ეს ხანგრძლივი ოჯახური მოგზაურობა იყო.
მზიანი ამინდის პროგნოზი იყო,მაგრამ ოდნავ წვიმდა და ნისლი იყო. თითქოს რაღაც ცუდის მოხდომას იტყობინება. ჩამოსასვლელი გზა დაკარგეს, როცა ტყეში შენახული პენსიას (ფულს) ეძებდნენ.
ადვილი საქმე არ იყო წვიმაში წასვლა, როცა ერთი ლამპიონიც კი არ არსებობს.
და შემდეგ, ზუსტად იმიტომ რომ გზა მოლიპული იყო, ძალიან მიხვეული მოხვეული უღრანი ტყის გზის გამო, იონუს მამამ, რომელმაც ავარიის გარეშე მოძრაობის რეკორდი დაამყარა, საჭე დაკარგა.
მანქანის ტრიალის ხმა და მანქანაში მყოფი ოთხი ადამიანის ყვირილის ხმა ერთმანეთში ირეოდა.
ადგილას წავიდნენ სახელად მიწისქვეშა სამყარო ან შავი სამყარო.
ქალღმერთი თამიას შექმნილი სამყარო იყო.
ყოველთვის ფისივით მუქი ფერის ცა იყო და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ჰიოჯოს დაბადებისდღეზე ცა ლურჯი ხდებოდა.
ამ დღის გარდა, ყოველ დღეს სინათლე ,მთლიანად აალებული იყო.
ყველგან, ცხელი ლავა, გუბეებში იყო დაგროვილი. გარშემო ყველგან ხეები ალდება და ნაცრისფერი კვამლი ამოდის.
ამის გამო ჰაერში ყოველთვის დამწვრის სუნი იყო.
ასეთ ადგილასაც კი ადამიანები და სხვადასხვანაირი ორგანიზნები ცხოვრობდა.
რათქმაუნდა მიწასავით სასიამოვნო/კომფორტული არ იყო.
როცა, პირველ ცხოვრებაში ჰიოჯოს მიერ მოწამლულმა იონუმ თვალები გაახილა, ისევ იმ ადგილას დაბრუნდა. ზუსტად ისე, როგორც დღეს.
ასე დაიწყო მეორე სიცოცხლე.
მეორე სიცოცხლეში იონუ ცდილობდა წინა ბედის აცილებას. ცდილობდა, რომ ჰიოჯოს თვალები აღარ გაეხილა.
როგორც ცხენი, რომელიც ვიღაცის გეგმის მიყოლით მოძრაობს, ბედმა მიიყვანა ჰიოჯოს წინ.
გვიან მიხვდა, რომ გაქცევა არ შეეძლო.
იონუმ დაუჯერებელი რეალობა მიიღო და ჰიოჯოზე შურისძიებაზე ოცნებობდა.
ასე, რომ მეორე სიცოცხლით ცხოვრობდა, მაგრამ საბოლოოდ ოჯახის დაკარგვის შედეგი მიიღო.
ამიტომ მეორეჯერ თვითონ დაასრულა(მეორე სიცოცხლე).
იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი დასრულდებოდა და თავის სიცოცხლესთან მჭიდრო კავშირიც გაწყვიტა,
მაგრამ
ისევ ეს ადგილია, ისევ ეს ადგილი
დრო წარსულში დაბრუნდა, და თვალები მსგავს ადგილას გაახილა, სადაც ავარია მოხდა.
იონუ გათიშული დაჯდა და გათიშულმა ცას ახედა.
წყეული ღმერთი. თამიას ნამოქმედარია.
სხვაგვარად ეს ვერ მოხდებოდა.
წინათგრძნობა აქვს, რომ მომავალში მსგავსი რაღაც (მოვლენა) ისევ და ისევ მოხდება, როგორც მოხდა პირველად და მეორედ.
მიუხედავად იმისა, რომ ამის აცილებას ცდილობს, საბოლოო მაინც ჰიოჯოს ცოლი ხდები, სიყვარულის სახელის მიღმა იტანჯება.
იონუმ ზუსტად იცოდა, თავისი მომავალი მის თვალწინ ვრცელდებოდა, გრძნობდა რომ თავი უფეთქდებოდა.
---"ისევ აქ თუ დავრუნდები რა უნდა ვქნა"
სიცარიელეში დაიყვირა. არც არასდროს უნახავს და არც არასდროს უგვრძნია, მაგრამ იმედი აქვს რომ თამიას ესმის.
არ იცის რატომ დაბრუნდა ისევ აქ.
დიდი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ვერ იხსენებს?
იონუს მოულოდნელად ვიღაცის ნათქვამი გაახსენდა "თვითმკვლელობაც ცოდვააო"
იმედი ჰქონდა რომ სუიციდი ასეთი რაღაც არ იყო. ამ სიტუაციაში თავი უნდა მოიკლა, რა უნდა გააკეთო?
YOU ARE READING
როცა შავი მგელი დამიძახებს ( კორ. 검은 늑대가 나를 부르면)
Fantasyპირველ სიცოცხლეში იგი ქმრის ხელით მოკვდა, მეორე სიცოცხლეში, სიცოცხლე ქმრის წინ თვითმკვლელობით დაასრულა, რომელმაც ოჯახი ამოუწყვუტა. მაგრამ ეს დასასრული არ იყო, ისევ სხვა დაიწყო. იონუ წარსულში დაბრუნდა და მისი მესამე სიცოცხლით ცხოვრობდა. შავი მგელი...