"როცა საჭმლის მომზადებას ცდილობს"
-ჰობიი-განწირული ვკივი და ველოდები როდის შემოვა დაფეთიანებული ჰოსოკი ოთახში
ჩემი იმედები მართლდება და რამდენიმე წამში აწეწილი თმით და შეშფოთებული სახით შემორბის ჰოსოკი, მის ასეთ გამომეტყველებაზე ჩავიფხუკუნე, მაგრამ რომ არ შეემჩნია ისე გავაკეთე თითქოს ვახველებდი.
-რა მოხდა? რა გჭირს? ხოარაფერი იტკინე-მომაყარა კითხვები და თან მთელი სახე დამითვალიერა.
-არაა მშიაა-ამოვიკნავლე
თავიდან მეგონა, რომ სიბრაზისგან გადაიწვებოდა, თუმცა გამიღიმა და ხელში ამიტაცა.
-ჰოსოოკ რა ჯანდაბას აკეთებ მძიმე ვაარ
-ჩემი ბალიშიც კი შენზე მძიმეა-გამიღიმა, ისე როგორც მე მიყვარს
სახიდან თმა გადავუწიე და მეც გავუღიმე, თან გამეცინა მის ნათქვამზე.
სასწრაფოდ ჩამიყვანა სამზარეულოში და იქვე სკამზე ჩამომსვა.
-კარგი რა მოვამზადოთ?-მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგება დაიწყო.
-ჰმმ ნებისმიერი, მთავარი ისაა რომ ხანძარს გადავურჩეთ და...
ვაპირებდი მეთქვა ნახშირი არ ვჭამოთ თქო, მაგრამ როგორც კი მისი სერიოზული გამომეტყველება დავინახე მაშინვე გაჩუმება ვარჩიე.
მინდოდა არ გამცინებოდა, როდესაც გაზქურაზე ტაფა დადგა და გამწარებული ურევდა ზედ მყოფ რაღაც არარსებულ საჭმელს გაზის ჩართვის გარეშე.
-შ/ს იცი მგონი ეს რაღაც ქვაა, ზუსტად 20 წუთია ვურევ და არც კი გაცხელებულა-ვეღარ მოვითმინე და სიცილი წამსკდა.
-აუ კარგი რა შ/ს რა გაცინებს. მე ესე ვწავლობ და შენ დამცინი-აგრძელებდა წუწუნს.
სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა და ვცდილობდი დავსერიოზულებულიყავი. არ გამომივიდა.
-თუ არ შეწყვეტავ გაკოცებ-დამემუქრა და მეც მაშინვე გავჩუმდი.
მაგიდის კიდეზე ჩამოყრდნობილი ირონიული მზერით მიყურებდა, აშკარად აინტერესებდა რის გამო ვიცინე ამდენი.
მინდოდა ცოტა გამეწვალებინა, და კიდევ სიცილი დავაპირე, მაგრამ ვინ გაცადა?!
ჰოსოკი მთელი სისწრაფით მოვიდა ჩემთან და მის სხეულზე ამაკრო.
-მე გაგაფრთხილე
წამში ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა ჩემს კისერზე, საოცარი სიჩუმე ჩამოწვა სახლში. იმდენად დავჰიპნოზდი მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც ისე უხეშად და უეცრად მაკოცა რომ წამოვიკივლე. კოცნა რამოდენიმე წამიანი აღმოჩნდა, ცოტა არ იყოს გული დამწყდა.
ოჰ ჰობი.
-აუჩ და ეს რისთვის?-ანგელოზის გამომეტყველებით შევხედე.
-რასაც დაგპირდი ის შევასრულე-თავი გვერდზე გადააგდო და მომაშტერდა-ახლა კი შეგიძლია მითხრა, რა გაცინებდა.
-ჰობი იციი საჭმელ...
-ვაიმე საჭმელი დამეწვაა-ღრიალით მივარდა ტაფას და ნჯღრევა დაუწყო, შემდეგ გაჩერდა და ტაფას მიაშტერდა, ახლა მე გამომხედა. ისევ ტაფას დახედა, ისევ მე. დაა როგორც იქნა მიხვდა, რაც ხდებოდა გაზქურას შეხედა, თავი დანანების ნიშნათ გააქნია.
ისევ სიცილი ამიტყდა
-დამაცადე თუ სულ არ დავივიწყო შენი ნაღრძობი ფეხი და ეს ყველაფერი განანო-სიცილით წამოვიდა ჩემსკენ.---------
ვიციი, რომ გადასარევი არაა😣😣მომდევნოო უკეთესია დამიჯერეთ💗🤗😂
YOU ARE READING
BTS Imagines
Fanfictionმოკლედ, დავდებ ყველა წევრის იმეიჯინს იმედი მაქვს მოგეწონებათ😍❤