Color(s)

340 63 10
                                    

აღმოსავლეთ ნაწილში უკვე სიბნელე სუფევდა,ვარკვლავები სუსტად ციმციმებდნენ და ელოდნენ,საბოლოოდ როდის დაეპატრონებოდნენ დედამიწას
დასავლეთით კი- მზე ნარინჯისფრად ჩადიოდა,ალაგ-ალაგ ობოლი ღრუბლები მოჩადა და ქარის მიმართულებას დაუძლურებულნი ეწინააღმდეგებოდნენ

- ცხოვრებაც ასეთია,არა? - იკითხა თეჰიონმა და ჰორიზონტს ნაღვლიანად გახედა

- რას გულისხმობ?

- ცას.ვარდისფერ პერიოდს ყოველთვის მოჰყვება ცისფერი

- ცუდზე ნუ ვიფიქრებთ,ჰიონ,ყველაფერი მოგვარდება

- ყოველთვის პოზიტიურად არ უნდა შეხედო სამყაროს,პატარავ

- ღამეს მუდამ მოჰყვება დღე ჰიონ,ლურჯს კი ვარდისფერი ალამაზებს

- მაგრამ,ვარდისფერს თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, ჰგონიათ,მუდამ იარსებს,მაგრამ,პატარავ,მუქი ყოველთვის დომინანტია

- ასე ნუ ფიქრობ,ჰიონ,ზოგჯერ ღია და მუქი ფერებისგან სრულიად განსხვავებულს ვიღებთ,რაც უფრო ახალისებს ნამუშევარს

- ასე გგონია?

- დიახ,ჰიონ.მსგავსი შემთხვევა არასდროს გქონია?

- მწვანე ფერს იცი როგორ ვიღებთ?

- ყვითელით და ლურჯით

- სწორია.ყვითელი და ლურჯი,ორი საპირისპირო დინამიკა,თუმცა მათ საერთოც გააჩნიათ

- ჰარმონიულობა?

- სწორედ,რომ ჰარმონიულობა.ყვითელი ბედნიერების სიმბოლოა,მას პოზიტივი შეაქვს ყოველ ნახატში,ლურჯი კი თითქოს სევდის მატარებელია,ის უფრო ძაბავს გარემოებას,უფრო სევდიანს და პესიმისტურს ქმნის.მათი შერევით კი მწვანეს ვიღებთ.სიცოცხლის ფერს,რომელიც ადამიანს ამშვიდებს და მოსვენების საშუალებას აძლევს

- მზესუმსიზარს არ ჰგავს? - ჯონგუკმა გაიღიმა

- მზესუმზირა? - ბიჭის კითხვაზე ჩაიღიმა და ინტერესით შეხედა ბიჭს

- შენი ნათქვამიდან გამომდინარე - მე ყვითელი ვარ-ყვავილის გვირგვინი,შენ კი- ლურჯი-ცა,ერთად კი მწვანე ფერს-ღეროს ვიძენთ და თავისუფლად შემიძლია გითხრა,რომ ორივე ეჭვიანები ვართ - მონოლოგის დასრულებისას ჩაიცინა,თეჰიონმა პატარა სხეული გულ-მკერდზე მიიკრო და ორივემ განაგრძეს ღამის ცით ტკბობა

- მართალია,სადღაც ყოველთვის გამოერევა ლურჯი,შენი დამოკიდებულება ბუნების მიმართ კი ყოველთვის მაგიჟებდა,პატარავ

_____________________
💚
ქართველ მხატვრებს,რომ შევეხო,წინააღმდეგი ხომ არ ხართ?

ART Museum | vkook✅Where stories live. Discover now