუკი თავის რეპერტუარზეა. მისგან ყველაფერს უნდა ელოდე. ეხლა იტყვის, რომ არაფერი არ ახსოვს, და რაც ახსოვს შეცდომა იყო.

-უნდა, მაგრამ არ მცხვენია.

რა? თვალებგაფართოვებული ვუყურებ.

-სინამდვილეში, ამას სხვა შემთხვევაში არ გეტყოდი. თუმცა, შენი დახმარების გარეშე არ ყოფილა... ჯიმინ, - ის მტაცებლურად მიყურებს, - დაუსვა პროვოკაციული კითხვები ადამიანს, რომელიც ძლივს აზროვნებს... მაგრამ მე... - ის უცბათ ირევა. -მიხარია, რომ აქ ხარ. ეხლა კი გეყოფა გმირის როლის თამაში.

-რა?

-დაწექი. თუმცა არა, მოდი დავათვალიერებ შენს საბრძოლო ჭრილობებს.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora