ცოტახნით შორიდან ვუყურებდი, შემდეგ კი მასთან წავედი.
- სიკვდილს აპირებ?- ვკითხე და ჰორიზონტს გავხედე,ვიგრძენი როგორ შემომხედა და მომაშტერდა. - მიპასუხე- ისევ გავიმეორე და მას შევხედე.
- ჰო და მერე რა?- მკითხა და მდინარეს გახედა.
- რისთვის? ამის მიზეზად რა გახადე?
- უბრალოდ აღარ მინდა სიცოცხლე...- ჩაიჩურჩულა
- და რატომ?- ხელი მოვკიდე და იქვე ლოდზე დავჯექით.
- ის წავიდა სუუ ვისთვისაც ვცოცხლობდი ის წავიდა.
- და მის გამო? სუკ გაგიჟდი ჰო?
- ჰო მე გიჟი ვარ - ჩაიცინა და შემომხედა.
- ადამიანები მოდიან და მიდიან ეს ჩვეულებრივი ფაქტია იშინ.
- და რისთვის ღირს სიცოცხლე? რისთვის გავაგრძელო ეს ტანჯვა?- მიყურებს და თვალცრემლიანი მეკითხება.
თითს თვაკებზე ვუსვავ,ცრემლებს ვუქრობ და ვუღიმი.
- მათთვის ვინც გიყვარა და ვისაც უყვარხარ.- არაფრის თქმა აღარ ვაცადე და ფეხზე ავდექი, ხელი გავუწოდე და მანაც ჩამკიდა.
გზაში კიდევ ვისაუბრეთ. და ჩემთან ავედით.
სახლსი შევედით .
- დალევ რამეს? - ვკითხე და სამზარეულოში გავედი
- მხოლოდ წყალს- დამიძახა
- კარგი- ვუპასუხე წვენი და წყალი ავიღე და მასთან მივედი. წყალი წინ დავუდე გვერდით დავუჯექი და თავი მხარზე დავადე.
- არ გააკეთო ეს ვინმეს გამო- ჩავიჩურჩულე და ხელი მაჯაზე მოვიჭირე.
YOU ARE READING
Once for the first time
Fanfiction" ჯერ ასე ადამიანთა ენაზე არ უსაუბრიათ,როცა ეშმაკმა ანგელოზს სიყვარული აუხსნა"