Vincent Van GoGh

1.2K 108 38
                                    

-ოჰ,ძვირფასო,ეს ვან გოგის ნამუშევარია,რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უმალ მიიპყრო

-ვან გოგი?პირველად მესმის

წაბლისფერ თმიანი ბიჭი,პატარა სხეულის სიმაღლეზე ჩაიმუხლა,გოგონას ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებში ჩახედა და ჩაიცინა

- რათქმაუნდა პატარავ,ჯერ პატარა ხარ,ყველა მხატვარი არ გეცოდინება,დროთა განმავლობაში ყველაფერს ისწავლი

- მაგრამ,ოპპა,მე ხომ ამდენი ხანია ვსწავლობ

- აჰ სოიონ,ხელოვნებას სრულფასოვნად ვერასდროს შეისწავლი,ეს ხომ იდუმალებით მოცული დარგია

- დიახ,ოპპა - პატარა გოგონამ თავი დახარა,საღებავით დასვრილი თითებიდან,გამხმარ ზეთს იშორებდა

- ნუ მოიწყენ,უბრალოდ..ყველაფერი არც მე ვიცი,შეხედე!რას გრძნობ როდესაც ამ ნამუშევარს შეჰყურებ?

- მარტოობას

- მე კი მასში რომნატიზმს ვხედავ,ხელოვნებაში ერთი აზრი არ არსებობს,ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს.თუ მხატვრები გადმოსცემენ უბედურებას-

- ზოგი ხედავს,როგორც ბედნიერებას,ვიცი - თავის დაქნევით შეაწყვეტინა გოგონამ საუბარი

- დიახ,სწორედ ასეა.

- მაშინ,ამ ნახატზე რა ხდება,ან ვან გოგი, რატომ არის ცნობილი?

ART Museum | vkook✅Where stories live. Discover now