თავი პირველი

57 4 2
                                    

-დე, მგონი კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ძალიან გემრიელად გამოიყურება ეს შოკოლადის ტორტი.

-იმედია, მამაშენიც ეგრე იფიქრებს. გამომართვი ეს პიცა, მე მანქანას გავაჩერებ.

მე მაშინვე გამოვართვი პიცა. ერთი სული მაქ ჩემ მშობლებს საჩუქარს როდის გადავცემ, ისინი ხომ უკვე 20 წელია ერთად არიან, და ალბათ ვერც გავაოცებ :)

-მზად ხარ?

-კი.

- მაშინ, შევიდეთ.

შევდივართ სახლში,  გული გამალებით მიძგერს. მამაჩემის გახარებული სახის ყურებას რა ჯობს, მაგრამ მოიცა- სახლი ჰელიუმის ფერადი ბუშტებითაა სავსე, ირგვლივ მშობლების სურათები კიდია.  წარმოუდგენელი სანახაობა თვალ წინ გადაგვეშალა. მაგრამ მამა არსად ჩანს.

-მაიკლ სად ხარ? მოვედით.

პასუხი არ არის.

-სად წავიდოდა? დაურეკე აბა პენი,

ზარის ხმა, მეორე სართულიდან ისმის. დედამ აირბინა პიველი სართული. მე კი პიცა და ტორტი სამზარეულოში შევიტანე. უეცრად დედაჩემის კივილის ხმა ისმის. გაკვირვებული, მეც მეორე სართულზე ავდივარ. ცრემლები ლოყებზე მიგორავს, ძირს თავისივე სისხლის გუბეში მამაჩემი წევს. მკვდარია. საშინლად გამოიყურება, ხელში ფისტოლეტი უჭირავს.

-სასწრაფოდ 112-ში დარეკე პენი.

გაურკვევლობისგან, შეშფოთებისგან ვიწვი, და ვერ ვხვდები დედაჩემი რას მეუბნება. როგორ თუ მამაჩემი რომელიც მე ძალიან მიყვარდა- მკვდარია. 

-პენი. დარეკე 112-ში.

ამ გაურკვევლობიდან მალევე გამოვდივარ და ვრეკავ. აშკარად რაღაცაში იყო საქმე. 

ჯერ ვერ ვხვდებოდი რომ მამაჩემს ვეღარასოდეს ვნახავდი.

112 მალევე მოვიდა. დეტექტივები მაშინვე დაგვესივნენ. სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო.

-ქალბატონო(მიმართავს დეტექტივი დედაჩემს) მოგვიყევით როგორ გაიგეთ და რა იცით, ამ ამბის შესახებ.

-დღეს ჩვენი ქორწინების 20 წლის იუბილეა- ამბობს ნამტირალევი ხმით დედაჩემი.

ერთ-ერთი დეტექტივი სხეულს დატრიალებს. აკვირდება ყველა დეტალს, სახე უბრწყინავს :( ალბათ ფიქრობს თვითმკვლელობაა და გამოძიება აღარ დასჭირდება. მაგრამ მე არ ვეთანხმები.

-დღეს როდესაც სახლში დავბრუნდით სადღესასწაულო განწყობით, ყველაფერი ასე დაგვხვდა და მოგმართეთ თქვენ დასახმარებლად -დიდი ხომ არაფერი სიტყვებია, მაგრამ ხმის ტემბრმა ამატირა.

-იქნებ ვინმე ემუქრებოდა, არაფერი იცით ამის შესახებ? (ერევა მეორე დეტექტივი)

-როგორც ვიცი ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არ ყოლია მტერი.

-ეს თვითმკვლელობა არ არის- ვამბობ მე, არვიცი რატო მაგრამ არც იმის დაჯერება მინდა რომ მამაჩემმა თავი მოიკლა. შემრცხვა, ყველამ მე რომ შემომხედა მაგრამ მალევე ყურადღება ოთახში ახლად შემოსულ სილუეტზე გადაიტანეს. 

გაგრძელება იქნება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გაგრძელება იქნება. :) კომებში დაწერეთ თუ მოგეწონათ. <3

უიღბლოWhere stories live. Discover now