Sea

271 61 18
                                    

"ახლა,როდესაც ამ წერილს ვწერ,პირქუშ ზღვას გავყურებ,ჯიუტად არღვევს სანაპიროს და ქვებს შორის გროვდება.

ნელ სიოს მისი სურნელი ჩემამდე მოაქვს,ჰაერიც მძიმდება და მეც თვალებს ვხუჭავ და წარმოგიდგენ ჩემს გვერდით წამომჯდარს.შენ გიყვარდა ზღვა,მე კი მიყვარდა შენი მის ფონზე ნახვა.როგორ ერწყმოდა შენი ნაზი თმა ზღვის მუქ ფერებს და ხასიათი - მღელვარე,ჯიუტი,შეუპოვარი.

ახლა ამინდიც ჯიუტდება,შენს თავს მახსენებს.არ უშინდება მაღალ მთებს და ნაცრისფერ ღრუბლებში ახვევენ.ზემოდან ალბათ ისე ჩანს,თითქოს ჰაერში კიდია მწვერვალები,არა?ალბათ ლამაზია..შენსავით.

მოლბერტიც გვერდით მიდგას,მასზე კი ფუნჯით შენს პორტრეტს ვხატავ.გახსოვს ერთხელ გითხარი - შენ ტილო ხარ,მე კი ფუნჯი-მეთქი.

გამოკვეთილ ყვრიმალებს წვრილ-წვრილი,თითქმის შეუმჩნეველი ჭორფლები გიმშვენებს,გრძელი წამწამები დახრილი გაქვს,ბაგეებზე წმინდა ღიმილი გეპარება..ლამაზი ხარ,ძალიან ლამაზი

იცი,ზოგჯერ ვფიქრობ,რომ ეს სამყარო შენი ღირსი არ იყო.შენ არ იმსახურებდი აქ ყოფნას და ტანჯვას.შენ ანგელოზი ხარ,თქვენი ადგილი კი აქ არ არის.

გავუხეშდი?

ამჩნევ,არა?!არ მინდოდა,ჰიონ,მაგრამ შენს გარეშე არ შემიძლია ადამიანს დავემსგავსო

ცხოვრება მდორედ მიედინება,თითქოს დგას და ტბას დაემსგავსა,რომელიც ნელ-ნელა ჭაობდება.ვფიქრობ,მეც მალე ვნახავ მწვერვალს,შემდეგ კი  დავტკბეთ პეიზაჟით,რომელიც ასე გვიზიდავდა ორივეს.

ყველაფერი შენს თავს მახსენებს,ალბათ ასეც უნდა იყოს,მაგრამ მიჭირს,ვცდილობ შევეგუო

გთხოვ,ნუ იდარდებ ჩემზე,კარგი?იქ მაინც იყავი ბედნიერი სადაც ხარ..

ახლა უნდა წავიდე,ჰიონ.

მიყვარხარ

შენი გუკი"

ART Museum | vkook✅Where stories live. Discover now