ჩანიოლის Pov.
ყოველი დღე ამ წყეულ ადგილას გაღვიძება სიკვდილის ტოლფასია.ერთადერთი რაც მაკავებს,რომ ამ ქვეყნიდან არ წავიდე სეჰუნია,მე მას ვჭირდები,მას მარტო ვერ დავტოვებ,ვერ დავტოვებ მარტო ამ წყეულ ადგილას.სეჰუნის გარდა არც არაფერი დამრჩა ამ ქვეყანაზე,დავკარგე ოჯახი და ადამიანი რომლის გამოც თავსაც კი გავწირავდი,ბიონ ბექიონი,ის მაშინ დავკარგე როდესაც მე დაწყევლილი სიტყვები წარმოვთქვი.
მოკლედ მოგიყვებით....
ზუსტად სამი წლის წინ ჩემი ოჯახი მოკლეს,ამ ყველაფრის გადატანაში ბექიონი მეხმარებოდა მაგრამ ერთ წყნარ საღამოს წერილი მომივიდა სადაც ეწერა,რომ თუ ბექის არ დავშორდებოდი,თან ისე რომ მას არ უნდა სცოდნოდა ნამდვილი მიზეზი,მას მოკლავდა და აწამებდა ისევე როგორც ჩემ მშობლებს. მე ბექიონის დაკარგვას ვერ გავუძლებდი,ასერომ მერჩივნა მცოდნოდა რომ ის ცოცხლობს,ვიდრე ის მცოდნოდა რომ მკვდარი იქნებოდა და ვერასდროს ვნახავდი.
მეორე საღამოს ბექისთან მივედი და მართალია ძალიან მიჭირდა მასთან განშორება მაგრამ მაინც, მე ეს გავაკეთე.......ვუთხარი რომ აღარ მიყვარდა........მისი ცრემლიანი თვალები არ მავიწყდება და მისი ბოლო ფრაზა "მეზიზღები პაკ ჩანიოლ" ამან გამანადგურა.მე ჩემ პატარას ვატკინე.
ეს სამი წლის წინ იყო მაგრამ ბექიონი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე აქამდე.ალბათ მან დამივიწყა და შეყვარებულიც კი ყავს რომელთანაც ბედნიერი იქნება სამუდამოდ.
მართალია იმის გააზრება,რომ ბექის შეიძლება სხვა ეხება ,სხვა ჰკოცნის იმ ტუჩებზე რომელიც ერთ დროს მხოლოდ მე მეკუთვნოდა,სხვას ეხუტება ყოველ საღამოს ისე როგორც მე მეხუტებოდა და იმის გააზრება რომ მას შეიძლება დავავიწყდი გამაგიჟებელია.
მინდა ბედნიერი იყოს.
მოვიტყუები თუ ვიტყვი,რომ თუ ის ბედნიერი იქნება თუნდაც სხვასთან ეს მეც გამაბედნიერებსთქო.
მინდა მისი ტუჩების გემო ისევ შევიგრძნო,მისი სხეულის სიმხურვალე მენატრება,მისი ჩახუტება მენატრება,მისი ხმა მენატრება,მისი ნათქვამი "მიყვარხარ" მენატრება,მისი თვალები მენატრება.
მაგრამ მე ის დავკარგე.ალბათ სამუდამოდ დავკარგე.
YOU ARE READING
Orphan (დასრულებული)
Fanfictionისტორია 17 წლის პაკ ჩანიოლზე რომელმაც დიდი ტრაგედია გადაიტანა,მან დაკარგა ოჯახი,ასევე ადამიანი რომელიც დედამიწას ერჩივნა,ეს ადამიანი კი ბიონ ბექიონი იყო. სამი წელია ბავშვთა სახლშია გამომწყვდეული.მას მხოლოდ ერთი მეგობარი 16წლის სეჰუნი ჰყავს რომელიც ბ...