*როცა ცდილობ აეჭვიანო*
დარჩენილ სასუსნავებს, საჭმლის ნარჩენებსა და გამოყენებულ ჭურჭელს ვალაგებდი, რომელიც ამ საღამოდან დარჩა. ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველი დღის ბოლოს ასეთი რაღაცის გაკეთება მიწევდა, მანამდე კი სასმლის და სიგარეტის სუნის ატანა, რაც სასტიკად მირევდა გულს. საბოლოოდ დალაგებას მოვრჩი და მისაღებში გავედი სადაც ბავშვები ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ, მათკენ მივდიოდი უცბად თავბრუსხვევა ვიგრძენი და იქვე მდგარ მაგიდაზე ჩამოვდე ხელი წონასწორობის შესანარჩუნებლად. გადავწყვიტე ჩემს ოთახში ავსულიყავი, თუმცა ჯიმინის ხმამ გამაჩერა.
-შ/ს სად მიდიხარ? მოდი ჩვენთან-გულში სიმწრით გამეცინა, რათქმაუნდა ჯიმინს უნდა გავხსენებოდი, თეჰიონი კი მჯდარიყო და ვიღაც გოგოსთან ეფლირტავა. თავს ძალა დავატანე და მათკენ წავედი, ხალიჩაზე ჩამოვჯექი და მაისური ჩამოვქაჩე, რომლის ჩაცმაც მაიძულეს. თუმცა მგონი უარესი გავაკეთე, რადგან მკერდი უფრო გამოკვეთილად გამომიჩნდა. თეჰიონის მწველი მზერა ვიგრძენი, მაგრამ თვალი ავარიდე და მათ საუბარში ჩაბმა ვცადე.
-ღმერთოო ქუქ გეუბნები ის გოგო ნამდვილად არ იყო შენი შესაფერისი და ნუ ბლატაობ იმით რომ ერთად იყავით-სიცილით ეუბნებოდა ჯინი ქუქს, რომლის სახე სიბრაზისგან მალე ჭარხალს დაემსგავსებოდა. ოდნავ ჩავიფხუკუნე, ამიტომაც ქუქის გაბრაზებული მზერა ახლა მე დავიმსახურე.
-კარგი რაა, ბრუტუს შეენც?-სიცილით მითხრა
-რა გიყო ქუქ მართლა ფარცხაყანიდან გამოქცეულს გავდა-გადავიხარხარე, რაზეც ბიჭებიც ამყვნენ, თუმცა სამაგიერიდ თეჰიონის ირონიული მზერა დავიმსახურე.
წარბაწევით "რამე მოხდა?" სახით შევხედე, მან კი თავი გააქნია და ისევ საუბარში ჩაერთო იმ გოგოსთან.
ტვინში მირტყავდა ის ფაქტი, რომ მე და თეჰიონი შეყვარებულები ვიყავით ის კი ისევ მაინც სხვა გოგოებისკენ იწევდა.
-ბიჭებო სასმელი სად წაიღეთ?-ვიკითხე და აქეთ-იქით ყურება დავიწყე.
-მოიცა მოგიტან-დაიყვირა ჰობი და წამებში მომირბენინა ლუდი.
-მადლობაა ჰობიი-ვუთხარი და ლოყაზე ცაკოცე, დაა აი კიდევ თეჰიონის თვალები, ალბათ ცოტახანში ვეცემი და მივახრჩობ ამ მზერის გამო.
-არაფრიის-მითხრა ჰობიმ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-აუ მოდი რამე ვითამაშოთ-წამოიძახა მონიმ.
-ოღონდ სიმართლე და მოქმედებაი არ თქვა-დანანებით ვთქვი და ბოთლი მოვიყუდე.
-აუ კაი რაა შ/ს მიდი რა ვითამაშოთ, გთხოვ რა-მეხვეწებოდა მონი, დაღლილმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ჩემს მიერ დაცლილი ბოთლი დავდე შუაში.
-კარგი მე ვიწყებ-წამოიძახა თეჰიონის გვერდით მჯდარმა გოგომ გამაღიზიანებელი ხმით. 'ღმერთო შემოვცხებ რა გეხვეწები' გავიფიქრე ჩემთვის. მან ბოთლი დაატრიალა და ჩემთან გაჩერდა. ბედი არ გინდა?
-შ/ს სთუმ?-თვალები აატრიალა, ჩავიბურტყუნე
-მოქმედება
-ოჰ როგორი მამაცი ხარ-დამღლელი ხმით მითხრა და თვალები მოავლო გარემოს-კარგი მინდა, რომ შუგას კალთაში ჩაუჯდე და ისე მოექცე როგორც შეყვარებულს-ნაზი ხმით წარმოთქვა და უცოდველი კრავივით გადააგდო თავი გვერდზე.
-რაა?-ერთდროულად წამოვიძახეთ მე და შუგამ.
-რაც გაიგეთ-უდარდელად თქვა და ჩემს მოქმედებას დაელოდა, თავდაპირველად თეჰიონის გამომცდელ სახეს მოვკარი თვალი, რომელსაც აინტერესებდა რას მოვიმოქმედებდი, ფიქრობდა რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი მაგრამ ვერ მოვართვი. ავდექი და მშვენივრად მოვკალათდი იუნგის კალთაში, მანაც არ დააყოვნა და ხელები მომხვია წელზე. მგონი ჩანაფიქრს მიმიხვდა.
-ძალიანაც ნუ აეჭვიანებ-ჩუმად ჩაიხითხითა.
-ღირსია.
თვალი მოვავლე შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და გავშრი, როდესაც დავინახე როგორ მშვიდად კოცნიდა თეჰიონი იმ გოგოს. გაბრაზებული სასწრაფოდ წამოვხტი და სამზარეულოში გავიქეცი.
-წავალ სასმელს მოვიტან-სიბრაზიგან ამოვიღნავლე და სასწრაფოდ შევვარდი სამზარეულოში.
კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი, რომ არ მეტირა, გონების გასაფანტად მაცივარი უაზროდ გამოვაღე და მივაჩერდი. ვერ ვიგებდი რა მინდოდა, თვალწინ სულ თეჰიონის კოცნით გამოწვეული კმაყოფილი სახე მედგა. რამდენიმე ბოთლი ლუდი ავიღე და დახურვას ვაპირებდი, როცა ჩემს მაგივრად ვიღაცამ დახურა, ყელზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. გამაჟრჟოლა, შემოვტრიალდი, თეჰიონი...ოჰ თე. გაწევა დავაპირე როდესაც ორივე ხელით მაცივართან მიმიწყვდია და საგრძნობლად ახლოს მოვიდა ჩემთან.
-ჩემი გაგიჟება გინდა?-არეული ბოხი ხმით ჩაიჩურჩულა-ფეხები მეკეცებოდა მისი ასეთი სიახლოვის გამო, მუცელში რაღაცის ამოტრიალებას ვგრძნობდი.
-არ..არა-ამოვიხავლე, რადგან პირი გამშრალი მქონდა.
კიდევ უფრო ახლოს მოიწია...კიდევ...
-აბა შენი აზრით რას აკეთებ?
-მეც იგივეს კითხვა მინდოდა-სარკაზმით ვუპასუხე და გამეცინა, ამ მომენტში ალბათ გიჟს ვგავდი-შენგან განსხვავებით არავისთან მიზასავია
-აჰჰ ანუ ესაა პრობლემა, ეს შენთვის სამაგიეროს გადახდა იყო-დაცინვით ამოილაპარაკა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
ავკანკალდი მისი ასეთი მოქმედების გამო, ფეხები მომეკვეთა, რის გამოც თეჰიონი უფრო მომეკრა, სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა.
-ასე ვმოქმედებ შენზე?-მითხრა და სველი კოცნა დამიტოვა კისერზე, ამოვიხავლე, ბოლო წვეთი იყო, ხელიდან გამიცვივდა ბოთლები და სითხე მთელ იატაკას მოედო.
-არა-ვუარყავი, მაგრამ აზრი არქონდა რადგან ყველაფერს თავად ხედავდა.
-კარგი მაშინ მგონი არც ეს იქნება შენთვის პრობლემა-გაიღიმა და ჩემს ტუჩებს ეცა, ვნებამორეული მკოცნიდა და ცდილობდა უფრო მეტი მიეღო, თითქოს ვერ კმაყოფილდებოდა. ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა და შიგადაშიგ ძლიერად მაჭერდა ბარძაყებზე, მის ტუჩებს შორის ამოვიკვნესე.
-ასე ნუ აკეთებ თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ამოიხვნეშა.
თითქოს პარალიზება დამემართა, მთელი სხეული მომიდუნდა, წელს ქვემოთ მოვწყდი და მის ხელებში ჩავესვენე. დრო იხელთა და ხელში ამიტაცა, კოცნას აგრძელებდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა რადგან მთლიანად მოწყვეტილი ვიყავი, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა, უფრო მჭიდროდ მოვუჭირე ფეხები წელზე, საკუთარ სხეულს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-თეჰიონ მე-ჯიმინის ხმა იყო, ხმა გაუწყდა როდესაც ასე დაგვინახა-ბოდიში გვრიტებო უბრალოდ დაიგვიანეთ და-სიცილით მოიქავა თავი და სამზარეულო დატოვა.
შერხვენილმა თეჰიონის მაისურში ჩარგე თავი, შემდეგ კი სასწრაფოდ მოვშორდი მის სხეულს.
-ოუ უკვე ჩემიც გრცხვენია-სიცილით ამოილაპარაკა და მისკენ კვლავ მიმიზიდა.
-ჯერ არ დაგვიმთავრებია პატარავ-მითხრა და ბავშვებთან ოთხაში დამაბრუნა.----
მოკლეედ არ ვიცი როგორ მოგეწონებათ, პირველი იყო😆 ნუ მოკლეედ მითხარით თუ მოგეწონებათ და კიდევ დავდებ❣
YOU ARE READING
BTS Imagines
Fanfictionმოკლედ, დავდებ ყველა წევრის იმეიჯინს იმედი მაქვს მოგეწონებათ😍❤