ვერასდროს დამეუფლები

42 2 0
                                    


----ააააააააა (ყვირილი)
ვიღაცის დაფის აპკის გამხევი ხმა გაისმა.
მალევე, ყოველი ადგილიდან სხვა ყვირილი გაისმა და ხალხის ჩურჩულიც ისმოდა.
მუსიკის გამორთვისთამავე, რომელიც მხიარულად უკრავდა, მოცეკვავეები სწრაფად დაიხარნენ და იმ ადგილს აერიდნენ (გაეცალნენ).
მთელ საბანკეტო დარბაზში, სადაც მხიარულება სუფევდა, საბოლოოდ სიცივემ დაისადგურა.
და ეს ზუსტად მე ვიყავი, ვინც ეს ყველაფერი გამოიწვია.
--- "რატომ გააკეთეს ეს საშიში რაღაც?"
ჰიოჯო ოქროთი დამზადებულ სკამზე იჯდა,  როცა ზემოდან ჩამომხედა და მკითხა.
ხელში ძალიან ბასრპირიანი დანა მეჭირა.
მარცხენა ხელი სახელურზე მეკიდა, მაგრამ ნერვიულობის გამო მარჯვენა ხელით დანა მეჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ გაჭრა ვიგრძენი, საერთოდ არ მტკენია.
---"ოო ძვირფასო, საშინლად გამოიყურები."
ჰიოჯომ შუბლი შეკრა და ენას კბილი დააჭირა (გაჩუმდა).
მოულოდნელად მზერა შევცვალე და თვალში მომხვდა ხელში დაჭერილი დანა. დანიდან მუქი წითელი, ახალი სისხლი ჩამოდიოდა და ძირს ეცემოდა.
---" გაჩერდი,  უნდა გაუშვა, გეტკინება . "
ჰიოჯოს ირონიული სახე ჰქონდა, როცა თითქოს და შეწუხებული მეუბნებოდა  ამას.
ის იყო ის, ვინც ამას შეწუხებული მეუბნებოდა, მაგრამ ჩემზე წუხილი ფრჩხილის ოდენაც კი არ აქვს.
ის ფიქრობდა, რომ ამ დანით არაფრის გაკეთება შემეძლო.
---"არა"
ძალიან ვცდილობდი არ მეცახცახა (მეკანკალა), მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხმა, რომელიც ტუჩებს შორიდან გამოდიოდა, ვიღაცას ესმოდა, რამდენადაც ვგრძნობდი იმდენად ვკანკალებდი.
---"ოდნავადაც არ მტკივა"
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი იზრდება (მატულობს), ახლა არ მტკივა, ვერ ვგრძნობ.
ქვედა ტუჩზე ძლიერად ვიკბინე და შემდეგ ხელში ძალის მიცემისთანავე დანა ხორცში ღრმად შევიდა. ტკივილს ისევ ვერ ვგრძნობდი.
ჰიოჯოს სახე დაუმახინჯდა.
სკამის ზურგს იყო მიყრდნობილი და უაზროდ იღიმოდა, მაშინ როცა მისი სხეულის წინ ვეგდე.
---"მაგ დანით რის გაკეთებას ცდილობ? "
---" და შენ როგორ ფიქრობ?"
---"ამ არ ვიცი, ისევ ჩემს მოკვლას აპირებ? მაშინ როცა ერთხელ უკვე დამარცხდი.
ჰიოჯო ხითხითებდა.
იგი იყო  სამყაროს ბრძანებელი და მისი ხმაურიანი სიცილის დაწყებისთანავე გარშემო ხალხმაც, რომლებიც სხვის აზრზე ნერვიულობენ, რიგრიგობით აჰყვნენე მას და სიცილი დაიწყეს.
ეს იყო ხერხი, რომელიც მან ცოტახნისწინ აირჩია ჩემი გულისტკენისთვის.
ამ სამყაროში ერთი წელია ვცხოვრობ. ამ დროის განმავლობაში, ჰიოჯო გავდა ბიჭს, რომელმაც არ იცოდა როგორ გამოეხატა გრძნობები, გოგოსადმი, რომელიც მოსწონდა, ამიტომ დამცირებას (გულის ტკენას)ირჩევდა.
თუმცა ის ახალგაზრდა არ იყო, მაგრამ ძლიერი იყო, ამიტომ ეს ჩვეულებრივი ბიჭის დამცირების მსგავსი არ იყო.
ჰიოჯომ ცხელი რკინით ჩემს კანზე თავისი სახელი ამოკვეთა, ამიტომ მთელ ჩემს სხეულზე მისი სახელია  ამობეჭდილი.
როცა ჩემს თვალებში სხვა ბიჭმა გაიარა, რომელიც ის არ იყო, ის ბიჭი მკვდარი იყო და მე შარში ვიყავი.
მიწისქვეშა საპყრობილეში ვიყავი ჩაკეტილი, სადაც სინესტე და მწერები ბევრი  იყო, მაგრამ ეს არ იყო წამება, პირიქით მიწისქვეშა საპყრობილის მადლიერი ვიყავი.
ჩემი მისი გარდაცვლილი დედასთან მსგავსების მიზეზით, დაიწყო მისი ცალმხრივი სიყვარული და შემდეგ გაჯიუტდა და გახდა აგრესიული.
ეს სიგიჟე იყო.
მანამდეც, დანა ერთხელ მეჭირა ხელში.
ერთ დროს მეც მიყვარდა ის. არა ვთვალთმაქცობდი, რომ მიყვარდა. შურიძიებისთვის.
ახლა ჩემი მეორე სიცოცხლით ვცხოვრობ და ჰიოჯო ჩემს პირველ სიცოცხლეშიც ჩემი ქმარი იყო.
პირველ სიცოცხლეში მის ხელებში მოვკვდი. ვფიქრობდი რომ ასე დასრულდა, მაგრამ დრო წარსულში დაბრუნდა.
მისი სიჯიუტე  (აკვიტებები) პირველსა თუ მეორე სიცოცხლეში უცვლელი დარჩა. ჩემი ცხოვრება ისევ ნადგურდებოდა.
ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს შანსი იყო.
მასზე, რომელმაც  მომკლა, შურისძიება მინდა და ვთვალთმაქცობდი, რომ მიყვარდა.
გეგმის მოფიქრების შემდეგ, ფრთხილად და თანმიმდევრულად ვანხორციელებდი გეგმას და საბოლოოდ დანა თითქმის მის გულამდე მივიდა.
მაგრამ მარცხით დამთავრდა.
სასიამოვნო შურისძიება და ა.შ. მხოლოდ დრამის ან ფილმის მსგავს მოგონილ სამყაროში იყო შესაძლებელი.
შურისძიება საქმეა, რომელსაც ერთდროულად უნდა მიჰყვებოდეს განსაკუთრებულ ჭკუა და ცის ბედისწერა და ჩემთვის ამ ორიდან არცერთი არსებობდა.
ჰიოჯო ჩემს თმებზე თამაშობდა,  უკვე აცნობიერებდა, რომ ყალბი როლით ვთამაშობდი(ვმოქმედებდი).
ასეთი რაღაც საბოლოოდ მოხდა. ხელში დანა ისევ მიჭირავს.

როცა შავი მგელი დამიძახებს ( კორ. 검은 늑대가 나를 부르면)Where stories live. Discover now