სიმართლე

371 88 12
                                    

-მოდი ჯერ იმით დავიწყებ რომ მე ადამიანი არ ვარ....
ჯადოქარი ვარ....
-რააა??
-რაც გაიგე ჯადოქარი ვარ..
-რა..რამ..რანდენი წლის ხართ?!
-350-ის მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...გაინტერესებს რა მოხდა თუ არა??!!
-კი კიი ..ბოდიშიი...
-როდესაც ამ ქალაქში ჩამოვედი ჯიმინი არც კი იყო დაბადებული...
ერთი ოჯახი ცხოვრობდა... მათთან მივედი და დროებით შემიფარეს...
10 წელი
შვილი არ ჰყავდათ...მათ ყველაფერი ვუამბე ჩემს შესახებ და დახმარება შევთავაზე..
ისინიც დამთანხმდნენ....
გავიდა თვეები...
მათ პატარა ბიჭი შეეძინათ...
ის ისეთი ლამაზი...
ენით აუღწერელი ბავშვი იყო...
გადიოდა წლები უფრო და უფრო იზრდებოდა და მშვენდებოდა..
ჩემს თვალწინ ისწავლა სიარული..
მე მოვნათლე....
კიდევ გავიდა რამოდენიმე წელი...
ელიზაბეთი ისევ დაორსულდა....
ამჯერად გოგოზე..
-ლილიენზე??
-ხო ლილიენზე...მაგრამ სამწუხაროდ ლილი დაავადებული დაიბადა...
მისმა ქმარმა მიატოვა რადგან არ უნდა ასეთი შვილის ყოლა...
მარტო ზრდიდა ელიზაბეთი ორ შვილს...მე რაც შემეძლო ვეხმარებოდი...
ის არაკაცი მამამისი წლების განმავლობაში არ გამოჩენილა...
ლილიც გაიზარდა...
ჯიმინი სკოლაში დადიოდა როდესაც პორველად მოუვიდა ჩხუბი...
დედამისს მოატყუა მაგრამ მე ვერა რადგან ვიცოდი...
ისიც ვიცოდი თუ როგორ უყვარდა ქაი...
ქაის გამო ტყვიასაც კი გადაეფარებოდა....
იტანჯებოდა...
გული მტკიოდა მისგამო რადგან ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი...
არ შემეძლო ჩემი ჯადოქრობა მასზე გამომეყენიბინა...
ერთხელაც მის დღიურს წავაწყდი სადაც ყველაფერს წერდა..
მასაც კი ქაი დაარქვა..
მისი დღიურიდან გავიგე რომ ქაისაც თურმე მოსწონდა ჯიმინი....
ძალიან გამიხარდა რადგან მას ბედნიერს ვუყურებდი....
მისი მამაც დაბრუნდა...
ელიზაბეთს ბოდიში მოუხადა...მანაც აპატია რადგან იცოდა თუ როგორ სჭირდებოდათ მის შვილებს მამა...
გავიდა 1 წელი...
და მოხდა საშინელება ჯიმინი დააპატიმრეს....
-რააა რატო რა მოხდა როგორ????!!!!!!
-დააბრალეს ქაის ძმის მკვლელობა.. ერთ საღამოს ტაომ ჯიმინი სახლში დაიბარა მოტყუებით...ისიც მასთან მივიდა იმ იმედით რო ქაი ელოდებოდა და მას ნახავდა...მაგრამ ამის ნაცვლად ტაო და მისი ერთი ძმაკაცი ლეი დახვდნენ...
მათ ჯიმინის გაუპატიურება უნდოდათ...
ჯიმინი ყველანაირად თავს იცავდა....ტაომ დაიჭირა ჯიმინი.. აივანზე გაათრია მას ლეიც უკან მიჰყვა... უეცრად ლეიმ ხელი მოიქნია და ტაო აივნიდან გადავარდა....
ლეი სასწაფოდ გაიქცა იქიდან ჯიმინი კი აივანთან ჩაიკეცა და ერთ წერტილს მიაშტერდა...
უეცრად ფეხზე წამოდგა აივანზე დადგა და...
ორი სხეული...
რომელიც სიკვდილს ებრძოდა ძირს ეყარნენ...
წამის მეასედში ყველა იქ გაჩნდა
ქაიც აპირებდა გადახტომას მაგრამ მამამისმა დააკავა...
ისიც შოკში იყო...
სასწრაფო პოლიცია ყველა შეიკრიბა...
ჟურნალისტები ერთ ამბავში იყვნენ...
ზოგი რას ამბობდა ზოგი რას...
უეცრად ყველაფერი გაშავდა...
ჯიმინის სხეული წამოდგა...
ფრთები ჰქონდა....
ჰაერში აიჭრა და სიცილი დაიწყო...
ის...ის ჯიმინი აღარ იყო...
მასში დემონი იყო ჩასახლებული..
მან გადაარჩინა ის სიკვდილს...
გადაარჩინა იმიტომ რომ მას თავისი სხეული მიჰყიდა...
იმის სანაცვლოდ რომ ტაო გადარჩებოდა..
მართლაც ასე მოხდა ტაო გადარჩა...
ჯიმინი კი სამუდამოდ დაემშვიდობა სიცოცხლეს...
ამ ამბით შოკში იყვნენ...
ყველგან ამაზე წერდნენ...
რამდენიმე წუთი შემდეგ ჯიმინი მიწაზე დაეშვა და თავისუფლად გაიარა.... რასაც ტაოზე ვერ ვიტყვით...
ის..ის მკვდრად გამოაცხადეს....
-კი მაგრამ რატოო???
-დემონს სურდა ჯიმინი დატანჯულიყო და სინდისს შეეწუხებინა..
დღემდე ჰგონია რომ ტაო მკვდარია...
მას არავინ უჯერებდა როდესაც ამბობდა რომ მას არაფერი ჩაუდენია...
ციხეში ჩასვეს..
ყველამ ზურგი აქცია...
მამამისი რომელსაც ენდობოდა და იმედი ჰქონდა რომ დაეხმარებოდა უარი უთხრა...
და წავიდა...
წავიდა დამუდამოდ...
ქაი..
ქაიმ იგი შეიზიზღა...როგორც უყვარდა ისე შესძულდა...
"ნეტავ ის მომკვდარიყო" ეს იყო მისი ფიქრი...
მხოლოდ დედამისი ედგა მხარში მას სჯეროდა მისი...
2 წელი იჯდა ციხეში...
როდესაც გამოვიდა ჩემთან მოვიდა და ისეთი რამის გაკეთება მთხოვა რამაც მისი ცხოვრება შეცვალა....
მან თავისი დემონი გამაღვიძებინა...
მან პირობა დადო რომ ყველაფრის გამო შურს იძიებდა...
ქალაქში მკვლელობებმა იმატა..
ეს კი მისი დემონის ბრალი იყო... ყველა ადგილი კუნჭული გადაქექა მაგრამ ვერსად ვერ იპოვა მამამისი...ამიტომ ძებნა შეწყვიტა...
ის დემონი დღესაც ჯიმინში ცხოვრობს უბრალოდ ერთი განსხვავებით..
ჯიმინი აღარ ემორჩილება მას...
დემონი ემორჩილება ჯიმინს
თუ გაბრაზდა ჯიმინი დემონს უბრძანებს და წამში აკეთებს საქმეს...
-ერთი წუთით გინდათ თქვათ რომ ჯიმინი დემონია???
-კი მაგის თქმა მინდა ჯიმინი დემონია ოღონდ იმ შენთხვევაში თუ..
-ღმერთო!!!!ვერ ვიჯერებ !!!
თქვენ თქვენ რატო არასდროს არ გახსენებდათ??
-იმიტომ რომ მას უნდოდა დავევიწყებინე სამუდამოდ...
მაგრამ არ გამოუვიდა...ორი დღის წინ იყო მოსული ჩემთან ყველაფერი მომიყვა..
-მოიცა რააა???? როგორ თუ ორი დღის წინ ის ხომ..
-კომაშია??არა ძვირფასო ის არ არის კომაში....
-როგორ??!
-ის უბრალიდ სხეულია... რომელიც ცვილისგან არის დამზადებული და სული აქვს შთაბერილი.. მეტი არაფერი...
-კიმაგრამ აბა სად არის?
-ჯიმინი ეხლა მამამისთან არის..
რომელიც.....

Behind You (დასრულებილი)Where stories live. Discover now