თავი მეორე

30 3 0
                                    


ოთახში შემოდის ერთი ბიჭი. მაღალია, შავგვრემანი და მუქი მწვანე თვალებით. სწორედ ისეთია როგორიც მე მომწონს, მაგრამ ამის დრო არ მაქ.

-ეს ჩვენი დამხმარეა. სტაჟირებას გადის და ვფიქრობს მასაც შეუძლია თქვენი დახმარება. (გვამცნობს დეტექტივი)

-მოგესალმებით, როგორ ხართ? - ეკითხება დედაჩემს ბიჭი, თითქოს დიდი ხანია იცნობდეს

დედაჩემიც პასუხობს:

-კარგად, მამაშენი ხომ კარგად არის? დიდი ხანია არმინახია.

აი სადღაც ჩამოვრჩი, ვერ ვხვდები დედაჩემი კარგად როგორ არის როცა მის წინ ქმრის მკვდარი სხეულია. ანდა ამ ბიჭს საიდან იცნობს? არსად მინახავს.

-ალბათ. იღიმება და გვამისკენ მიდის. თვალს არ ვაშორებ იქნებ ვიცნობ და არ მახსოვს.

-პენი ეს თვითმკვლელობაა. მეუბნება დედა.

მის ნათქვამს ადასტურებენ გამომძიებლებიც. ბიჭი საეჭვოდ ჩუმადაა, თითქოს რაღაც გაურკვევლობაშია. ფურცელს იღებს და რაღაცის წერას იწყებს.

-კარგით ჩვენი წასვლის დროა (გვემშვიდობებიან გამომძიებლები)

-ჯოი! მივდივართ!-ეუბნება გამომძიებელი ბიჭს.

ჯოი ჩემი მიმართულებით მოდის. ცოტა გაკვირვებული ვარ როცა იმ ფურცელს ჩუმად მაძლევს რომელზეც წეღან წერდა. თვალს მიკრავს და დედაჩემისკენ მიდის.

-ნახვამდის კატერინა- ემშვიდობება დედაჩემს ჯოი

-ნახვამდის-მალევე პასუხობს დედა.

ყველა წავიდა. სახლში მე და დედა დავრჩით. ჯიბეში ჯოის მიერ მოცემული ფურცელი მიდევს. მის წაკითხვას არ ვაპირებ სანამ სიმართლეს არ გავიგებ. ამ უხერხულ მომენტში ძნელია შეკითხვის დასმა მაგრამ მე მაინც ვცდილობ.

-კატერინა (ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ მის მიერ არაადეკვატურ ლაპარაკზე და ამიტომ თავისი სახელით მივმართავ)

უიღბლოWhere stories live. Discover now