1.1K 120 67
                                    



დილის 6 საათია . ეს ღამეც გავათენე ისევე როგორც ბოლო წლის ყველა ღამე. განა როგორ უნდა დამეძინა? არ შემიძლია ცარიელ საწოლში ძილი , ხშირად სიმარტოვეს , სევდას , შიშსა და მონატრებას ვგრძნობ . რთულია .

1 წლის წინ ამ დღეს , ზუსტად ამ დროს , დილის 6 საათზე შემოვდგი ფეხი იმ დაწყევლილ სახლში . რა მინდოდა ? რატომ დავბრუნდი ? ჩვენ ხომ ვიჩხუბეთ . შენ ხომ გონების დაკარგვამდე მთვრალი იყავი და არც მე გახლდი სრულიად ფხიზელი . გარეთ გაქცეულმა ცრემლები რომ მოვიწმინდე უკან გამოვბრუნდი , სიცილი ავტეხე და ასე კისკისით დავუბრუნდი ჩვენს სახლს .

იქ დაგინახე. დივანზე გქონდა თავი მიყუდებული და იატაკზე იწექი . ვიფიქრე გავაღვიძებ , ასე როგორ ჩაეძინა , გაცივდება თქო . ერთი ორჯერ "ოჰ , ჯონ ჰოსოკ , მხოლოდ 5 წუთი დაგტოვე" თქო ჩავილაპარაკე და ღიმილით მოგიახლოვდი . ადექი თქო გეძახდი .

არ გესმოდა , ადგილიდან არ იძვროდი. შენს დონეზე დავიხარე , იქნებ როგორმე გავაღვიძო მეთქი და ლოყაზე დაგადე ხელი. ცივი იყავი , ძალიან ცივი . შენი კანის სიცივე ჩემზე გადმოვიდა და კანკალი ამიტყდა . ვიფიქრე როგორ ცივა , ასე უცებ როგორ აცივდა თქო ..თითქოს ნიავმა დაუბერა . ვიგრძენი როგორ შემცრა და თავიდან ფეხებამდე მოიცვა მთელი სხეული . თმაც კი ყალყზე დამიდგა , თუმცა მალევე გავსწორდი წელში , გავიფიქრე ამ მდგომარეობაში რომ დაგენახე რას იფიქრებდი და ამიტომ შენს დამძიმებულ სხეულს მოვუბრუნდი ისევ . თავი უკან გადაგეგდო და მშვიდად , მომღიმარი იწექი . მაშინ არ მიმიღია შენი ფერდაკარგული , თითქოს გათეთრებული სახე ცუდად და ვერც ის სიცივე შევამჩნიე , სიცივისგან სულ რომ არ იყო გამოწვეული. მერე თავი აგაწევინე და დაგიყვირე ჰოსოკ გაიღვიძე, რა ჯანდაბა გჭირს თქო . მაგრამ არ დგებოდი . რატომ  ? ჩვენ ვიჩხუბეთ , მაგრამ მე დავბრუნდი , შეგირიგდი . მე ხომ დაგიბრუნდი , ჰობი .

ვერა და ვერ გაღვიძებდი . ალკოჰოლის მოქმედება ნელ-ნელა ძალას კარგავდა და ჩემი ძალაც თან მიჰქონდა . თვალები ამიცრემლიანდა . ჰობი სად ხარ თქო გეძახდი . გაიღვიძე რა , მეძინება თქო . წამოდი დავიძინოთ , უკვე გვიანია თქო . შენ პასუხს არ მცემდი და მეც იქვე დავიწყე სიბრაზისგან ქვითინი. შენზე ვბრაზობდი , ასე ნუ დამცინი , ახლავე ადექი თქო ვყვიროდი და პერანგის საყელოთი ვცდილობდი შენს აწევას .

Asleep. Where stories live. Discover now