გრძნობები

3.1K 161 34
                                    

- ჯიმინააა, გაიღვიძე უკვე ძალიან მშიაა. ჯიმინაააა ჯანდაბა სად ხარ??

შიმშილით შეწუხებული თეჰიონგი ჯიმინის ოთახში ველური ცხოველივით შერბის და საწოლზე მწოლიარე პატარა მოკუნტულ არსებას ხედავს რომელიც სიზმრებშია ჩაძირული.

-აიშშ გაიღვიძე ჯიმინ უნდა ვჭამოთ და სავარჯიშოდ წავიდეთ თორემ ნამჯუნი ისევ გაგვლანძღავს როგორც წინაზე. თან გუშინ მემუქრებოდა რომ თვალს არმოგვაშორებდა. ჯონგუკიც ჩვენ დღეშია ვერვაღვიძებ იქნებ ერთად წამოვაყენოთ. 

ჯიმინს მისი სიტყვები ძილში ჩაესმის და გამობერილი, შესიებული ტუჩებით ცდილობს საწოლზე წამოჯდეს.

-აჰჰჰ კარგი ვდგები. ისე მეძინება შეგიძლია მაბანაო??

ჯიმინი სერიოზულად ეკითხება თეს მაგრამ მეგობარი რა თქმა უნდა მის ასეთ კითხვაზე სიცილისგან ბჟირდება და ტრაკოში ხელს ურტყამს

-გეყოს ადექი და გუკიც გააღვიძე!



ბიჭები ერთმანეთს უკვე ხუთი წელია იცნობენ და მათი ურთიერთობა უფრო ღრმაა ვიდრე ეს ერთად ბანაობა შეიძლება იყოს. განსაკუთრებით თე და ჯიმინი. ისინი სიამის ტყუპებს გვანან, ერთმანეთზე ზრუნავენ და როცა შანსი ეძლევათ ერთმანეთის ნერვების შლას დიდ დროს უთმობენ. მათი მაკნე ჯონგუკი მათშორის ყველაზე განებივრებულია, ისე როგორც პატარას შეეფერება, ყველა მასზე ზრუნავს, ორი წლით უფროსი თე და ჯიმინიც კი. არემი ჯგუფის ლიდერი სულ პატარების კონტროლშია და იცავს ხელშეკრების პირობებისგან და ფანებისგანაც. ის წინდახედული და გამჭრიახია. შუგა მისტერ სვეგი ასე რომ ვთქვათ სულ სხვაგანაა გასული. არ ადარდებს არაფერი გარდა თავისი ბიჭების ბედნიერებისა. ჰობი მისტერ მოსიარულე სიცილი ხმაური და პოზიტივია. ჯინი კი, ის ცოტა ვერაა. ყველაზე დიდია ჯგუფში და ყველაზე ბავშვური. ერთი შეხედვით სერიოზული ჯინი მეორე წუთს დებილი ბავშვია რომელიც ყურადღებას ითხოვს მოკლედ ბითიესი პატარა ოჯახია სადაც არიან ცელქი ბავშვები უდიდესი ნიჭით ტალანტითა და სულისკვეთებით.

dark side of the moon (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora