17 სექტემბერი, 2018 წელი.ახალ ადამიანებს შევხვდი, პირადად არა, ონლაინ.
მათ იმაზე მეტად გამიგეს ვიდრე იმ ადამიანებმა ვისაც ბოლომდე ვენდობოდი.ყველა ჩემი მეგობარი დავკარგე მას შემდეგ რაც სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად.
შემეცვალა ინტერესები და ასევე ნაკლებად კონტაქტური პიროვნება გავხდი.
აქ გადმოსვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება არც თუ ისე კარგად განვითარდა.
მეგობრების გარეშე ვიყავი, არავინ მყავდა ვისთანაც საუბარს შევძლებდი, საკუთარ დედასაც კი ვერ ვენდობოდი.
ჩემი ასეთი სიტუაცია იქამდე გრძელდებოდა მანამ სანამ ქეიპოპი დამაინტერესებდა შემდეგ კი ერთ-ერთი ჯგუფის პოსტს ვნახავდი იმის შესახებ რომ შექმნეს ჩათი სადაც საერთო ინტერესის მქონე ხალხს ერთმანეთის გაცნობა და საუბარი შეეძლოთ.
სწორედ აქ გავიცანი მე ის ოთხი ადამიანი ვინც ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს.
ნინი, ნინი, ნინო და ლილუ.
ვერასდროს ვიფიქრებდი იმას რომ სულელი ბავშვების ოცნება რეალობად იქცეოდა და თან ასეთი გზით.
. . .
მუქი წაბლისფერთმიანი გოგონა წუწუნით თიშავს მომაბეზრებელ მაღვიძარას და ხელში ტელეფონს იმარჯვებს.
სწრაფად უყვება კონტაქტებს და როდესაც სასურველ სახელს აწყდება კმაყოფილი იღიმის და რეკავს.
რამდენიმე წუთში მეორე მხრიდან ნამძინარევი ხმა ისმის რაც მარის ღიმილს უფართოვებს.
" გაგაღვიძე სიყვარულო? " - ეკითხება იმას რაზეც პასუხი შესანიშნავად იცოდა.
" არა მარიამ, ვერ გამაღვიძებდი რადგან დაძინება ვერ მოვასწარი. " - გაღიზიანებულმა ამოიოხრა უფროსმა.
" მარიამს ნუ მეძახი, ნამეტანი უხეშად მესმის " - სიტყვებს შორის ჩაიცინა და ძლივს ლოგინს სცილდება.

YOU ARE READING
მეგობრობა
Fanficფიქცია მოგითხრობთ ხუთ მეგობარზე რომლებმაც ოცნება რეალობად აქციეს. Credit goes to: 25_Minjisu_37 000_Nini_000