•12.03.2014•
-ჰუკ,მერამდენედ უნდა კითხულობდე ამ წიგნს?-მარკი ჰეჩანს უახლოვდება.
-მოიცა ისევ ტირი??-გაოცებული ეკითხება და კოცნებით მისი ცრემლების შემშრალებას იწყებს.
-ეიჰჰჰ მარკკკ~ხომიცი როგორ მიყვარს ეს წიგნი.. -წუწუნებს უმცროსი და გულზე ადებს თავს.
-ვიცი...და ვეჭვიანობ!
-რა?-თავი წამოყო ჰეჩანმა.-წიგნზე ეჭვიანობ?
მარკმა ლეკვის თვალებით შეხედა და თავიც დაუქნია.
-იტიოტი მიყვარს!-ჩაიბურდღუნა ჰეჩანმა.
-წიგნს რატომ ლანძღავ?
-შენზე ვთქვი იდიოტო!
-აჰამმ..ესეიგი წიგნი გიყვარს და მე იდიოტი ვარ ხომ?!-ჩაცინებით თქვა მარკმა.
-დიახაც!!
-კარგი ახლა ნათელია ჩემთვის ყველაფერი.
-ძალიან კარგი!
ჰეჩანმა ისევ გადაშალა წიგნი და ახლა ხმამაღლა განაგრძო მარკის მკლავებში ტკბილად მოკალათებულმა კითხვა.
მათთვის ასეთი კამათი ყოველდღიურობის ერთ-ერთი კომპონენტი იყო.
ორივემ მშვენივრად იცოდა რომ ერთმანეთზე
მეტად არავინ შეუყვარდებოდათ.
***
ბევრჯერ მოუწევიათ აეტანათ გარეშემო სამყაროს სიძულვილი მათ მიმართ.
დამცირება...
ზურგს უკან ლანძღვა...
გინება...
ზიზღი...
სისხლის გემო პირში და...
მაინც ერთად იყვნენ.
ემალებოდნენ ყველას და ყველაფერს.
ეშინოდათ?
რისი?
ძნელი არ იყო მიხვედრა.
ეშინოდათ არ დაეკარგათ ერთმანეთი ამ
სიძულვილის და შიშის ლაბირინთში.
ხალხი ბრბო იყო...
ჰომოფობებით გაჭედილ სამყაროში ცხოვრობდნენ.
ყველამ უარყო ისინი და მათაც გვერდით მხოლოდ ერთმანეთი დაიტოვეს.
და განა მხოლოდ იმისთვის გაწირეს ხალხმა რომ განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდათ...
არა...
მოკლეს იმისთვის,რომ განსხვავებული სტილი,აზროვნება,შეხედულებები და ფიქრები ჰქონდათ.
ყველაფერ განსხვავებულის ამ სამყაროში გასაქანი არ აქვს...
ხალხი,უფრო სწორედ ბრბო,ყოველთვის ებრძვის განსხვავებულობას.
დანაშაულია იყო განსხვავებული?!
❌❌❌❌❌❌❌❌❌❌❌
YOU ARE READING
f*ck hØMóPh0b¡Å||MARKHYUCK🌈
Short Story•Homophobia• /ˌhɒməˈfəʊbɪə,ˌhəʊməˈfəʊbɪə/ (noun); dislike of or prejudice against homosexual people. *** დრამა მოგვითხრობს ცხრამეტი წლის ბიჭზე, რომელიც 2014 წლის გაზაფხულზე პარკში იქნა მოკლული,მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვა ფერებში ხედავდა. 🌈☠🌈...