„აქ ვარ თეჰიონ"
თეჰიონმა გვერდით გაიხედა ჭიქით ხელში.
„აჰჰ, სექსუალური დაბრუნდა"
ჯონგუკმა ღრმად ამოისუნთქა და გვერდით დაუჯდა ბიჭს, რომელსაც 5 სხვა ჭიქა ედგა გარშემო. აქ სხვა ბიჭებიც იყვნენ ნახევრად შიშვლები. ეს გასაგებიცააა,გეი ბარში იყვნენ.
„ჰეი, სახლში წაგიყვან" ჯონგუკმა ხელები მხრებზე დააწყო
„არა!"
მთვრალმა ბიჭმა იყვირა და ხელები მოიშორა
„თეჰიონ, მთვრალი ხარ და აღარ მინდა მეტი დალიო"
„წასვლა არ მინდა! მარტო დამტოვე!" უფრო ხმამაღლა იყვირა
„თეჰიონ გაჩერდი, თორემ ძალით წაგიყვან"
შავთმიანმა ბიჭმა სერიოზული ტონით თქვა რამაც თეჰიონი შეაშინა
„....მაგრამ არ მინდა სახლში"
„შეგვიძლია ჩემთან წავიდეთ"
„....კარგი"
ჯონგუკმა თეჰიონი ადგილიდან წამოაყენა.
》》》》》
„ძალიან ბევრი დავლიე"
თეჰიონი დივანზე დაეცა
ჯონგუკი მისაღებში შევიდა წყლის ჭიქითა და წამლით ხელში.
„დალიე დაგეხმარება"
„მადლობა"
„რა მოხდა?" ჯონგუკი მის გვერდით ჩამოჯდა
„რას გულისხმობ"
„რამ გაიძულა ასეთ ბარში ასე დამთვრალიყავი"
„ჯერ ერთი არაა ეგ ბარი „ასეთი"! გეი ხალხისთვისაა! იმ ადგილს ვეკუთვნი"
„თეჰიონ მე თვითონაც მივხვდი რომ გეი ხარ, მაგრამ ასე ვერ მიხვალ იმ ბარში და დათვრები. თან მომწერ მსგავს რაღაცეებს."
ჯონგუკმა სიცილი დაიწყო
„მოკეტე"
„რა მოხდა?"
თეჰიონმა ამოსუნთქა და სახე ბალიშში დამალა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წამოდგა და ბურთივით დაგორგალდა.
YOU ARE READING
Vkook/Sext Me [მეორე წიგნი]
أدب الهواةთეჰიონი და ჯანქუქი დაშორების შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. ნათარგმნია I translated it from English ver.