8-Chapter

233 36 5
                                    

კლასში ფანჯრიდან ვუყურებდი კალათბურთის გუნდის თამაშს. და.....დიახ! თეჰიონიც თამაშობდა. მივხვდი რომ წინ დიდი თამაში ელოდებოდათ ამიტომ ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სწავლა.

აქეთ იქით ვიყურებოდი, როცა ნაცნობი სახე დავინახე.....თეჰიონი...მან გაიარა...სექსუალური თეთრი ზედით და ბენდენით. მას ცალი ხელით ბურთი ეჭირა მეორეთი კი თმას აწვალებდა თან გარბოდა.

მე კი მას გაშტერებულმა შევხედე როცა თანაგუნდელებს გაუღიმა.
შემიძლია დავიფიცო, რომ ეს წამები საუკუნე მომეჩვენა...

სრულიად გამოვქლიავდი

მან ნელა შემოატრიალა თავი ფანჯრისკენ, თითქოს იცოდა რომ ვუყურებდი...ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ..მან კი ულამაზესი ღიმილით დამაჯილდოვა რომელიც არასდროს მენახა.

მაშინვე შევტრიალდი და ვიგრძენი რომ ჩემი გული გამალებით ფეთქავდა.

ვაუ...რა სისულელეა? ვიდეო თამაშის პერსონაჟი ჩემს გულს ასე აღელვებს...

°=°=°=°=°=°=°=°=°=°=°=°=°

ზარმა დარეკა, ლანჩის დრო იყო. მე კი ჩემს საჭმელს პირღია ვუყურებდი...ნამდვილზე გემრიელი გამოიყურება!!

მაშინ კი ჩემთან ახლოს გოგოების წკმუტუნი გავიგონე

''ოპპა ძალიან მაგარი ხარ!!''

''შენზე მაგრა ვერავინ თამაშობს!!!''

''რა სიმპატიურია!! kyaaaa!!''

თავი ხმისკენ მივაბრუნე და დავინახე თეჰიონი, რომელიც კარში შემოდიოდა და რათქმაუნდა გოგოებიც მოჰყვებოდნენ.

თავი რაღაცის გამო არაკომფორტულად ვიგრძენი, შეუძლებელია რომ ვეჭვიანობდე.... ხომ?

მან აქეთ იქით მიმოიხედა და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

''ჯიმინ!''

ნერვიულად გავუღიმე და შევამჩნიე რომ ყველა მე მიყურებდა.

Select Ur story(GEO)Where stories live. Discover now