ემასPOV:
-ემა გთხოვ პირი გააღე და წამალი დალიე-მეუბნება განაწყენებული იუნგი
-იუნგი კარგადვართქო,რატომ არ გესმის არ მჭირდება ეგ წყეული წამალი!-ვუყვირი
-გჭრდება და კარგად არ ხარ!ვერ გახდები თუ წამალს არ დალევ გასაგებია!?-მთელი ძალით მიყვირა რაზეც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითის ცოტაც და ეს სახლი ნანგრევებად იქცეოდა."მე მაინც არ დავლევ წამალს,მე არ ვარ ავად.მე კარგად ვარ"გავიფიქრე და პანიკური სიცილი ამიტყდა."ყ..ყვ..ყველაფერი იუნგის ბრალია,რომ ასე მაქცია"იუნგის ყელში ვწვდი ვახრჩობდი,მაგრამ არ მაქვს საკმარისი ძალა,რომ მას მოვერიო.მკლაცზე ძლიერად მომკიდა ხელი და გადამიბრუნა,რაზეც კივილი აღმომხდა.სახეში სილა გამაწნა, კედელთან ძლიერად მიმაჯხა და სახეში მსუბუქ დარტყმებს მაძლევდა,თითქოს ამით ცდილობდეს ჩემს გამოფხიზლებას და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას.
-ახლა კარგად მომისმინე!იცი საერთოდ რა მოხდა?არ იცი,ამიტომაც მწვდი ყელზე.შენ თვითონაც არ იცი რა გინდა.შენი აზრით გეგონა ამ თვეების განმავლობაში შენზე არ ვფიქრობდი?იცი როგორ მენატრებოდი,როგორ მინდოდი?იცოდი-დამიყვირა ცრემლმორეულმა-ვგეგმავდი როგორ დამეხსენი ჯონისგან.შენ კიდევ მადლობის მაგივრად რას აკეთებ?ხვდები?აქ გყავარ...ეს არ გინდოდა არ გინდოდა შენი იუნგი აქ,შენთან ყოფილიყო?როგორც ჩანს არ გნდომებია,ხოდა მაშინ აიღე შენი ბარგი და ამ სახლიდან გაეთრიე,აღარ მიყვარხარ,აღარც მინდიხარ,წარსულში ყველა შენთან გატარებულ წუთებს ვწყევლი,ნეტა ეს არ მომხდარიყო,ნეტა მაშინვე მომეკალი...მაგრამ ახლა სიმართლეს გეტყვი.მე აღარ მიყვარხარ.ახლა შეგიძლია წახვიდე.შენი ატანა აღარ შემიძლია.რას უფრო მივაქციო ყურადღება შენ თუ ჩემს მტრებს?სჯობს ერთი ზედმეტი მოვიშორო....ეს შენ ხარ ემა,შენ.ახლავე მიდიხარ ამ სახლიდან და სადაც გინდა იქ წადი...მე სულ არ მანაღვლებს,აღარ-გაცეცხლებული თვალებით მიყვიროდა,ცრემლებს ვეღარ ვაჩერებდი.მე მას აღარ ვუყვარვარ,კი მაგრამ მის გარეშე ცხოვრება ხომ ჩემთვის არაფერია.მე ხომ ის მიყვარს.გული საშინლად მტკივა ახლა ყველაზე მეტად სიკვდილი მინდა,ეს როგორ მითხრა.ვერ ვიჯერებ....სასწრაფოდ ჩემს ოთახში შევედი შიგნიდან კარები ჩავკეტე და ბარგის ჩალაგება შევუდექი...ერთი რამ მაწუხებდა სად წავსულიყავი,სად?ჩემოდნი ხელში ავიღე ქურთუკი გადავიცვი და კიბეებზე ჩავედი.თვალები ისევ წითელი და დასიებული მქონდა,ძალაც გამომელია ამიტომ ჩემოდანი მჭიდროდ ვიჭერ რომ გვემოთ არ დაგორდეს.