ეს ფიკი არის ლისაზე, რომელიც პირველ კლასიდანვე ბულინგის მსხვრეპლია, თუმცა მეორე კლასში ის დაუმეგობრდება ერთ ბიჭს სახელად თეჰიონს. ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. დრო გადის ორივე იზრდება, თეჰიონი ლისას მიატოვებს და მალევე ლისა მისი ბულინგის მსხვ...
მე ვარ ლალისა მანობანი 17 წლის. მყავს ძმა სახელად ნამჯუნი. მამამ მაშინ მიმატოვა, როცა 11 წლის ვიყავი. პირველი კლასიდანვე ბულინგის მსხვერპლი ვარ. მყავს საუკეთესო მეგობარი რომელსაც ჯენი ჰქვია. ადრე მყავდა სხვა საუკეთესო მეგობარი, მას თეჰიონი ერქვა. თუმცა თეჰიონმა მიმატოვა მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მამა როცა დავკარგე მან მაშინ მიმატოვა და მისი ბულინგის მსხვერპლი გავხდი. მარტოსული ვიყავი, მაგრამ მერვე კლასში ჯენი გავიცანი. ის საუკეთესოა, ის რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა.
* * *
დილით ადრე ავდექი, ჯინსის ქვედაბოლო და თეთრი მაისური ჩავიცვი. ახლა საზაფხულო არდადეგებია. ეს არდადეგები დასასრულს უახლოვდება, რადგან ხვალ სკოლა იწყება, მე კი ისევ ბულინგის მსხვერპლი გავხდები. მოსწავლეებმა მახინჯის წოდება მომანიჭეს, მაშინ როცა მერვე კლასში ვიყავი. ჩემი აზრით მახინჯი არ ვარ. შესაძლოა მაშინ მახინჯი ვიყავი, რადგან სახეზე გამონაყარი მქონდა და დაბალი ვიყავი. თუმცა ამ არდადეგებისას ყველაფერი შეიცვალა. მე ნამდვილად აღარ ვარ ის ლისა, რომელიც ადრე ვიყავი. მე აღარ ვიქნები ბულინგის მსხვერპლი. ჩემი ბრალია მახინჯის წოდება რომ მაქვს, რადგან მაშინ მე თვითონ მეგონა ჩემი თავი მახინჯი. ტელეფონი ჩავრთე და გალერეაში შევედი. ფოტოებს ვათვალიერებდი როცა ჩემი ძველი ფოტო ვნახე.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
-მე ნამდვილად არ ვიყავი მახინჯი გავიფიქრე ჩემთვის.
ფოტოების გადაღება ძალიან კარგად გამომდის ამიტომ გადავწყვიტე სასეირნოდ წავსულიყავი და ფოტოები გადამეღო.