გაბუსული გოგონა ლოგინზე წამომჯდარიყო, ხელში მისი ტელეფონი მოექცია და ოხრავდა.
აღარ იცოდა რა ექნა, ვისთანაც საუბარი სურდა არ ეცალათ მხოლოდ ერთი პიროვნება რჩებოდა და კარგად იცოდა რამდენიც არ უნდა დაერეკა ვერ გააღვიძებდა.
" ხედავ ლუნა, შენს დედიკოს არავინ ჰყავს ვისთანაც საუბარს შეძლებს " - მის ფეხებთან წამოგორებულ კატას შეხედა და ისე უყურებდა თითქოსდა მისგან პასუხს მოელოდა.
" აჰჰ! ნამდვილად არ ვარ კარგად უკვე კატისგან პასუხს ველოდები. " - ბუზღუნით ლოგინიდან სწრაფად წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა.
. . .
" ვფიცავ ერთ დღესაც იქნება ნამდვილად თავად ჩავაკითხავ და ჭკუას ვასწავლი ამ ბავშვს! " ყვირილით ტოვებს ნინი ოთახს და სამსარეულოში მისი გაკვირვებული მშობლების სახეებს აწყდება.
" დილა შესანიშნავად დაიწყე შვილო, დაჯექი იქნებ ნერვები ოდნავ დაიწყნარო " მამამისი ღიმილით ამბობს შემდეგ კი ჩაით სავსე ფინჯანი პირთან მიაქვს.
" რა მოხდა? ასე ვინ გაგაბრაზა? " ინტერესიანად ეკითხება დედა.
" დილით ისევ მარიმ გამაღვიძა, ეს ყოველ დღე ხდება მე კი ძილს ვეღარ ვაბრუნებ " ლოყები ებერება და მის წინ მოთავსებულ საჭმელს დაჰყურებს.
" არაუშავს, თქვენ ხომ მეგობრები ხართ ასეც უნდა იყოს. " სიცილით ამბობს ქალი და მის უმცროს ქალიშვილებს ეძახის.
. . .
შუადღის პირველი საათი დაიწყო და შავთმიანი გოგონა ბალიშს თავზე მისი მთლიანი ძალით იფარებდა.
" რაღა ახლა მოუნდათ ამ გზის გაკეთება?! ძილს არ გაცდიან ადამიანს! " ბოლო ხმაზე ყვირის და ბალიშს გაღიზიანებული ფანჯრისკენ ისვრის.
ფეხზე დგება, გამოცვლით თავს არ იწუხებს და ოთახს ტოვებს.
" ამ დროს ვერ იფიქრებდნენ თუ გრინჩს ეძინებოდა, აპატიეთ საყწლებს თქვენო ბრწყინვალებავ " მისი ძმა მისაღებიდან გასძახის მას შემდეგ რაც მის უმცროს დას ხედავს.
![](https://img.wattpad.com/cover/167451596-288-k153638.jpg)
YOU ARE READING
მეგობრობა
Fanfictionფიქცია მოგითხრობთ ხუთ მეგობარზე რომლებმაც ოცნება რეალობად აქციეს. Credit goes to: 25_Minjisu_37 000_Nini_000